მთვარე კუროშიმთვარე აქ იმყოფება სტუმრად ღამის ვენერასთან და ეგზალტაციაში, მიწის სტიქიაში.
ასეთი მდებარეობით, თქვენ ალბათ იქნებით წყნარი და ფლეგმატიკური, სტაბილური ემოციური სამყარო გაქვთ. თქვენ ასევე ხართ მდგრადი, მშვიდობისმოყვარე, შენელებული და რეფლექსური, ადეკვატურად პასუხობთ გარეგან იმპულსებს. როგორც ჩანს, მატერიალური გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ, გიყვართ კომფორტი, სამყაროს ჰარმონიისა და დისჰარმონიის მიმართ მკვეთრი და ძლიერი რეაქცია გაქვთ. პირველ როგში, ეს შეიძლება გამოვლინდეს მატერიალური სამყაროსადმი დამოკიდებულებით, ასევე ემოციური ურთიერთკავშით გარშემო მყოფი ადამიანებისადმი და ჰარმონიული შერწყმით ბუნებასთან (

აი თურმე საიდან მოდის ბუნების სიყვარული). როგორც წესი, ცხოვრებაში პირველ რიგში აღიქვამთ სიტუაციებს, რომლებიც თავიანთი "ხასიათის" მიხედვით წყნარია, ნელა ვითარდება და საშუალებას გაძლევთ განიტვირთოთ, დაისვენოთ. ნებისმიერ სიტუაციაში ზუსტად ამ კომპონენტებს აღიქვამთ პირველ რიგში.
შესაძლოა თქვენი აღქმის უნარი გარკვეულწილად შენელებულია და ემოციური რეაქცია გაწონასწორებული და სტაბილურია.
ითვლება, რომ მთვარე კუროში თავიდანვე მოწესრიგებული და მდგრადი ფსიქიკის საფუძველია, თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ერთის მხრივ ყველაფერი სტაბილურია და მეორეს მხრივ, თუ წარმოიშვა ბზარი, აღმოჩნდება რომ არც ისე მზად ხართ ცვლილებებისთვის, ანუ ადაპტირებულები არ ხართ.
პარადოქსალურია, მაგრამ შიზოფრენიით დავადებულებს შორის მთვარე კუროიანები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ის ადამიანები ვისაც მთვარე თევზებსა და კირჩხიბში აქვთ. ერთი შეხედვით ამის გაგება რთულია, რადგან მიღებულია ჩაითვალოს, რომ კირჩხიბს და თევზებს აქვთ შიზოფრენიისადმი ყველაზე დიდი წინასწარგანწყობა. როგორც ჩანს, ხდება ასე: ადამიანი რომელიც სტერეოტიპულად არის განწყობილი სტაბილური სიტუაციების მიმართ, აღმოჩნდება რა უცაბედი დისკომფორტის "ზონაში", განიცდის უფრო ძლიერ შოკს. ნებისმიერ სიმტკიცეს აქვს ზღვარი.
ამასთან ერთად, გაუცნობიერებელი რეაქციები გინვითარდებათ შედარებით ნელა, ამიტომ მიდრეკილები ხართ მოთმენისკენ და დიდხანს ემზადებით სანამ რამეს მოიმოქმედებთ. შესაძლოა, არც ისე გიყვართ რამის კეთება, რადგან ნებისმიერი ქმედება, მოითხოვს ენერგიის გამოვლენას, ხოლო კურო დაკავშირებულია დაგროვებასთან და რელაქსაციასთან, ამიტომ აუცილებლობის გარეშე ადგილიდან არ დაიძვრებით.
გიყვართ მყუდრო გარემო, მაგალითად, ბუხრის წინ ჯდომა სავარძელში, კარგი საკვებით. ეს ალბათ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სიტუაციაა.
სამედიცინო უკუჩვენებები: ყელი თქვენი სუსტი წერტილია, ასევე ენდოკრინული სისტემა, ფილტვები.
როცა მთვარე იმყოფება კუროს ნიშანში ყელი ძალიან იტვირთება, ადამიანს დიდი მგრძნობელობა უჩნდება საკვები პროდუქტების მიმართ, ამიტომ, საკვების ხარისხი კარგად უნდა იყოს შერჩეული. კარგი საკვები და დიეტა!
ასევე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, არ უნდა იმოქმედოთ ენდოკრინულ სისტემაზე და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე.
ავტ: Павел Глоба

მეძღვნება მე და demna_ -ს ^_^
You’re dining with a psychopathic murderer.