ახალი გასართობი მოვიფიქრე ჩემთვის უახლოეს 30 დღეზე. მოკლედ ყოველ დღე დავწერ მთვარის იმ დღის შესახებ რომელი დღეს იქნება, ანუ დღეს მაგალითად მთვარის 23-ე დღეა, ამიტომ ლოგიკურია დავიწყო 23-ე დღიდან და არა პირველიდან.
პატარა წინასიტყვაობას გავაკეთებ მთვარის დღეების და ზოგადად მთვარის კალენდრის შესახებ, მთვარის კალენდარი უფრო ძველია ვიდრე მზის ანუ ის რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, ძველად მთვარის კალენდრით ხელმძღვანელობდნენ, შესაბამისად იყო მთვარის დღეები ანუ მთვარის ამოსვლიდან შემდეგი მთვარის ამოსვლამდე, მთვარის თვეები რომელიც იწყება ახალმთვარეობიდან, ანუ ყოველი ახალმთვარეობა არის მთვარის თვი პირველი დღე, მთვარის თვე შეიძლება იყოს 29 ან 30 დღიანი და შესაბამისად იყო მთვარის წელიც
მთვარის კალენდარში თითოეულ დღეს 30-დან თავისი დატვირთვა და დანიშნულება აქვს და თუ ადამიანები უფრო მეტად გაითვალისწინებენ ამ ყოველივეს მათი ცხოვრება არ შეიცვლება რა თქმა უნდა, მაგრამ საგრძნობლად გამარტივდება

რადგან მთვარის ყოველი დღე დაკავშირებულია კონკრეტულ მინერალთან, ციფრთან, ორგანოსთან, პლანეტასთან, ნიშანთან, ასპექტთანაც კი და ა.შ. უფრო დაწვრილებით მთვარის დღეებისა და მათი დანიშნულების შესახებ უახლოესი 30 დღის განმავლობაში შეიტყობთ
მოკლედ დავიწყებ მთვარის იმ დღიდან რომელიც ახლაა ანუ მთვარის 23-ე დღე
სიმბოლო: ნიანგი, კუ
მინერალები: ტოპაზი, შავი ნეფრიტი
ორგანო: სასქესო ორგანოები
23-ე დღე ორგანიზმისთვის ცვლილებების დღეა, ეს ხდება ინერციით, რადგან თვის წინა დღეებიდან მან მიიღო საკმარისი. ადამიანს ექნება განცდა რომ ეს ცვლილებები მისი ნების გარეშე მიმდინარეობს, მითუმეტეს რომ ეს ცვლილებები ისეთ სფეროებს ეხება რომელშიც ცვლილებები დანაკარგებთან ასოცირდება. ამ დღეს შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს სურვილი რომ ეს ცვლილებები შეაჩეროს და ყველაფერი ძველ ჩარჩოებში მოაქციოს, ამის გამო შეიძლება ეს დღე მისთვის რთულ დღედ იქცეს. უფრო იოლი იქნება თუ ფიზიკურ საგნებს, მოვლენებს და ცვლილებებს უფრო ინდეფერენტულად მოეკიდებით ამ დღეს და გვერდზე გადგებით. ადამიანებთან ურთიერთობა არანაირ შედეგს არ მოიტანს, ამ დღეს სექსი კი დიდ ფიზიკურ და ემოციურ გამოფიტვამდე მიგიყვანთ. სამაგიეროდ ფანტასტიკური დღეა იმისთვის, რომ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარისგან გათავისუფლდეთ. ეს შეიძლება ორგანიზმის გაწმენდა, ან სახლში გენერალური დალაგება იყოს, ძველი ნივთების გადაყრით დასრულებული

.
ამ დღეს საქმეები არ გამოგივათ, შეიძლება არასრულფასოვნების შეგრძნებაც კი გაგიჩნდეთ. ამ დღეს შესაძლოა ფიზიკური ენერგიის დანაკლისი განიცადოთ, მაგრამ ის იდეალურია აზროვნებისა და გონებრივი მუშაობისთვის, საგნების ახლებურად დანახვისთვის. თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი წინა ფაზებში "სწორად იქცეოდა". ეს არის პერიოდი როდესაც აქტიური მოქმედებებიდან ადამიანი პასიურ დასვენების ფაზაში ინაცვლებს.
შესაძლოა ამ დღეს წყურვილისა და შიმშილის განსაკუთრებულად ძლიერი გრძნობა დაგეუფლოთ. შეხვედრები წარუმატებელია, სექსი გამომფიტავი, კამათი სავალალო, ამ დღეს ჯობს სახლში დარჩეთ, ან მინიმუმ პასიურ რეჟიმში გადახვიდეთ და უფრო მეტი დრო თქვენს შიგნით არსებულ ემოციებსა და ცოდნას დაუთმოთ.
23-ე დღე ცუდია ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია მგზავრობისთვის გრძელ გზაზე. ეს არის აღორძინების, თავშეკავების, სიფრთხილისა და ამავდროულად აკურატულობის პერიოდი, როდესაც ადამიანს ეძლევა შანსი მიიღო ძალა და შესაძლებლობა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.
ამ დღეს კარგია მიიღოთ რძის პროდუქტი და თხილი, ერიდეთ ხორცს. ამ დღეს სუსტია იმუნიტეტი და ასევე ეს დღე ხელსაყრელია ხანგრძლივი დაავადებების დაწყებისთვის. კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურები, მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მაგალითად მსუბუქი მასაჟი, ასევე ამ დღეს მათ ვისაც ვენერიული პრობლემები აქვს ისინი უფრო გამწვავდება და თავს შეახსენებს.
სიზმრები რომლებსაც ადამიანები ამ ფაზაში ხედავენ აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა რასაც ისინი ნიშნავს სინამდვილეში.
23-ე მთვარის დღეს იბადებიან "გამტანი" ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლებლობით აღწევენ დასახულ მიზანს და წარმატებულები არიან. მთავარია მიზანი იყოს პოზიტიური
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.