folkman15?

ჰო სწორად გიწერია თარიღი? 16 გამოვიდა ჩემთან, უკვე ვთარგმნე
folkmanმთვარის 16-ე დღე
სიმბოლო: ბეღურა, პეპელა
მინერალი: ზურმუხტი, მარგალიტი
ორგანო: ნაღვლისბუშტი
მთვარის 16-ე დღე ადამიანს შინაგანი და გარე სამყაროს ჰარმონიის დემონსტრირებას ახდენს. ადამიანს ისღა დარჩენია რომ ეს ჰარმონია შეინარჩუნოს. ეს პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატებოდეს რომ უკიდურესობებში არ გადავარდეთ. მაგალითად ამ დღეს არ შეიძლება შიმშილობა, მაგრამ არც გაძღომა. ამ დღეს კარგია ისეთი ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც წონასწორობისთვის დაცვისთვისაა კარგი.
ეს დღე კარგია ყველაფრისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, ანგარიშების მომზადებისთვის თუ რაიმეს დაგეგმისთვის. ამ დღის დადებითი ზემოქმედება ყველა საქმეში დაეხმარება ადამიანს რომ წამოწყება კარგად და შედეგიანად დასრულდეს. ამ დღეს კარგი წყალთან მეტი კონტაქტი, მაგალითად აბაზანის მიღება, მაქსიმალურად თავშეკავება კონფლიქტებისგან, ხმამაღალი საუბარიც კი დაუშვებელია. მიუხედავად ამ დღის პოზიტიურობისა ის საქმიან ურთიერთობებში იმდენად ძლიერი არ არის როგორ პირად ურთიერთობებში, ამიტომ ჯობია ეს დღე პირად ცხოვრებას უფრო მეტად დაუთმოთ და საქმიან ურთიერთობებში ზედმეტი ძალისხმევა არც კი დახარჯოთ, ეს უაზრობა იქნება. თუმცა ამ დღეს მამაკაცებისთვის განსაკუთრებით სექსი არ არის რეკომენდირებული.
ამ დღეს უმჯობესია ადვილად მოსანელებელი საკვები მიიღოთ რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემა შედარებით სუსტია და შესაძლოა გაუჭირდეს ისეთი საკვების მონელება როგორიცაა ხორცი ან სოკო.
მთვარის 16-ე დღეს ადამიანის სისხლი ახლდება და ამ დღეს განსაკუთრებით რთულად დედდება, ამიტომ უმჯობესია ეს დღე ქირურგიული ჩარევების გარეშე თუ ჩაივლის. ამ დღის ყველაზე სუსტი წერტილი ნაღვლისბუშტია.
ამ დღეს სიზმარი ადამიანს ფიზიკურ დონეზეც კი ეხმარება, ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში და ჯანმრთელს ენერგიის აღდგენაში.
ადამიანები რომლებიც მთვარის 16-ე დღეს არიან დაბადებულები სუფთა გულით და ბუნებისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. სიცოცხლის მანძილზე ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ და ამიტომაც დამსახურებული პატივისცემითაც სარგებლობენ.
სავსემთვარეობა
სავსემთვარეობას მთვარის და მზის გრავიტაციის შესუსტება ახლავს თან რის გამოც ოკეანეების მიქცევები და მქოცევები შემცირებულია სხვა დღეებთან შედარებით, ასევე შტორმები, ქარბუქები და წყალდიდობები, როგორც წესი არ ხდება ან იშვიათია. ამ დღეს აქტიურდება ფემინური ენერგია და მასკულინური პირიქით სუსტდება, ამიტომ კაცებს ამ დღეს ფიზიკური დატვირთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.
ასევე მათთვის ვინც მცენარეული მედიცინიტაა გატაცებული არ ურჩევენ ამ დღეს დაკრეფილი მცენარეების ან მათი ნახარსების მიღებას, რადგან მათ ან არ ექნებათ შედეგი ან შესაძლოა მომწამლავი ეფექტიც კი ქონდეთ.
ამ დღეს ტავს არიდებენ ქირურგიულ ჩარევებს რადგან სისხლის შედედების უნარი ძალიან შესუსტებულია.