ასცენდენტი თევზებში
სამხრეთის ზღვის თბილ ტალღებში დაცურავს ოდნავ გამჭვირვალე მედუზა

დამუშავების შედეგად, ასცენდენტი თევზები მის მფლობელს ანიჭებს შინაგან სიბრძნეს და ცხოვრების ნამდვილ გაგებას, უყალიბებს ბოროტების წინააღმდეგ საკუთარ პრინციპებს. როდესაც თევზები ასცენდენტი იღებს სამყაროს ისეთს როგორიცაა,მიუკერძოებელი ყურადღება და ხედვა ყალიბდება. განვითარების დაბალ დონეზე პიროვნება მარტივად უყურებს სამყაროსეულ მოვლენებს, ცდილობს მიიღოს თანაგრძნობა ყველასგან.
I სახლად თევზების მდებარეობა ადამიანს ანიჭებს მგრძნობელობას, სხვისი გრძნობების,ემოციების და ტკივილის გაგების უნარს.თავდაცვის ფუნქცია შესაძლოა იყოს ტყუილი, სულაც თავის მოტყუება-"თავად სჯერა საკუთარი ტყუილის". ემოციური ფრქვევის დროს რთულია განასხვავო მათში რა არის იდუმალი და რა ტყუილი. თუ არ არსებობს რამე კონფლიქტური ფაქტორი I სახლთან, როგორც წესი,ეს ადამიანები არიან გულთბილები, აღქმა "რბილი" აქვთ და როგორც წესი,თავს არიდებენ ცხელ წერტილებს (კონფლიქტურ სიტუაციებს) და ცდილობენ მათი სამყაროდან და საკუთარი თავიდანაც განდევნონ. მგრძნობიარეები არიან გარე სტიმულების მიმართ.ზოგჯერ არ შესწევთ ძალა,მაგრამ სურთ სხვებს დაეხმარნონ. ისინი გარშემომყოფების თვალში ხშირად ჩანან რეალურ სამყაროს მოწყვეტილად.თუმცა ეს ვარაუდი არცთუ უსაფუძვლოა. ასცენდენტ თევზებს ახასიათებს პოეზიაში,მუსიკაში,ემოციურ,ილუზორულ სამყაროში "ჩაძირვა".
აუცილებელია, ასცენდენტ თევზიანმა შინაგანი და გარეგანი მთლიანობის პრინციპით იმოქმედოს, ყურადღება გადაიტანოს I რიგში სიტუაციებზე, ფაქტებზე, სიზუსტეზე, მიმართოს მედიტაციას და ეცადოს შეცვალოს და დააკავშიროს ერთმანეთთან შინაგანი და გარეგანი სამყარო. მათ არამხოლოდ საკუთარი ოჯახი,ნათესავები,ეროვნება და რასა უნდა უყვარდეთ,არამედ მთელი სამყარო
ნახეთ,დატკბით....
http://astroviolet.com.ua/asc.html http://www.aquarun.ru/astr/pznak/default.htm (ასც+მზის ნიშანი)
http://oculus.ru/stat.php?id=349&gl=1http://www.astromeridian.ru/art_nat_015.php