სადისტის თვისებები უფრო აქვს. უარყოფითი ლომია, მაგრამ ამავე დროს, არის მასში რაღაც ძალიან სუფთა.. ეს რომ ჩვენ რომელიმე საერთო ნაცნობთან ვთქვა, გადაიხარხარებს ერთი მაგრად, მაგრამ კიდე კაი, რომ მათზე ცოტა ახლოს ვიცნობ მის ხასიათს, მაგრამ არ ვაძლევ უფლებას, ჩემთან იყოს ახლოს. მეშინია. ისეთი ეგოისტია, შეუძლია, საკუთარი თავის გამო ყველაფერი გაწიროს და საკუთარ ინტერესებს ანაცვალოს ყველაფერი, მაგრამ ამას ბოროტულად არ ჩადის, რაღაც საოცრად კარგს ვხედავ და ვცდილობ ავხსნა, რატომ.
მგონი სულიერი კავშირი გვაქვს, რაც არაა გამორიცხული, მაგრამ ამავე დროს ის საოცრად არ მიმჟღავნებს თავის თავს. მე კი ეს მომწონს. ორივეს ერთი უარყოფითი თვისება გვაქვს: საკმარისია დავინახოთ ადამიანის სისუსტე, რომ იმ წუთს მის განადგურებას ვიწყებთ. ერთმანეთისაც მაგიტომ გვეშინია, მაგრამ მე_უფრო: არ გავნადგურდე მასთან როგორც მამაკაცთან
და რა მინდა ეხლა? რჩევა?

არა, არ მინდა მასთან შეხვედრა მადლობთ და თუ რამეს მირჩევდით, მაინც არ დავრჩეოდი უკმაყოფილო. ბოლო ბოლო ტყუილად ხომ არ დავწერე ზემოთქმული