ეს ეხლა ვნახე

) როგორ მივიზიდოთ, მოვიცილოთ და სად ვიპოვნოთ ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი (მამაკაცები რა თქმა უნდა

)
ვერძის მოსაზიდად ცეცხლი წაუკიდეთ რაიმეს და საშველად მოუხმეთ. მოსაცილებლად უბრალოდ რამოდენიმე წუთით შეჩერდით (სულის მოსათქმელად )... სად ვიპოვნით? სტადიონზე (თუნდაც)
კუროს სუფრა გაუშალეთ. დაშორება თუ გადაწყვიტეთ ფული სთხოვეთ. სად მიავაგნოთ?იქვე სადაც ბოლოს ნახეთ ...
ტყუპებს ჟურნალის ახალი ნომერი აუფრიალეთ, თუ მისი დაკარგვა გინდათ მიეცით მას ეს ჟურნალი. მისი მიგნება ადვილია კონფერენციებზე და სემინარებზე..
კირჩხიბს მისაზიდად დედამისის ჯანმრთელობით დაინტერესდით, მოსაცილებლად მის სახლში რაიმე დააზიანეთ ან გააფუჭეთ, მისი პოვნა იოლია პრეზენტაციებზე.
ლომს სცენა მოუწყეთ, დაკარგვა თუ გინდათ მისი,- გააკრიტიკეთ. იპოვნით ლექციებზე და თეატრში.
ქალწულის მისაზიდად თავაზიანი და მოწესრიგებული უნდა იყოთ.. თუ მოგბეზრდათ უბრალოდ დააიგნორეთ. იპოვნით ჰომეოპათიურ აფთიაქში.
სასწორს უბრალოდ ნაზად შეხედეთ. თუ დაიგლებით მისგან მოსთხოვეთ რომ სწარაფად მიიღოს გადაწყვეტილება. სად იპოვნით? სილამაზის სალონში.
მორიელის მისაზიდად იდუმალი სახით ვინმეს რამე უჩურჩულეთ. მისი მოცილება უბრალოდ შეუძლებელია არც კი სცადოთ. სად მოძებნოთ? ეს მხოლოდ კირჩხიბმა იცის.
მშვილდოსანს უბრალოდ რაიმე კითხვა დაუსვით

)) დასაკარგავად სთხოვეთ რომ მოვალეობა თავის თავზე აიღოს. სად ეძებოთ? საზღვარგარეთ..
თხის რქის მისაზიდად ჩაიცვით ძვირფასი, მაგრამ მოკრძალებული კოსტუმი. დასაკარგავად - შეხვედრებზე დააგვიანეთ. სად იპოვნით და -ოფისში.
მერწყული -იხმარეთ საუბარში ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ალტერნატივა" და "პლურალიზმი" . მისი მოცილება- ნუთუ თქვენ შესძელით მისი მიზიდვა?! სად იპოვით?-გაეროში ან ევროკავშირში.
თევზების მისაზიდა მიიღეთ საცოდავი სახე. მის მოსაცილებლად _იხმაურეთ! სად იპოვნით? ტრანსში