სერთოდ, წინასწარმეტყველების რამდენიმე ტიპი არსებობს:
1. უძველესი ტიპი, რომელიც ორაკულებთან იყო დაკავშირებული. ორაკულებად ვლინდებოდნენ გარკვეულ გენეტიკაში დაბადებულიი ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების სპეციფიკური წესის, და შემდგომ გარკვეული საშუალებების მიღების შემდგომ ეძლეოდათ ცნობიერების ის მდგომარეობა, რაც ერთ დროს მთელს კაცობრიობას გააჩნდა, მაგრამ შემდგომ თანდათან დაიბინდა. დაიბინდა რადგანაც გზა დაუთმო მის წიაღში ჩასახულ ახალ ტიპს -ანუ დღევანდელ ცნობიერებას. როცა ადამიანი მხოლოდ მატერიალურ პლანს აღიქვამს, ხოლო სულიერი მისთვის დაბინდულია.
ეს გახლდათ ტრანსის ცნობიერება,საიდანაც, ისევე როგორც სიზმრიდან, უკვე გამოფხიზლებულ ორაკულს გამოჰქონდა ის შინაარსები რაც მან იხილა ასტრალურ პლანზე, როგორც პროექცია იმისა, რაც მზადდება განსახორცილებლად.
2. სხვა ტიპის იყო ე.წ."გამოცხადებითი", "გაცხადებითი" წინასწარმეტველება, რაც უკვე მოგვიანო ხანის ბიბლიურ წინასწარმეტყველთ გააჩნდათ. გენეტიკა აქაც დაცული იყო უწმინდესად (ებრაული დედის ხაზის მნიშვნელობა აქედანაა). ამ შემთხვევაში ადგილი აღარ ჰქონდა ორაკულის მსგავსი პირობების დაცვას და განსაკუთრებული ბალახ-ბულახის მიღებას

, არამედ, მისიიდან გამომდინარე, გენეტიკის მეშვეობით, წინასწარმეტყველის იმაგინაციურ ცნობიერებაში ცხადდებოდა გარკვეული ხატოვანი ინფორმაცია, რაც მოიცავდა მომავლის მდგომარეობის პროგნოზს.
3.ქრისტიანობის შემდგომ უკვე წინა პლანზე გამოდის ასტროლოგია (ეს გარკვეული გამოძახილია III-ეგვიპტური კულტურის), როგორც პროგნოზირების შინაარსის მქონე განჭვრეტა სამომავლო ხდომილებებისა.. ასეთი იყო ნოსტრადამუსის განჭვრეტებიც..
თავად ასტროლოგია, რა თქმაუნდა უძველესი წარმომავლობისაა.. ნეჰეპსოს "ასტროლოგომენებში" (700წ. ჩვ.წ. აღ.) უმნიშვნელოვანესი აზრია დაფიქსირებული. კერძოდ, ის, რომ არსებობს მთელი სამყაროს ჰოროსკოპი.. სამყაროსშექმნს ჰოროსკოპი, რომელსაც THEMA MUNDI ეწოდება. და ეს თემა ცენტრალურ როლს ასრულებს ასტროლოგიაში საერთოდ, ისევე როგორც თემა მუს. ნაწარმოებში..
ამის გათვალისწინების გარეშე არასრულ დიაგნოზირებას (ხედვას) ექნება ადგილი. და შესაბამისად არასწორ პროგნოზებს..
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო