პლანეტა ჯავახეთი და მისტიური ამბები
ამბობენ,რომ ჯავახეთი საქართველოში ერთ-ერთი მისტიკური ზონაა,სადაც ათასი საინტერესო და ჟრუანტელისმომგვრელი ამბის მოსმენა შეიძლება. ამ ამბებს ძირითადად მოხუცებისგან თუ მოისმენთ,აბა ახალგაზრდა ქართველები ჯავახეთში ძნელადღა იპოვებიან.
ეს ამბავი შეეხება დიდი აბულის "სასწაულებს",რომელიც მესხეთ-ჯავახეთის საზღვარზე მდებარე სოფელ ვარგავში მოვისმინე.
ვარგავი ადრე,რათქმაუნდა სრულიად ქართული სოფელი ყოფელა. ეხლაც ქართველებითაა დასახლებული და ადგილობრივ სომხებთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ოღონდ ერთი საინტერესო ამბავია აქ - ვარგაველები კათოლიკეები არიან,აგერ უკვე თითქმის 70 წელია.
ჩემმა მასპინძელმა,გვარად დათაშვილმე,როგორცკი შემატყო ჯავახეთის მისტიცისზმით დაინტერესება,მაშინვე მომიყვა აბულის მთის და ხომლის ვარსკვლავის ამბავი. მითხრა,რომ რასაც მომიყვებოდა,ეს რომელიღაც მეცნიერს თავის ნაშრომშიც შეუტანია,ოღონდ იმ მეცნიერის სახელი ვერ გაიხსენა.
მოკლედ,ასე - წელიწადში ერთხელ,ჯავახეთში,7-11 ივლისი პერიოდი არის "ხომლის დღეები",ანუ,როცა დიდი აბულიდან ამოდის ცისკრის ვარსკვლავის მსგავსი ბურთი,ცივი და ცეცხლოვანი ნათებით. ეს ბურთი დიდხანს არ ცერდება ცაზე და მალევე ქრება,ოღონდ რასაც კი მისი სხივი მოხვდება,იქნება ეს ნათესი,ძაღლი,ადამიანი თუ სხვა რამ,მაშინათვე წვავს! ამის დასამოწმებლად,მასპინძელმა თავისი ძაღლი მოიყვანა,რომელსაც ბეწვი ჰქონდა ერთ ადგილას გაცვენილი და შიშველი ადგილი წყლულებით დაფარული. თურმე ხომლის ვარსკვლავი "დასცემია" და მის სხივს ეს ბეჩავი არსება სამარადისო ტანჯვისთვის გაუწირავს.
იგივე ისტორია ჰქონდა სხვა მეზობელს,ოღონდ დამწვარ ყანასთან დაკავშირებით. ხომლის სხივი დასცემია მის სათესს და იქ თურმე ბალახიც კი აღარ ამოდის.
მოკლედ,ასეთ მისტიციზმის ბურუსში დამტოვა ჩემმა მასპინძელმა და დამიტოვა დიდი საფიქრალი.
მომდევნო დღეებში გაჩერება მომიწია სოფ. ჩუნჩხაში,ვარგავიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ქართულ სოფელში.
მოსაღამოვებულზე,ჩემმა ვარგაველმა მასპინძელმა დამირეკა და გამაფრთხილა,ყურადღებით ვყოფილიყავი,რადგან ხოლმის დღეები იწყებოდა.
იმ ღამეს აბა რაღა დამაძინებდა,ველოდებოდი რაღაც დიად და საშინელ ამბავს. მოკლედ,შუაღამისკენ,ჩემმა მასპინძელმა კვლავ დამირეკა და მითხრა,აბულებისკენ გამეხედა და დიდ ნათებას დავინახავდი. იმ ოჯახი,სადაც მე ვიყავი სტუმრად,ბევრი პატარა ბავშვი იყო და შესაბამისად ყველა ადრე იძინებდა,ჩემი ოთახიდან კი აბულის მთა ბოლომდე არ ჩანდა.გარეთ კი ვერ გავიდოდი. ასერომ დიდი ნათების იმ მცირე გამონათებით დაკმაყოფილება მომიწია,რომელსაც ვარსკვლავის დიკო ასხივებდა.
თავიდან შევეჭვდი და ვიფიქრე,რომ ეს მთვარე იყო,მაგრამ წინა დღეებში შენიშნული მქონდა,რომ, მთვარე გოგაშენის მხრიდან ამოდიოდა,რომელიც აბულის საპირისპირო მხარესაა. სამწუხაროდ,ვერ მოვახერხე იმ იდუმალი ვარსკვლავის დანახვა,ალბათ ასე უკეთესიცაა,კიდევ ერთი მოტივაცია მექნება ზაფხულის ცხელ დღეებში პოლტერგეისტით სავსე ჯავახეთში მოგზაურობისთვის!

ფოტოზე: დიდი აბულიდან გადაღებული ჯავახეთის პლატო. სულ ოდნავ აქვს ფოტოშოპით ფერები დამუქებული
* * *
ვიღაცა შარლატანი რომ არ გეგონოთ,ილია ალხაზიშვილის წიგნშიც 'მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.' აღმოვაჩინე ხომლის ამბავი. იშვიათი წიგნია და თუ იპოვნით ვინმე,იქ წერია გადასარევად.
ვაგრძელებ მისტიციზმის თემას ჯავახეთში.
ეს ამბავიც ჯავახურია. კოთელიაში მომიყვა ერთმა ხანდაზმულმა ქალმა.
თურმე,მეორე მსოფლიო ომის დროს ბარალეთის სკოლაში ასწავლიდა. მოგეხსენებათ,ამ დროს როგორ ჭირდა ტრანსპორტით მოძრაობა,ამ მხარეში მანქანა თითქმის არ მოძრაობდა. ამიტომ ახალგაზრდა მასწავლებელს ფეხით უხდებოდა დღეში 4 კილომეტრის გავლა. ვინც ჯავახეთში ზამთარში ერთხელ მაინცაა ნამყოფი,მისთვის მარტივი წარმოსადგენი იქნება,რა არის -35 გრადუს ყინვასა და ნამქერში 4 კილომეტრის გავლა. მაგრამ როცა ენთუზიაზმით ხარ მომართული,ათეულობით კილომეტრებიც დიდი ვერაფერი ბედენაა! მოსახლეობა ძალიან შეშინებული იყო და გვიან გარეთ აღარავინ იპოვებოდა - საშინელი ურჩხული,მგლის მსგავსი არსება,ოღონდ უფრო დიდი და შემაძრწუნებელი,გამოდიოდა ბინდისდადგომისთანავე და ახლომახლო სოფლებში თუკი რამე სულიერს წააწყდებოდა - ნთქავდა! ეს იყო მართაგელი. ყოფილმა მასწავლებელმა მეზობლებიც დაიმოწმა თავის მონათხრობში და ახსენა,რომ ერთ-ერთს ტყუპისცალი მოსტაცა ამ ვერაგმა მართაგელმა. დრო გადიოდა. გავიდა რამდენიმე ათეული წელი და მართაგელი ცამ ჩაყლაპა,თუ მიწამ,არავინ იცის - უბრალოდ გაქრა და მოსახლეობასაც ნელ-ნელა გადაავიწყდა. ეხლა ამბობენ,რომ ეს მგელი ხალხის შესაშინებლად ხელოვნურად გამოყვანილი ჰიბრიდი იყო,რომელიც ჰიტლერმა შემოუშვა კავკასიაში. ზოგი ამტკიცებს,რომ შუაღამისას ეხლაც დაძრწის ტყეში მართაგელი და რომ ყველა უნდა ერიდოს ტყის ზოლის შორიახლოს ღამისთევას. ვინ იცის,რომელი მხარეა მართალი? იქნებ ჯავახეთში "მრუდე" ადგილებია,სადაც დროები იკვეთება და მისტიკა და რეალობა ერთმანეთს ერწყმის... ვინ უწყის
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет