ქალის იდეალი მამაკაცის ჰოროსკოპში (მამაკაცის ვენერა) მამაკაცები იყოფიან 2 ტიპად:
1 -ლი ძალიან დაინტერესებული ქალებით - ვენერა ვერძის, კუროს, ქალწულის,სასწორის , მორიელის და თევზების ნიშნებში.
თავის მხრივ ეს იყოფა ორ ქვეკატეგორიად
ა) კონსტრუქციული მექალთანე - ვენერა კურო,სასწორში და თევზებში
ბ) დესტრუქციული მექალთანე - ვერძი,ქალწული და მორიელი ვენერა
2-ე ტიპის ვენერის (ვენერების) მქონე მამაკაცები არ არიან გულგრილი ქალების მიმართ მაგრამ აქვთ შედარებით მშვიდი დამოკიდებულება -ტყუპები, კირჩხიბი, ლომი , მშვილდოსანი თხის რქა , მერწყული ვენერა.
კონსტრუქციულ მექალთანეებს - უყვართ ქალები, ზრუნავენ მათზე , ქალები ამ მამაკაცებთან თავს გრძნობენ კარგად. შეიძლება ჰყავდეთ ცოლიც და საყვარელიც ( ძედა რა კარგები არიან ნუუ ...

)
დესტრუქციულ მექალთანეებს - უყვართ ქალები მაგრამ არაფერი კარგი არ მოაქვთ მათთვის , უნგრევენ ცხოვრებას და მომავალს , მათ "საბედისწერო მამაკაცებს" უწოდებენ .
2-ე ტიპები უბრალოდ არ არიან გულგრილი , მათ უწოდებენ ნეიტრალურს - მათ არც კარგი არც ცუდი ქალის ცხოვრებაში არ მოაქვთ.
მამაკაცს ვენერით ვერძში მოსწონს აქტიური ქალები , მებრძოლი და ლიდერის თვისებებით, ის არ იქნება წინააღმდეგი თუ სასიყვარულო ურთიერთობებში ქალი ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებს. ამ მამაკაცს უყვარს და დაინტერესებულია ქალებით , მიდრეკილია ღალატისკენ , დესტრუქციული მექალთანე - "საბედისწერო მამაკაცი" მალე აინთება და მალევე ცივდება , ის ჰგავს მონადირეს , დამპყრობელს , ამიტომ ამ მამაკაცთან სიფრთხილეა საჭირო და "კატა- თაგვობანას" თამაში . მაგრამ "თაგვი " უნდა იყოს თავად ეს მამაკაცი და არა ქალი .
მამაკაცს ვენერით კუროში ხიბლავს მგრძნობიარე ქალები , ვისაც შეუძლიათ შექმნან კომფორტი. ეს მამაკაცი აფასებს ქალის ფიგურას და დიდ ყურადღებას აქცევს მის გარეგნობას. ის განეკუთვნება "კონსტრუქციულ" მექალთანეს , ეს მამაკაცი ქალს "ხელის გულზე ატარებს" , მიართმევს ყვავილებს, საჩუქრებს , მაგრამ მასე ეყვარება სხვა ქალებიც . მამაკაცი ვენერით კუროში კარგი მეოჯახეა , ამ მამაკაცისთვის სიყვარული საკუთარი თავის გამოხატვის ერთერთი საშუალებაა, მას ყოველთვის ექნება ფული და შესაძლებლობა, ნებისმიერი ქალი მის გვერდზე თავს კომფორტულად იგრძნობს.
მამაკაცი ვენერით ტყუპებში "სიტყვით გიგანტი , საქმით პატარა" - ბევრს საუბრობს სიყვარულზე , მაგრამ მისი სიტყვების უკან არაფერია, იშვიათად რომ სიტყვები საქმით განამტკიცონ, ქალებს აღიქვამენ მშვიდად - არ შეაქვთ ქალის ცხოვრებაში არც პოზიტიური და არც ნეგატიური . ქალის იდეალი მათთვის - მეგობრული, მსუბუქი ხასიათის , საინტერესო თანამოსაუბრე , მეგობარი რომელთანაც სასიამოვნოა მგზავრობა, მოგზაურობა , ხშირად უყვარდება თანაკლასელები , მას ღლის ქალების ლაქლაქი მაგრამ თავად ძალიან უყვართ ბევრი ლაპარაკი.
მამაკაცი ვენერით კირჩხიბში ეძებს მეოჯახე ქალს , მშვიდი ხასიათით, რომელსაც შეუძლია ოჯახური ტრადიციებისთვის ფუძის ჩაყრა და განვითარება , მოსწონს ისეთი ქალები რომელსაც უყვარს და პატივს სცემს მშობლებს , ეს მამაკაცი ძალიან აფასებს ქალში მეოჯახის და დედის თვისებებს, საყვარელ ადამიანში დაიწყებს დედამისის ხასიათის შტრიხების ძებნას , ქალების მიმართ აქვს მშვიდი დამოკიდებულება.
მამაკაცი ვენერით ლომში განიცდის ვნებას ელიტარული ქალების მიმართ , რომლებიც საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ. ამ მამაკაცს მოსწონს თვალში საცემი, კურტიზანის ტიპის ქალები . მას სურს იამაყოს თავისი რჩეულით ,ის ეცდება გამოჩნდეს საყვარელ ქალთან ერთად საზოგადოებაში და წვეულებებზე, მაგრამ ქალების მიმართ აქვთ მშვიდი განწყობა . ქალი მისთვის არის მხოლოდ საშუალება , რათა საკუთარი თავის და კარგი გემოვნების დემონსტრირება მოახდინოს . ასეთი ვენერის მქონე მამაკაცის მეწყვილე არ უნდა იჯდეს სახლში, ქალმა უნდა იაროს მასთან ერთად რესტორნებში, თეატრში , კლუბებში, კონცერტებზე ან მოაწყოს თეატრალური წარმოდგენები სახლში და მოიწვიოს სტუმრები . გარდა ამისა მამაკაცი დაინტერესებული იქნება რომ მისი საყვარელი ქალი დაკავებული იყოს სპორტით და მოახდინოს შემოქმედებითი თვითრეალიზება.
მამაკაც ვენერით ქალწულში მოსწონს მშვიდი, წყნარი და შრომისმოყვარე ქალები, რომლებიც ყველაფერს მოითმენენ (

) კარგი იქნება თუ ის იქნება ეკონომიური, სისუფთავის და წესრიგის მოყვარე. ამ მამაკაცს არ მოეწონება სახლში "ჩამჯდარი" ქალი , ის აარ იქნება წინააღმდეგი თუ ქალი იქნება კარგი სპეციალისტი თავის პროფესიაში. მაგრამ ის დაინტერესებული იქნება სხვა ქალებითაც, შეიძლება ჰქონდეთ "რომანები" სამსახურში. ოჯახში ის ყოველთვის კაპრიზული იქნება და მეწვრილმანე , ამ მამაკაცტან ქალს ყოველთვის ექნება დისკომფორტი - ეს "დესტრუქციული" მექალთანეა, "საბედისწერო მამაკაცი" იდეალის პოვნის შემთხვევაშიც კი ამ მამაკაცთან თანაცხოვრება ქალისთვის უბედური იქნება.
მამაკაცს ვენერით სასწორში ლამაზი ქალები უყვარდება. სიყვარულთან აქვს მსუბუქი დამოკიდებულება. ამ მამაკაცს აქვს ბევრი მაგრამ ხანმოკლე რომანი. ის კარგად გაწაფულია სასიყვარულო ურთიერთობებში და შეუძლია თავი მოაწონოს არაერთ ქალს . ამიტომ მისგან ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ (თახსირ

) მაგრამ მიხუედავად მისი ქარაფშუტა დამოკიდებულებისა , ქალი მასთან თავს კომფორტულად იგრძნობს. ის მიეკუთვნება "კონსტრუქციულ" მექალთანეებს
მამაკაცი ვენერით მორიელში ძალიან სახიფათოა , ეს საბედისწერო სიყვარულია, მამაკაცი ვენერით მორიელში ვნებიანი საყვარელია , თავს უფლებას აძლევს ჰქონდეს ურთიერთობა სხვა ქალებთანაც. ამ მამაკაცებს იზიდავს "საბედისწერო ქალები" , ალქაჯის, ჯადოქრის ტიპის. მას ასევე იზიდავს ძალიან გარყვნილი ქალები , გადახრებით, ის სიყვარულში და სექსში მუდმივად დაუწყებს ძებნას ახალ შეგრძნებებს, საყვარელი ქალი მის გვერდზე ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად და მშვიდად . ის "დესტრუქციული" მექალთანეა.
მამაკაცს ვენერით მშვილდოსანში მოსწონს აქტიური ქალები. რომელთანაც შეუძლია იაროს ტურისტულ ლაშქრობებში, იმოგზაუროს და ვისთან ერთად ექნება დაკავებული თანამედროვე გასართობებით. (

) შეყვარებული ჰყავს როგორც ამხანაგი , ის არ იქნება წინააღმდეგი თუ საყვარელი ქალი ისწავლის , გაიფართოვებს თვალსაწიერს, შეისწავლის უცხო ენებს , ფილოსოსფიას და სხვა ქვეყნების კულტურას. დაკავებული იქნება სამეცნიერო მოღვაწეობით, იქნება რელიგიური. ქალების მიმართ აქვს ინდიფერენტული დამოკიდებულება.
მამაკაცი ვენერით თხის რქაში - რეკორდსმენია სასიყვარულო თამაშებში, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდხანს დააკვირდება ქალს რომელის მიმართაც გაუჩნდება ინტერესი . ამ მამაკაცს მოსწონს სერიოზული , მკაცრი და კარიერისტი ქალები. მაგრამ მიუხედავად ამისა ქალების მიმართ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება , გრძნობების გამოხატვაში თავშეკავებულია , ცივი და ჩაკეტილი.
მამაკაცს ვენერით მერწყულში მოსწონს მეგობრული , ასტროლოგიით დაინტერესებული (

) თავისუფლად მოსაუბრე ქალები , მისი საყვარელი ქალი უნდა იყოს ორიგინალური საქციელით , ჩაცმულობით ან რაიმე სხვა საკითხში. მამაკაცს ვენერით მერწყულში ქალმა უნდა მისცეს ასპროცენიანი თავისუფლება, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობები და მის სამეგობროში მაკააების გარდა არიან ქალებიც . მაგრამ მისი ურთიერობა "მეგობარ ქალებთან" არ გასცდება მეგობრობის ფარგლებს , ეჭვიანობა უსაფუძვლო იქნება . ქალების მიმართ აქვს მშვიდი დამოკიდებულება.
მამაკაცს ვენერით თევზებში მოსწონთ სენტიმენტალური , თანაგრძნობის უნარის მქონე, "არა ამქვეყნიური" შემოქმედებითი , ფსიქოლოგიით და ოკულტური მეცნიერებებით დაინტერესებული ქალები. ამ მამაკაცს შეუძლია შეიყვაროს ფიზიკური ნაკლის მქონე, ინვალიდი ,ან ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება მზრუნველობა . მაგრამ ეს მამაკაცი ყველაზე მოსიყვარულეა ( любвеобильный ) , ის მზადაა თავისი სიყვარული გაუნაწილოს ყველას ვინც ამას საჭიროებს ( შიხარული და შაყვარელი

) , ისე განეკუთვნება "კონსტრუქციულ" მექალთანეებს
.
* * *
ვისთანაც შეხება მქონია :
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...