ტააკს, ჩამოვაწიკწიკო აბა ჩემი სუბიექტურად დანახული ასტრონახევრები)
ვერძები - ერთი შეხედვით ცეცხლოვანი ხალხია, მაგრამ მე არ მხიბლავენ, ვსპილჩივია ზედმეტად. მათთან კამათი შეუძლებელია. არადა გინდა ადამიანს რამეზე ესაუბრო, განიხილოთ, ინტელექტუალურ დონეზე იდაოთ, მაგრამ არა! ვინ გაცდის? საკარისია რამეზე არ დაგეთანხმოს, რომ განა სხვა თემაზე გადავა, მიგჩექმას სანამ თავის აზრზე არ გადმოგიყვანს)
მოკლედ ნერვი არ მაქვს მაგათი.
კურო - ორი კატეგორია მინახავს. მაისისები და აპრილისები. რატომღაც აპრილისები ძალიან თბილები, ყურადღებიანები არიან, მოკლედ სრული ბულკები, რომც ესწერვო, მოგეფერებიან, გაგიგებენ. არანაირი ინტრიგა : ( მაისისები კი რქიანები :/ უნდა რომ დაგიმორჩილოს, თავის დანამატად გაქციოს. ორივე ვარიანტში მე პას.პირველში ინტრიგის უქონლობის გამო და მეორეში თავისუფლების და პირადი მე-ს შეზღუდვის გამო.
ტყუპები - აქ უბრალოდ ჩუმად ვიყო ჯობია)))))
კატეგორიულად გადახაზული მყავს ეს ნიშანი!
ერთადერთი კარგი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დასაწყისში ძალიან საინტერესოები არიან. განათლება, რამე-რუმე, მაგრამ მანდ ვსიო!
კირჩხიბი - ჩემი მარწუხები)) სამეგობროდ კი ბატონო, სასიყვარულოდ.. ნუ, ცოტა ხნით მხოლოდ. არიან კარგი მეოჯახეები, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდება მათთან :/ მომწონს რომ არიან თბილები, ყურადღებიანები, მისტიურები და ეჭვიანები. სამწუხაროდ ძალიან მესაკუთრეები არიან, მაგრამ ეს ერთი შეხედვით არ ეტყობათ. განაღდების მომენტიც აქვთ და სულ იდეალურის ძიებაში არიან, ანუ დიდ ისიამოვნებით გაგცვლიან თუ შენზე კარგი ნახეს

უკეთესი ყველას უნდა, გასაგებია, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, უნდა გიყვარდეს თავისი მინუსებიანა-დადებითიანად, ანუ კონკრეტულად უნდა გიყვარდეს ის და ვსიო. ამათ კიდევ იდეალურობა უყვართ, რომელიც ბოლომდე ვერასოდეს ატანს.
ლომი - სულ ახლახანს გავიგე მათზე კაი რამე-რუმეები)) მწირი შეხება მქონია მათთან, ერთი შეხედვით ეგოისტური და ქედმაღალი ხალხი მეგონა, მაგრამ.. შევისწავლი და დავდებ მერე ჩემს აზრს)
ქალწული - ვაჰ.. საქმეში კი ბატონო. არ დაგაღალატებს, გაგატანინებს საქმეს. მაგრამ არის საშინლად მეწვრილმანე, ცივი, კონსერვატორი, კრიტიკული და მოკლედ ვერაფერს მოაწონებ :/ ამათთან გრძნობებზე ლაპარაკი ზედმეტია. სად შემიძლიან

სასწორი - ჰარმონიულები, დუშკები, თბილები, მერყევები, მაგრამ არ შეგაწუხებენ თაავისი მერყეობით. ესმით და ყველაფერზე თავს გიქნევენ))) გოგოები კი ბატონო, სამეგობროდ. მაგრამ ბიჭები მე პას.. არანაირი ინტრიგა, არანაირი ბრძოლა.
მორიელი - მეგემრიელებიან. როგორ იქნება ისე ერთი აბრაზოვანნი მორიელი არ მოვნახო? )) აქაც ფართო დიაპაზონია. მელკებით დაწყებული, ყველაზე უუუუხუხუხუთი დამთავრებული

კირჩხიბი ტკბილი საყვარელია, ეს მწარე)) ვინაიდან და რადგანაც სიმწარის გარეშე ურთიერთობა არაფერია ... გასაგებია რომელი ჯობია)) აქაც დიდია მისტიკა, სიღრმე, რაღაც განუზომლად ბნელი და ძლიერი ძალა აქვთ.. ჯასთ როგორც მაგნიტი ისე გიზიდავენ. არ უნდა მოკვდე ისე, რომ ერთ მორიელთან მაინც არ იფლირტავო)))) კირჩხიბისგან განსხვავებით მათ სრულებით არ სჭირდებათ იდეალურობა ადამიანში შესაყვარებლად. ვნება, ინტრიგა და ბრძოლა გადარჩენისთვის) მე ვამბობ yes
მშვილდოსანი - ჩეემი ისრიანები

უზომოდ კარგი მეგობრები არიან. მათში ძალიან ბევრი რაინდული თვისებაცაა)) კეთილშობილი, სუფთა, პირდაპირი, იდეალისტი, რადიკალისტი, მკვეთრი და მებრძოლი. მე უბრალოდ ვიხიბლები მათით)) მაგრამ არის მეორე მხარეებიც - უხეში, ჩაკეტილი (მიუხედავად იმ მხიარული სახისა, რაც გარშემომყოფებთან აქვს), ბუტია და ბუზღუნა)) ცეცხლის სტიქიიდან ყველაზე კარგები არიან ჩემ თვალში) მე აქაც ვამბობ yes
თხის რქა - ადრინდელი შთაბეჭდილება ჯობია არ დავწერო)) კარგი მხარე - მიზანდასახული, მყარი, ძლიერი ნატურა. უარყოფითი - ზოგჯერ მუდო), ვერ გამოხატავს გრძნობებს, დეპრესიული. რამე ნიშანთან ნაზავში კარგები არიან)) მაგრამ რუკაზე თუ სულ მიწის გავლენები აქვთ, მაშინ მე პას
ხოდა თუ აქვს ცეცხლის და წყლის ნიშნები რუკაზე მაშინ ოო.. კარგია : D ის სტროგი ვიდის, უთქმელი, მე კი მკვეთრი, მაგრამ მისტიური, თამამად გამოხატული. მოკლედ კარგად გაერთობა ადამიანი

ამიტომაც თან yes და თან no
პირად რუკაზეა მოკლედ დამოკიდებული))
მერწყული -

ჩემი ნება რომ იყოს, ვიტყოდი აქ, უბრალოდ inlove-თქო

მერწყულთან ვერასოდეს მოიწყენ. ინტრიგაც არის, თამაშებიც, შიში.. უდიდესი ნეტარება მოაქვს მათთან საუბრებს. იმუხტები და სრულყოფილდები მათ გვერდით. არასოდეს მოგთხოვთ რამეს, არასოდეს შეგზღუდავთ. როგორც არ უნდა გეთამაშებოდეს, შენს ინტერესებს ფეხებზე არ დაიკიდებს. ჰუმანური, მეგობრული, მხიარული და ძალიან, ძალიან ჭკვიანი) ის არასოდეს ყვირის თავის ჭკუაზე, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით. დიადი ნიშანია მოკლედ. მათზე სულ შემიძლია ვწერო))) მათ ვერასოდეს დაცლი.. რა თქმა უნდა yes

თევზები - უიჰ, დაერხათ

ჩემთვის უინტერესონი არიან. სხვების თვალში აღვწერო ჯობია. დაწყებული მაჩოებიდან, დამთავრებული ლუზერებით. მთელი შვედსკი სტოლია))) თამაშობს, სულ თამაშობს, ამის გარეშე მას სუნთქვაც არ შეუძლია. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჰუმანურია, გულის სიღრმეში მაინც ეგოისტია. ის მუდამ გააკეთებს ისე, როგორც მას აწყობს. ერთადერთი მისი მაზოხისტობა აიძულებს, დაგითმოთ თქვენ რომ მერე იტანჯონ და ნეტარ იყვნენ ამით)))
მე რა თქმა უნდა პას
დაწერა თევზმა ანუ მე))
This post has been edited by woman_ on 25 Mar 2010, 18:49