მართალი ხარ
davita32საათიც მინდა
letodiniusiმთვარის 23-ე დღეdiaz_niasamidzeმთვარის 28-ე დღე
სიმბოლო: ლოტოსი
მინერალი: ამეთვისტო, აქვამარინი
მთვარის 28-ე დღე კარგია მიწათმოქმედებისთვის. ეს დღე კარგია ვაჭრობისთვის, საჩუქრების ჩუქეისთვისაც და მირებისთვისაც. ამ დღეს რითაც არ უნდა დაკავდეთ წარმატებით დაასრულებთ. კარგი განწყობა უნდა შეინარცუნოთ, პოზიტიურზე იფიქროთ და ნაკლები იკითხოთ ამ დღეს იმიტომ რომ თვალები ადვილად გადაგეღლებათ.
ამ დღეს დაწყებული დაავადებები მძიმედ ვიტარდება, განსაკუტრებით მოხუცებში. სუსტი წეტილია თავი და არტერიული წნევა. ამ დღეს კარგია თუ მცენარეულ საკვებს მიიღებთ და ნატურალურ წვენებს.
ამ დღეს ადამიანმა სიზმარში შესაძლოა ნახოს ვინ იყო წინა ცხოვრებაში. თუმცა ამ დღეს დასიზმრებული სიზმარი მხოლოდ გაფრთხილებაა და აბსოლუტურად ადამიანზეა დამოკიდებული აუხდება ის თუ არა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან რომ შეუძლებელია იმის თქმა რა თვისებები შეიძლება აერთიანებდეთ მათ.
------------------------------------------
Tropicalმთვარის 11-ე დღე
სიმბოლო: ლაბირინთი, გვირგვინი, ცეცხლოვანი მახვილი
მინერალი: სერდოლიკი და სელენიტი (მთვარის ქვის ნაირსახეობა)
ორგანო: ხერხემალი
ეს დღე იმდენად ძლიერი ენეგეტიკის მატარებელია რომ თუ ადამიანი ნათლა ვერ ხედავს მიზანს ამ დღეს ეს მთელს მის ცხოვრებაზე აისახება. ამ დღეს ადამიანი ისე იქცევა როგორც არ სჩვევია. მოულოდნელ და წინდაუხედავ ნაბიჯებს დგამს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. შესაძლოა უცაბედად გაუნათდეს გონება და საკუთარი არსის მნიშვნელობა შეიცნოს ამ ცხოვრებაში და ასევე უცაბედად იგრძნოს ფიზიკური ენერგიის მოზღვავება. ეს დღე კარგია მკითხაობისთვის.
ამ დღეზე ვერ ვიტყოდი რომ დადებითია, ახალი საქმის წამოწყება არ ღირს, არც ძველი პრობლემების მოგვარება, თუმცა დასრულება ყველანაირი საქმის წარმატებით ჩაივლის.
ასევე ამ დღეს არ არის რეკომენდირებული დაწყებული საქმეეის მიტოვება, აუცილებელია მათი დასრულება. ასევე ამ დღეს იზრდება ტრავმების მიღების რისკი. ამ დღეს ადამიანი პურის საჭრელ დანასთანაც კი ფრთხილად უნდა იყოს.
ამ დღეს ქალებისთვის შეძენილი ავადმყოფობები განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით არის მოულოდნელობებით აღსავსე დღე, შესაძლოა მკურნალობა უშედეგო იყოს და მოულოდნელად სასწაულებრივად გამოჯნამრთელდეს ადამიანი, განსაკუთრებით თუ დაავადება ეხება ხერხემალს.
ამ დღეს დასიზმრებულ სიზმრებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან მათ არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები, ისეთივე მოულოდნელობებით არსავსენი არიან როგორიც ეს დღეა, მათ ბევრი სხვადასხვა ტალანტი აქვთ უმეტესობა თანდაყოლილი, თუმცა ასევე აქვთ უნარი მიიზიდონ კატასტროფები და ხიფათები.
This post has been edited by HAG on 25 Aug 2011, 10:21