About Menვერძი:ბედნიერებისთვის ყველაფერზე წამსვლელია.მსხვერპლის კომპლექსი აქვს იმდენად ხშირად უწევს საყვარელი ადამიანის კეთილდღეობისთვის კომპრომისზე წასვლა.არ უყვარს გვერდზე სიარული.სექსის დროს იმდენად ტრაგიკული გამომეტყველება აქვს სახეზე,გეგონება მისთვის ბოლო იყოს.სიყვარულში კლინიკური შემთხვევაა."ის" უნდა იყოს ერთადერთი და სამუდამოდ.არასოდეს გაგიშვებთ,ყოველ შემთხვევაში სანამ პირში სული უდგას.
კურო:კეთილი და თავდაჯერებული კაცია.100% დარწმუნებულია,რომ ის ერთადერთი საყრდენია სუსტი ქალისთვის.მის გარეშე ვერსად წახვალთ,საპირფარეშოშიც კი,ნიჟარაში წყალმა რო გაგიყოლოთ,ხომ უნდა გადაგირჩინოთ თქვენმა გმირმა?!ხშირად მამობრივი გრძნობები აქვს ქალის მიმართ.გვერდზე გავლა მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ახასიათებს,რის შემდეგაც საშინლად ნანობს და საკუთარ თავს უჯავრდება.

სექსში უპირატესობას სტანდარტებს ანიჭებს.სურპრიზებს მათგან ნუ ელით.კლდესავით მუდმივი და შეუდრეკელია.
ტყუპები:რთული ტიპია,მის ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი ორი უნდა იყოს:ან მისი მეორე ნახევარი,ან მისი მეორე ნატურა.უკანასკნელ შემთხვევაში,თქვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება,ასეთი ადამიანი სავსეა უსიამოვნო სურპრიზებით.საოცარია,მაგრამ სექსში არაეგოისტურია,ცდილობს ქალზე ორიენტირდეს და თუ ქალი მისგან სიამოვნებას ვერ იღებს,დეპრესიებში ვარდება.ურთიერთობაში უმთავრესად სულიერი სიახლოვე მიაჩნია.მისი შეცდენა საკმაოდ მარტივია,მორიდებული ბიჭუნას ნიღბის უკან მისი უხამსი ბუნება იმალება.
კირჩხიბი:ცხოვრებაში გამაღიზიანებლად წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგრამ თუ ის დაუკმაყოფილებელია ცოლისგან ან საყვარლისგან,სინდისის ქენჯნის გარეშე ღალატობს.ხშირად ორი ქალისადმი სიყვარულით იტანჯება.სექსში თავდავიწყებულია და პარტნიორის დაკმაყოფილებაზე ფიქრობს,ამასთან სულაც არ აინტერესებს როგორ უნდა გააკეთოს ეს.

უყვარს საჩუქრების გაკეთება.
ლომი:განდიდედბის მანია ყველა დასაშვებ ზღვარს სცილდება.თუ შენ მისით აღტაცებული არ ხარ,არ უსმენ მის შერჩეულ გენიალურ მუსიკას,არ უყურებ მის არჩეულ კინოებს,არ კითხულობ მის შერჩეულ ლიტერატურას და ასე შემდეგ,და ამის მსგავსი,წარბსაც არ შეიხრის ისე გაგთელავს მორალურად.მას საკუთარი თავი ერთადერთ მამაკაცად მიაჩნია,რომელმაც ზუსტად იცის რა სურს პლანეტის მთელ მდედრ მოსახლეობას.ასევე უშეცდომოდ იცის რას სურს მას და რა გსურთ თქვენ.ტუტანხამონის,ჰერაკლეს,ცეზარის და ბაბუა ლენინის ამბიციები ამ ერთ არსებაში იყრის თავს.სექსში...როგორ ვთქვათ?..ნუ შენ უნდა გესმოდეს, რომ რადგან ის სექს გთავაზობს,მოწყალებას იღებს შენს მიმართ და შენი ცხოვრების ყვეეელლლაააზზზეეე მაგარი ღამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაუწერო საქები სიმღერა ან სონეტი.
ქალწული:ეს მამაკაცი ერთგვარი უნიკუმია.ადამიანი რომელიც მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის დასახელების გამო კომპლექსდება და სასოწარკვეთილად ცდილობს იმაზე მამაკაცურად გამოიყურებოდეს,ვიდრე სინამდვილეშია.ხანდახან უკიდურესობებში ვარდება.გულმოდგინედ ცდილობს მოხიბლოს ქალბატონები.მოსწონს კომპლიმენტების თქმა და რეაქციებზე დაკვირვება.თუ შეგატყოთ, რომ ქათინაურმა იმუშავა,სიტყვიერი აშლილობა ეწყება:მალე გადავა ჭეშმარიტ სიყვარულზე,კოსმიური ჰარმონიულობის ფონზე თქვენი მანტრების ერთიანობაზე

...მათი დაჯერება კატეგორიულად არ შეიძლება!ლოგინში არაფერი განსაკუთრებული.გიჟური ვნებების ნაცვლად,შეუძლია წიგნი იკითხოს,ტელევიზორს უყუროს და მათი ცნობილი ინტერნეტდამოკიდებულება???...ლოგინში შეტყუება შეიძლება ცრემლებით,გულმხურვალე ტექსტებით და სხვა რომანტიული იდიოტობებით.არ უყვარს ექსპერიმენტები.
სასწორი:ინტერესიანი ბიჭუნაა.ყურადღებიანი,თავაზიანი და სასიამოვნო.არ ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარი პერსონის მიმართ.მორცხვობით და თავმდაბლობით ხიბლავს. თუმცა ეს მორცხვობა ხშირად ოიდიპოსის კომპლექსის განვითარებას ემსახურება,პაწია ხელში უნდა აიყვანო ძუძუ აჭამო,ოღონდაც განაწყენებული და დაჩაგრული თვალებით არ გიყუროს.ლოგინში ნაზია,ზედმეტი ემოციურობისგან, სექსის ნაცვლად,ცრემნლიანი ხვევნა-კოცნა გამოდის.არ უყვარს სექსი,შეუძლია მის გარეშე ცხოვრება,ისედაც მარტივად გააქვს თავი სახლის სუპით,თბილი ლოგინით და მისი ესთეტური მოთხოვნების შესატყვისი ბინით.აუტანელი მოხუცია,ბავშობაში ვარდება და სრული სერიოზულობით ძუძუს ითხოვს
მორიელი:მოსიარულე სექსი,მაგრამ უტვინო.ერთადერთი ორგანოთი ფიქრობს,რომელიც მის ტრუსებში დისლოცირდება.მომთმენია,შეუძლია ისმინოს შენი წუწუნი ქალის მძიმე ხვედრის შესახებ.თანამგრძნობი სახე ექნება და მეტი დამაჯერებლობისთვის ცრემლსაც ჩამოგიგორებთ.ეს ყველაფერი მორიელის ტაქტიკაა_ნდობაში შეხვიდე და შეაცდინო!დილით კი ტელეფონსაც არ იკითხავს.არანაირ პრეტენზიას სექსთან დაკავშირებით არ მიიღებს.თავი სექსის გრანდმასტერად მიაჩნია და თუ პირველივეშეხებისთანავე არ გაათავე,რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ მაზოლები გარანტირებული გაქვთ.იშვიათად რომ ვინმემ მისი ფანტაზიები დააკმაყოფილოს,თუკი ესე ხდება,გამარჯვებული წითელი მარკერით შევა მის უბის/გულის შავ წიგნაკში.
მშვილდოსანი:სულით და სხეულით მუდამ მხნე მეზღვაური პაპაი

რაც ხშირად გარშემომყოფთა სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.ცდილობს უზრუნველყოს სახლი და ოჯახი,ამისთვის მიძვრება ნებისმიერ მომგებიან თუ წამგებიან ბიზნესში.არ არის კრიჟანი.საკუთარი თავისა და ოჯახისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა.პიონერული სექსის თაყვანისმცემელია_სწრაფად და მგზნებარედ!უყვარს საკუთარი და სხვისი ბავშვები,პირველი განსაკუთრებით,თან რაც შეიძლება ბევრი,რომ ჰქონდეს საამაყო ხელმძღვანელისა და ხელქვეითების წინაშე.თუ თქვენ თანახმა იქნებით მთელი რაზმი გაუჩინოთ,ის გულუხვად დაგასაჩუქრებთ და გვერდზე პროწიალსაც შეეშვება,თუნდაც ოჯახისადმი ვალდებულების გამო.სექსს ასაკში უფრო აფასებს,როცა ზედა კიდურებს სურთ,მაგრამ ქვედა კიდურებს ვეღარ შეუძლიათ.
თხის რქა:განდიდების მანია მუდამ თან სდევს მეგაფონით და ტრანსფარანტებით.ჭკვიანი ქალები ეზიზღება.თვლის, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია და ხმის უფლება მხოლოდ 8 მარტს აქვს.დაფეხმძიმების შემთხვევაში ულაპარაკოდ მიგატოვებთ იმ მიზეზით, რომ თქვენი ქათმის ტვინით მაინც ვერ ჩაწვდებით მის დიად ცხოვრებისეულ მიზნებს.ლოგინში ხშირად მიმართავს სადომაზოხიზმს,თვითონ ცხადია მბრძანებლის როლშია.თქვენი შეგრძნებები საერთოდაც არ აინტერესებს,მისი აზრები ამ დროს სხვაგანაა,მაგრამ არც ისე შორს.უშუალოდ აქტის დროს თხის რქა მამაკაცი ფიქრობს რა გასაოცარი მამრია,რამხელა მამაკაცური ღირსება აქვს და რა რთული ილეთების შესრულება შეუძლია

მისი დაბმა შეიძლება მხოლოდ აღტაცებით და დაუსრულებელი ორიგინალური კომპლიმენტებით.ერთხელ მაინც თუ განმეორდებით,საათობით მოგიწევთ თავის მართლება.
მერწყული:ბუნებრივი ეგოისტი,შარმის გარეშე.ინტელიგენტურია და სათანადო განათლების შემთხვევაში ჭკუით განაიარაღებს.ყველაფერზე საუბარი შეუძლია.უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად უყვარდება,მაგრამ ინტერესსაც მალე კარგავს.ეს იმ შემთხვევაში, როცა ქალი მის სწრაფ და არაორდინალურ აზროვნებას ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება.თანაბრად აფასებს სულის და სხეულის თავისუფლებას,ამიტომ გვერდზე ივლის, სანამ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.მდიდარი ფანტაზია აქვს და სექსში გამომგონებლურია.
თევზი:ზოოლოგიური თევზის ფიზიკური გამოვლინება_მკვირცხლი და მოუხელთებელი.მათ ღალატს ვერასოდეს შეიტყობთ,წინდახედულად კონსპირირდება.თუმცა ოჯახის წევრებთან ძალიან გულწრფელად გამოიყურება.იმედგაცრუებების გამო ხშირად ვარდება დეპრესიებში.სექსში სულ რაღაცას ეძებს და ვერ უპოვია.შეიძლება დაქორწინდეს და შვილები იყოლიოს,მაგრამ ეს მის დეპრესიებს ვერ უშველის,ვერ ექპერიმენტებისგან შეაკავებინებს თავს.კვლავ კონპირაციულად ივლის სხვადასხვა საეჭვო ადგილებში,სხვადასხვა საეჭვო ადამიანებთან.
P.S.ვინც თვითირონიას მოკლებულია,ძველი ლეგენდის თანახმად,
გრუზინსკი ტემპერამენტ პლივაწ ხაწელ ნა გარასკოპავ, დარრრაგაია მაია

to be continued about women...