რას მოგვიტანს გველის წელი?
2013 წელი– წყლის მუქი გველის წელია
ყველა ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ინტელექტუალურ სფეროში მუშაობს, გველის წელი წარმატებას მოუტანს. ჩინური კალენდრის მიხედვით, წყლის შავი გველი არის გონების, სიბრძნის, ნებისყოფისა და გულწრფელობის სიმბოლო.
გველი შეიძლება გახდეს მზაკვრული არსება, როდესაც საქმე ეხება ემოციებით სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებებს, ანუ ეს ნიშნავს, რომ 2013 წელი უგუნური გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არაა, რადგან შემდგომ იმედგაცრუებას აუცილებლად გამოიწვევს.
წელი წარმატებული იქნება მათთვის, ვინც დაკავებულია სამეცნიერო, კვლევით და განვითარების სფეროებთან. ასევე, ეს წელი წარმატებული იქნება ნებისმიერი მოქმედებისთვის, რომლის შესრულებაშიც აზროვნების პროცესია ჩართული. ამ წელს დროის მენეჯმენტს, ეკონომიკას, კაპიტალის გაზრდა–შენახვას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. სწავლულები, პედაგოგები, პროგრამისტები, ბიზნესმენები, გამომცემლები, ჟურნალისტები და ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომლის სამსახურიც გონებას უკავშირდება, 2013 წელს გველის მფარველობის ქვეშ ექცევა და უფრო მეტად გაუმართლებთ.
მოსალოდნელია არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, ახალი გამოგონებები და აღმოჩენები, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების სფეროში.
2013 წელი საკმაოდ აქტიური და მოვლენებით დატვირთული იქნება. პერიოდულად სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემები გაჩნდება, მოიმატებს პოლიტიკური გამოსვლები ან პოლიტიკურ პირთა ცვლილებები, ფინანსური სირთულეები.
ერთის მხრივ, კრიზისების პერიოდში შეძლებთ სულიერი და მატერიალური ღირებულებების შეფასებას და დაფასებას.
ზოგადად ეს ორი სფერო საკმაოდ წინ წამოიწევს.
გველის წელში ჩვენი დამხმარე რაციონალური გონება იქნება, საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ
სიყვარული გველის წელს
2013 წელს განსაკუთრებულ მგრძნობელობასა და რომანტიზმს არ უნდა ელოდოთ, რადგან გველი ესაა სერიოზულობა, მიზანდასახულობა, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებში სწორედ გველის სერიოზულობა იქნება იმის დასტური, რომ ამ წელს სასიყვარულო ურთიერთობები ხანმოკლე ნამდვილად არ იქნება.
2013 წელს ყველა სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზული და რომანტიული ელფერით ხასიათდება და საიმედო ოჯახის შექმნისთვის ერთ–ერთი საუკეთესო წელია.
გველის წელში უკუშედეგს მიიღებთ გრძნობებით თამაშითა და გასართობად წამოწყებული სასიყვარულო ურთიერთობებით.
ზედმეტად ან სპეციალურად ნუ აეჭვიანებთ პარტნიორს, არ გამოსცადოთ გრძნობები.
ურთიერთობაში შეიტანეთ დიპლომატიურობა, მოთმინება, სერიოზული დამოკიდებულება, ნდობა.
2013 აქტიური და ემოციურად დატვირთული წელი იქნება. ადამიანთა უმრავლესობას ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების შანსი ეძლევა.
შეყვარებულებისა და ოჯახური წყვილებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ივლისი-ოქტომბრის პერიოდი. სწორედ ამ დროს გექნებათ უფრო მეტად დაახლოებისა და ურთიერთობის განმტკიცების საშუალება.
შესაძლოა ბევრმა წყვილმა სწორედ ამ წელს დააკანონოს ურთიერთობა.
საერთოდ, გველის წელში ოჯახური ურთიერთობები უფრო მეტად სტაბილური და წყნარია, ვიდრე სხვა წლებში
http://www.facebook.com/AstroBlogi