resurgamპლიუს თამარ მეფე ულამაზესი ქალია, ორმაგი რაოდენობის მტერს ვამარცხებდით და ეს იმიტომ, რომ საქართველო ლომია
იდოს აქაც
ინტერვიუ სპეცრაზმელთან: ”7 ნოემბერი მაგნიტური დღე იყო”
- თქვენი პროფესია არც ისე პოპულარულია, ხალხს არ უყვარხართ, ზოგს ეშინია და ზოგსაც ეზიზღებით, როგორია თქვენი რეაქცია?
- მე რა უნდა ვთქვა? როდესაც მამაჩემი მცემდა ხოლმე გაკვეთილების გაცდენის და ცუდი ნიშნის მიღების გამო, მეც მეშინოდა მისი და მეზიზღებოდა იმ მომენტში, მაგრამ დღეს რომ ვუყურებ ის სწორი იყო და მადლობელი ვარ მამაჩემის.
- ანუ თქვენ რომ ხალხს სცემთ ამას მათი სიყვარულით აკეთებთ?
- დაახლოებით. როცა მე მათ ”დუბინკას” ვურტყავ, ამ დროს ჩემი ძუძუები ლოცავენ.
- თქვენ დუმბაძეც გაქვთ წაკითხული? თუ ნანახი გაქვთ? გამოტყდით!
- არა, წაკითხული მაქვს და ძალიან მომწონს.
- ქეთი დოლიძე ნამდვილად გაოცდება ამას რომ გაიგებს.
- ქალბატონ ქეთისაც დიდ პატივს ვცემ, მის სპექტაკლებზე რეგულარულად დავდივარ, ის ბევრს აკეთებს ქართული თეატრისთვის და საერთოდ ფანტასტიური პიროვნებაა.
- თემას გადავუხვიეთ. მიშა! მიშას! რატომ ყვიროდით?
- ჩვენ არ ვყვიროდით, ეგ დიღმის სპეცრაზმი ყვიროდა, ეგენი გოიმები არიან.
- თქვენ?
- ჩვენ არა.
- 7 ნოემბერს იყავით დარბევაზე?
- დიახ.
- უფლებამოსილებას რატომ გადააჭარბეთ?
- იმ დღეს მაგნიტური დღე იყო. ცოტა აღგზნებულები ვიყავით.
- ხუმრობთ?
- არა, როგორ გეკადრებათ! საქმე იმაშია, რომ მიშა ცაგარელის რჩევის საფუძველზე, სპეცრაზმში მხოლოდ ღრიანკალებს, ლომებს და კუროებს იყვანენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები უფრო ძლიერები ვართ ფსიქიკურად და ფიზიკურად. ასტროლოგების დახმარებით ბევრი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, ბატონმა ცაგარელმა მიტინგის 8-ში დაშლა გვირჩია, მაგრამ იმ დღეს სადავეები გაგვექცა ხელიდან. დილის დარბევა ჩვენგან არ იყო – მთაწმინდა-კრწანისის რაიონმა დაარბია ეგენი დილას. (მაგათ სხვა ასტროლოგი ჰყავთ).
- ახლა აპირებთ დარბევას?
- გააჩნია ვარსკვლავები რას იტყვიან. ჩვეთნვის ეს ინფორმაცია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ბატონი მიშა (ცაგარელი – ავტ. შენ.) ძალიან დაკავებულია და ჩვენი სამოქმედო გეგმა არ გაუანალიზებია ჯერ.
- ბოლოს და ბოლოს ვინ მართავს ქვეყანას, ქურუმები თუ მეფე?
- ორივე. მე პრინციპში არც მაინტერესებს, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ.
- ეს ბოლო დღეებია ტელევიზიის შენობაში ხართ დაბანაკებულნი, აქედან არ გადიხართ, სკამებზე გძინავთ, საჭმელს ბუფეთში ჭამთ და სადა ბანაობთ?
- ბიო-აბაზანები გავქვს.
- ოჯახი არ გენატრებათ? 3 კვირაა არ გინახავთ.
- ძალიან მენატრებიან, მაგრამ სამშობლოს ვემსახურები, სხვა გზა არაა.
- თქვენი შვილი სპეცრაზმელი რომ გახდეს რას იზამთ?
- არ ვიცი, მე დემოკრატიის მომხრე ვარ. რაც უნდა ის ქნას, მე მის ცხოვრებაში არ ჩავრევი.
- და ბოლოს, რას ურჩევთ ახალბედა სპეცრაზმელებს?
ნი2.ჯის ჰოროსკოპი
http://ni2.ge/ეს ჩვენ:მორიელი:მენსტრუალური ტკივილები გაგიძლიერდებათ, თუ კაცი ხართ - მაინც