ვენერა - თევზებში
*მზეც თევზებში მყავს)
თვით სიყვარული ვარ, მგონი <3
EGOცენტრიკი
ჩავუჯდები ახლა, შევისწავლი საკუთარ თავს - პირად ცხოვრებაში წარმატების და წარუმატებლობის ასპექტებს.
რა კარგია, ასეთი დეტალური თემები რომ გაქვთ

მადლობა, ვისაც არ დაეზარა და შეადგინა.
ვაიმე, ვკითხულობ )))
მე კიდე ამის ცოდნა მინდოდა?
დავრჩი მარტოდმარტო
მოცემული მდებარეობა განსაკუთრებით დადებითია ქალებისთვის. ასეთი ქალი ითვლება იდეალურ საყვარლად,დედად და ცოლად. ნებისმიერი ქალური საწყისის გამოვლენის იდეალად.
ქალი,ვენერით თევზებში,ხშირად არის დაჯილდოებული მუსიკალური ან მხატვრული ნიჭით. კარგად ესმის ხელოვნება. სურს,ახლოს იყოს კულტურულ სამყაროსთან:თეატრი,კინო. რომანტიული ფილმის ყურებისას,იმდენად ერწყმის კინოგმირებს,მისი თვალები ცრემლებით,გული კი თანაგრძნობით ივსება.
იმისათვის,რომ თავი ბედნიერად იგრძნოს,მისთვის უბრალოდ აუცილებელია,იმყოფებოდეს სასიყვარულო თრობის მდგომარეობაში. ამიტომ იგონებს საკუთარი წრმოსახვების,გრძნობებისა და განცდების სამყაროს. ცხადია,დროდადრო ეღვიძება და შეძრწუნებულია რეალური ცხოვრების და მისი ამაღლებული მდგომარეობის რადიკალური შეუსაბამობით. ასეთი მკვეთრი კონტრასტის ხილვისას,მას უჩნდება სურვილი,კვლავ ტკბილ სიზმრებს მიეცეს და იწყებს ძლიერი განცდების ახალი წყაროს ძიებას. ის ბუკვალურად იკვებება და ცხოვრობს ამ ემოციებით. სიყვარული მისთვის უძირო ოკეანეა,სადაც არ არის მეწვრილმანეობისა და ანალიზის ადგილი. მას შეუძლია,განიცადოს სიყვარულის მთელი სილამაზე მისი კოსმოსური წყაროდან. ბუნებრივია,შედარებით პრაქტიკულ ადამიანს ეს სრულიად მიუღებლად მიაჩნია,მაგრამ ცხოვრებისადმი მსგავს დამოკიდებულებაში ძალიან ღრმა აზრი დევს.
თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქალურ ციკლს და ამას გარდა,ვენერას ეგზალტაციის ადგილია,რაც სულაც არ არის შემთხვევითი. აქ ვენერა ყველაზე მაღალ ხარისხში ასწავლის მფლობელს,განუდგეს საკუთარ ეგოს და თავდავიწყებით იცხოვროს სხვისთვის. ის ფაქტი,რომ სიყვარული გონებას ურევს და ხელს უშლის,პიროვნების რეალური სახე დაინახოს,უბრალოდ დამხმარე პროცესია,სრულად შეერწყას საყვარელ ადამიანს და არ ჩაიციკლოს მის ნაკლოვანებებზე. ვენერას თევზებში ხომ,ისე როგორც არავის,უნდა ესმოდეს,რომ სიყვარულის ღირსი ყველა ადამიანია,რა თვისებების და ღირსებების მატარებელიც არ უნდა იყოს. სწორედ ეს არის მისი ამოცანა_უყვარდეს თავდაუზოგავად და აჩვენოს სხვებს,ასეთი თავგანწირული სიყვარულის ძალა.
This post has been edited by სუფთა*დაფა on 24 Nov 2014, 02:49