აუ

მევასები იმტიომ რომ ეს იკითხე

მადლობა
მოკლედ ძველად როდესაც მთვარის კალენდარს აქტიურად გამოიყენებდნენ სწამდათ რომ ყოველ დღეს თავისი სიმბოლო და მინერალი ქონდა, შესაბამისად ამ დღეს დაბადებული ადამიანები ამ სიმბოლოებს ატარებდნენ როგორც თილისმას, ასევე გამოიყენება მედიტაციისას და ზოგადად წარმატების მომტანია ამ ადამიანისთვის, რაც შეეხება ორგანოებს ის წარმოადგენს სუსტ წერტილს
მთვარის 4-ე დღე
სიმბოლო: ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხე
მინერალები: მწვანე ნეფრიტი და სარდონიქსი
ორგანო: ხორხი
დუალიზმის დღეა, ადამიანმა შეიძლება თავი არაკომფორტულადაც კი იგრძნოს. უნდა გახსოვდეთ რომ ამ დღეს სამყარო გიბრუნებთ თქვენი ქმედებების შედეგებს, ეს ბუმერანგის დაბრუნების დღეა, ამიტომ მზად იყავით. ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ "ნიშნებს" "მინიშნებებს" რომლებსაც სამყარო გიგზავნით, რადგან ეს ზუსტად გიჩვენებთ სწორი გზა და საშულებები აირჩიეთ თუ არა მიზნის მისაღწევად. ზოგადად დღე ნეიტრალური, საქმიან ურთიერთობებში ამ დღეს არ გირჩევთ გუნდური სამუშაოების შესასრულებლად, პირად ურთიერთობებს რაც შეეხება ასევე ნეიტრალურია მაგრამ უმჯობესია კონტაქტები შეზღუდოთ. თუ ეს დღე კარგადაა დაგეგმილი, მაშინ ნეგატიური არ იქნება.
ამ დღეს შესაძლოა იპოვნოთ დიდი ხნის დაკარგული ნივთი რომელსაც აღარც კი ეძებდით. ეს დღე უმჯობესია ბუნებაში გაატაროთ მარტომ, ან ოჯახურ წრეში. ასევე დღე კარგია მებაღეობისთვის, ქსოვისთვის და ზოგადად ხელსაქმისთვის.
ამ დღეს არ გაემგზავროთ სამოგზაუროთ, არ მოწყვიტოთ ყვავილი და არ მოჭრათ ხე. აი გაყიდვეისთვის კი ეს დღე მისწრებაა, ასევე კარგია ხმასთან სამუშაოთ, სიმრერისთვის, ორატორობისთვის, ასევე ლოცვისთვის და მიცვალებულების მოხსენიებისთვის.
ძველად ეს დღე საგალობლების შესრულებას ეთმობოდა. ეს დღე კარგია ნატესავებტან ურთიერთობისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის და მეხსიერების სავარჯიშოდ. შეგიძლიათ ამ დრეს კონცენტრაცია მოახდინოთ ყველაზე პირველზე რაც გახსოვთ ბავშვობიდან და დამერწმუნეთ უფრო მეტის გახსენებას შეძლებთ ვიდრე სხვა დროს. შესაძლოა ისეთი რამ გაიხსენოთ რაც შეუძლებელია რომ გახსოვდეთ, მაგრამ სიმართლეს შეესაბამება.
ეს დღე კარგია ფიტოპრეპარატების დამზადებისთვის, მცენარეების დაკრეფვისთვის (უშუალოდ წამლისთვის) და ნაყენების გაკეთებისთვის.
მათ ვისაც ცრურწმენების სწამს თუ სიზმარში ნახეთ თმები ან ძაფები იმ საქმეზე რაც ჩაფიქრებული გაქვთ ჯობია უარი თქვათ. ამ დღეს ასევე ცუდის არათუ წარმოთქმა გაფიქრებაც კი არ შეიძლება, რადგან ამ დღეს სიტყვები და ფიქრები განსაკუტრებულ ენერგიას ფლობენ და ადვილია რომ განხორციელდეს. ხშირად ამ დღეს ადამიანები მშობლებს ნახულობენ სიზმარში, თუ ასე მოხდა ეს ნიშნავს რომ თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ პრობლემები რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაჭრათ.
ამ დღეს შეძენილი დაავადებები რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი სუსტია ყელის და ხორხის არე.
ამ დღეს დაბადებული ადამიანების არც სხვებს ესმით ბოლომდე და არც თავად მათ ესმით ხშირად საკუთარი თავის. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ გამოიცნონ ის რაც მათში იმალება და თუ აღწევენ ამას, მაშინ საოცარ პიროვნებებად ყალიბდებიან ან გარდაიქმნებიან.
davita32მთვარის 12-ე დღე
სიმბოლო: გრაალი
მინერალი: ნარინჯი, ვარდისფერი მარგალიტი
ორგანო: გული
ეს დღე როგორც წესი მშვიდია, ადამიანმა ამ დღეს უნდა შეეცადოს რომ გააცნობიეროს და შეიგრძნოს კავშირი მასსა და სამყაროს შორის. ეს დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, საჭიროა ყური მიუგდოს საკუთარ შეგრძნებებს ისე რომ არ გაანალიზოს ისინი. თუ მოინდომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ ამ დღეს შესაძლებელია სამყაროსთან დაამყაროთ კონტაქტი, რომელიც აუცილებლად გიპასუხებთ. მორწმუნეებს ურჩევენ ამ დღეს ილოცონ და თუ ისინი გულწრფელები იქნებიან მათი თხოვნები შესმენილი იქნება,
ამ დღეს ადამიანს შესაძლოა ხედვები ქონდეს. ამ დღის სირთულე იმაშია რომ ქვედა დონის სიბრძენმ რომელიც თქვენშია უნდა ზემოთ ამოიწიოს და ეგოიზმი დაძლიოს. ამ დღეს განსაკუთრებით შემწყნარებელი და მიმტევებელი უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამუდამოდ დაემშვიდობოთ ამას სხვების მხრიდან. შეეცადეთ ამ დღეს საჩუქარი გაუკეთთ ახლობლებს, დაეხმაროთ გაჭირვებულებს და არ მოგერიდოთ სიკეთის კეთება, დაძლიეთ ეგოიზმი და პატივმოყვრეობა.
ეს დღე არ არის ხელსაყრელი ვაჭრობისთვის და ყველაფრისთვის რაც მატერიალურს უკავშირდება, ასვე ნეგატიურია აზარტული თამასებისთვის, სამაგიეროდ კარგია ქორწინებისთვის.
ამ დრეს ერიდეთ მძიმე საკვების მიღებას, სამაგიეროდ მიიღეთ ბევრი წყალი და ნატურალური წვენები. ნებისმიერი წვენი შეგიძლიათ ამ დღეს მიიღოთ ვაშლის წვენის გარდა, რადგან ის სიმდიდრის სიმბოლოა. ამ დღეს კარგია ნებისმიერი სახის სითხის მიღება რადგან გაუწყლოვების საშიშროება მატულობს.
ეს დღე კარგია სასუნთქი სისტემისა და გულსისხლძარღვთა სისტემის გაწმენდისა და სამკურნალოდ.
ამ დღეს სიზმრები როგორც წესი შთამბეჭდავია თუმცა არანაირი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვთ და არც ხდება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან კეთილები და გულისხმიერები არიან, თუმცა ცხოვრებამ მათ შესაძლოა არაერთი უსიამოვნება დაახვედროს. თუ ისინი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, მათ ექნებათ მუდამ იმის ძალა, რომ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ და ნებისმიერი წინააღმდეგობა დაძლიონ. ისინი ყველაფერს გაუმკლავდებიან
This post has been edited by HAG on 24 Aug 2011, 23:50