ასპექტი:შეერთებავენერა პლუტონიჩემს დიაზიკოს პოსვიშაეწსა

პლუტონის ხელმა წარმართოს გულისთქმანი შენნი
ვენერა პლუტონის შეერთება ძლიერ ვნებებს და ემოციებს სძენს ადამიანის გატაცებებსა და გრძნობებს. ნებისმიერი შემოქმედებითი ნიჭი მკვეთრ დრამატულ შეფერილობას იღებს. რომანტიული სიყვარული მრავალი პარტნიორის ცვლის და ცხოვრებისეული კრიზისების პირმშოა. ძალიან ძლიერი მაგნიტიზმი. ისინი ღრმა და ძლიერ გრძნობებს იწვევენ ადამიანებში,განსაკურებით რომანტიულ პარტნიორებში.
Het Monster:
ღრმა ემოციები. თუ ეს მაღალგანვითარებული პიროვნებაა(ჰარმონიული ჰოროსკოპი),მისი სიყვარული მხსნელი და განმაახლებელია. არც ისე იშვიათად მკვეთარად გამოხატული ტალანტი ხელოვნების რომელიმე სფეროში.
ცუდი საერთო ჰოროსკოპის შემთხვევაში,სექსუალური თავაშვებულობა.
Катрин Обье:
ამ შემთხვევაში სიყვარული არ კმაყოფილდება დადგენილი წესებით და ცდილობს თავისი ფორმები იპოვოს. უფრო მაღალ დონეზე,მოიცილოს და განთავისუფლდეს ყველაფერი ხელოვნურისგან. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი,სასიყვარულო ურთიერთობებში აბსოლუტურ გულწრფელობას მოითხოვს და ამიტომ ძალებს არ ზოგავს,რომ ამოხსნას მისთვის საინტერესო ადამიანი,შეაღწიოს მის საიდუმლოებებში. ძალიან სექსუალურია,უმეტესად ამოუხსნელად,მისთვის დამახასიათებელია იდუმალი მიმზიდველობა.
А. Подводный:
პლუტონის შეერთება:
"ადამიანის დევნისას,ბედისწერა მიზნად არ ისახავს,მას დაეწიოს".პლუტონთან შეერთებისას,პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში,ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი,ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით,როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით,არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.
დაბალ დონეზე,ადამიანს ეჩვენება,რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში,მას ელის უსიამოვნო შედეგები. ჰარმონიული პლანეტის ან მთლიანობაში რუკის არსებობისას,ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე,არამედ მის ახლობლებზე.
პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება,რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად "სუფთად". ცხოვრების სფეროში,სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება,ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას.
დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით,რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი,ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.
მაღალ დონეზე,პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში,სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში,რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი,უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.
ვენერა პლუტონის შეერთებისთვის დამახასიათებელია ძალიან ღრმა ემოციურობა,განსაკუთრებით როდესაც საქმე სიყვარულსა და მიჯაჭვულობას ეხება. მათი საოცრად მაგნიტური პიროვნული შარმი ადამიანებში ძლიერ გრძნობებს აღვიძებს. ისინი ხშირად ტოვებენ დამაინტირგებელი და შემტევი ნატურის შთაბეჭდილებას. და ეს ყველაფერი იქამდე,სანამ საერთოდ პირს გააღებენ.
მათი სიყვარულისთვის დამახასიათებელია ძლიერი მესაკუთრული ინტინქტები,აკვიატებული იდეები და შეპყრობილი მდგომარეობა,რასაც საფუძვლად უდევს უარყოფის,დაკარგვისა და ღალატის ძლიერი შიში. მათი გრძნოებები ექსტრემალიზმითა და ციებ-ცხელებით ხასიათდება. ძალიან უჭირთ მოშვება,რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. უდავოდ,ყველაზე მომხიბვლელები არიან,თუ ეს თავად მოისურვეს. სასიყვარულო ურთიერთობები მათ სამყაროს თავდაყირა აყენებს. ისინი სიამოვნებით გამოცდიდნენ სიყვარულს ერთი დანახვით,რადგან ყოველთვის ინტინქტებით ხელმძღვანელობენ,როდესაც საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. ხშირად მათი პირადი ურთიერთობები საბედისწერო ხასიათს ატარებს.
ვენერა პლუტონის შეერთებისთვის დამახასიათებელია პარტნიორზე ძლიერი ზეწოლა,რადგან ურთიერთობაში სრულ ერთგულებასა და გულწრფელობას მოითხოვენ. მათ უნდა იფრთხილონ,რომ ურთიერთობა არ მიიყვანონ იმ წერტილამდე,როდესაც პარტნიორი უკვე ზედმეტი ხდება და ადამიანი იწყებს მტანჯველ ბრძოლას თავის შინაგან დემონებთან. ისინი ნამდვილად ბევრს აღმოაჩენენ საკუთარ თავზე პირადი ურთიერთობების წყალობით. ბევრ ისეთ შავბნელ კუთხეს დაინახავენ,რაც მათ ძალიან არ მოეწონებათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,ამოიცნონ ბნელი მხარეები,როგორც საკუთარი არსის ნაწილი და არ გადააბრალონ პარტნიორს.
ისინი უაღრესად ერთგული,ყურადღებიანი და მზრუნველნი არიან მათ მიმართ,ვინც უყვართ,თუმცა ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე. მაგრამ თუ ვინმე შეიყვარეს,სრულიად და სამუდამოდ. მათი ფასეულობები და აზრები მთლიანად კონცენტრირებულია სიყვარულზე,რაც ხშირად ხდება მათი ცხოვრების მთავარი აზრი.
ურთიერთობის საწყისს ეტაპზე ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ძლიერი ეჭვიანობა და მესაკუთრული დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. თუმცა გარკვეული დროისა და გამოცდილების მიღების შემდეგ,ეს თვისებები შეიძლება ტრანფორმირდეს უფრო ამაღლებულ და მომწიფებული ტიპის მიჯაჭვულობაში. მათ გულწრფელად სურთ ყველაფერი მისცენ საყვარელ ადამიანს.მაგრამ მისგანაც ასეთივე ერთგულებასა და თავდადებას მოითხოვენ. მათი ყველაზე ძლიერი სურვილია იპოვონ ყოვლისმომცველი სიყვარული,რომელიც დააკმაყოფილებთ ყველა დონეზე: სულიერად,ემოციურად,ფიზიკურად.
სასიყვარულო გამოცდილებები მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად ცვლის მათ პიროვნებას,თუმცა თითქმის ყოველთვის, ეს მძიმე კონფრონტაციის ან განშორების შედეგად მიღებული მტკივნეული ცვლილებებია.
თუ ამ შეერთებას დამატებითი ასპექტები აქვს მარსთან ან ნეპტუნთან,წარმოიქმნება სექსთან დაკავშირებული აკვიატებული იდეები და ფიზიკური დაკმაყოფილების ფაქტორი ადამიანის მთავარი საზრუნავი ხდება.
მათთვის დამახასიათებელია ემოციური რადიკალიზმი. გრძნობების პოლარიზება საკმაოდ ტიპურია ამ ასპექტისთვის.: ადამიანები ან ძალიან მნიშვნელოვანი არიან მათთვის ან საერთოდ არ არსებობენ და ასეთივე განწყობას იწვევენ სხვებში:ისინი ან ძალიან უყვართ ან სძულთ,თუმცა იშვიათად რომ ვინმეს ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქონდეს მათ მიმათ.
ღრმა და ვულკანური ტიპის გრძნობები აქვთ. ერთდროულად განიცდიან აგონიასა და ექსტაზს. უყვართ ძალაუფლება და კონტროლი,რაც ნორმალურია,თუმცა იმ შემთხვევაში,თუ საკუთარი თავის კონტროლი შეუძლიათ. ხშირად უყალიბდებათ ემოციური ფანატიზმი იმ ნივთების თუ ადამიანების მიმართ,რომელიც აღელვებთ. შეიძლება ითქვას,რომ "წმინდან წამებულთა" კატეგორიის ადამიანები არიან,იმდენად ფანატიკურად ერთგულობენ საკუთარ რწმენასა და შეხედულებებს. მზად არიან, ნებისმიერი გადათელონ,ვინც წინ აღუდგებათ.
მაღალ დონეზე განვითარებული ასპექტისთვის დამახასიათებელი იქნება დრამატული ან მუსიკალური ნიჭი. ასევე კარგი ფინანსური უნარები.
ვენერა ქირონიამ სულგრძელი და მოწყალე ბუნების ადამიანებს სამკურნალო ეფექტი აქვთ მათზე,ვისთანაც კონტაქტში შედიან. ისინი არ ცნობენ დროისა და მკურნალობის სტანდარტულ კონცეფციებს. მათგან შორს არის დოგმები და ტრადიციები. შეიძლება ითქვას,რომ ისინი არიან სულიერი მაწანწალები. საერთოდაც,სულიერი სიბრძნე მათთვის უმაღლესი ფასეულობაა და ბრწყინვალე უნარი აქვთ,ხელოვნების მეშვეობით,შემოქმედებითად გადმოსცენ საკუთარი რწმენა და შეხედულებები. მათ თანდაყოლილი შინაგანი გაგების უნარი აქვთ სხეულისა და გონების ერთობის. საკუთარი სამკურნალო პრაქტიკის განმავლობაში იმასაც ახერხებენ,გასაღები მოძებნონ და სხვებს გაუზიარონ.
ხშირად ღრმა სევდას განიცდიან პირად ურთიერთობებში,რადგან ვერ იღებენ საკმარის სიყვარულს ან სიახლოვეს. რამდენადაც უაღრესად თანამგრძნობი ხალხია,ურთიერთობაში უმეტესად მკურნალის როლი აქვთ. ისინი ცდილობენ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიჯნური თავიანთი სიყვარულის მეშვეობით. მკვეთრად გამოხატული ემპატიური და მზრუნველი ენერგიის გამო,ხშირად იზიდავენ გაჭირვებულ,დეპრესიულ თუ გულნატკენ ადამიანებს. ამიტომ უნდა ერიდონ მომწამვლელ ურთიერთობებში ჩაბმის ტენდენციას. ფრთხილად იყვნენ ისეთ ადამიანებთან,ვინც მათში მხსნელს ხედავს. ასევე თავი აარიდონ "წამებულის კომპლექსს".
მათ ხშირად უჭირთ საკუთარი ფემინური ენერგიის მართვა,რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ადრეულ ასაკში მიღებული მტკივნეული გამოცდილება ინური ენერგიის გამოვლენისას. ქალები და მათთან ურთიერთობა ტკივილის წყაროა,განსაკუთრებით თუ ამ კავშირში უსაფრთხოებას ეძებენ.
ვენერა-მთვარის აღმავალი(ჩრდილოეთ) კვანძიდიპლომატიური და სოციალურად ამბიციური ადამიანები არიან. მათი სოციალური სტატუსი ხშირად უმჯობესდება ქორწინების მეშვეობით,ხანდახან წინასწარ განზრახული გადაწყვეტილების სფუძველზე. ისინი იზიდავენ ფულს და წარმატებას გავლენიან ადამიანებთან პარტნიორობით ან საკუთარი სოციალური მდგომარეობით. საქმიანი პარტნიორობა წარმატებული იქნება,განსაკუთრებით თუ ის ეხება სახლთან ან სილამაზესთან დაკავშირებულ საქმინობას,მაგალითად ინტერიერის დიზაინი,თმის ვარცხნილობა,ვიზაჟი,მოდა და ა.შ.
ამ ასპექტის მქონე ქალები ხშირად იყენებენ პირად შარმს კარიერული წინსვლისთვის და ბევრს აღწევენ დამქირავებლების თუ უფროსების მოხიბლვის ხარჯზე.
მათთვის არ არის რეკომენდებული თავისუფალი პროფესიები ან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა. წარმატებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ პარტნიორები და თანამოაზრეები.
This post has been edited by VlV on 30 Dec 2011, 01:13