როგორც იტყვიან - ისევ მარსის ირგვლივ ვტრიალებთ ჩემო ტკბილო და ამურაბა ხალხო და ახლა, ამ სასმისით, მარსის კუჯადოშას ვახსენოთ.
კუჯადოსა, იგივე მანგალადოშა - ესაა ინდური ასტროლოოგიის ერთ-ერთი მეთოდი რომელსაც სინასტრიული ასპექტიც აქვს სხვა ყველაფერთან ერთად.
ახლა კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მეთოდი,
დავიმახსოვროთ მარსის ეს მდებარეობები:
♂ - I სახლში (ვერძში მდებარეობის გარდა)
♂ - IV სახლში (მორიელში მდებარეობის გარდა)
♂ - VII სახლში (თხის რქაში და თევზებში მდებარეობის გარდა)
♂ - VIII სახლში (კირჩხიბში მდებარეობის გარდა)
♂ - XII სახლში (მშვილდოსანში მდებარეობის გარდა)
მარსის მდებარეობა ზემოაღნიშნულ სახლებში (შესაბამისი გამონაკლისების გათვალისწინებით) აჩვენებს რომ ძაბულის ბიჭს/გოგოს ექნება დამწარებული, უბედური ოჯახური ცხოვრება. შეხვდება მეუღლე რომელიც მას რომ იტყვიან ცხოვრებას გაუმწარებს.
იმისათვის რომ ეს არ მოხდეს და ადამიანმა "კისერი არ მოიტეხოს", ინდოელი ასტროლოგები, ნატალაში კუჯადოშიან ხალხს ურჩევენ (შეურჩევენ) ისეთ პარტნიორს, რომელსაც ასევე კუჯადოში აქვს თავის ჰოროსკოპში.
ანუ, ორი ადამინი, რომელთაც მარსის ზემოაღნიშნული ნეგატიური პოზიცია აქვს თავიანთ ჰოროსკოპში, თუ ერთად იქნებიან, მათი კუჯადოში ნეიტრალიზდება და აღარ მოქმედებს. ხო გადასარევია ?

მაგრამ, როგორც ინდოელი პრაქტიკოსი ასტროლოგები ამბობენ, კუჯადოშიან ადამიანებს, არანაირი ინტერესი და სურვილი არა აქვთ იურთიერთონ თავისნაირ, მარსიწუწებულ, კუჯადოშიან ქალთან/კაცთან. ანუ ბუნებრივი სურვილი "სწორი" პარტნიორთან ურთიერთობისა არ ჩნდება და მხოლოდ საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით და ა.შ. (რაც ინდურ, ტრადიციულ საზოგადოებაში სავსებით მიღებული პრაქტიკაა) შეიძლება გადადგას ადამიანმა ეს "სწორი" ნაბიჯი.
ბუნებრივად კი, კუჯადოშიან ადმიანს მიდრეკილება აქვს სწორედ ისეთ პარტნიორთან ურთიერთობის, რომელიც მას ბევრ სიმწარეს ანახებს. თუმცა თავის მხრივ ის ადამიანი სულაც არ არის აუცილებელი რომ ცუდი და საზიზღარი ადამიანი იყოს.
მოკლედ კარმა და მისი უხილავი საცეცები ერევა საქმეში.
ალბათ ის რაზეც ახლა ვისაუბრეთ, შეიძლება იყოს ერთგვარი ახსნა იმ "პარადოქსისა" რომელიც ხშირად შეგვინიშნავს ცხოვრებაში ჩვენ - რატომაა რომ კარგა გოგოებს იდიოტი კაცები უყვარდებათ და პირიქით, კარგ ბიჭებს "ძუკნები"

პ.ს. გაითვალისწინეთ რომ ინდური ასტროლოგია, დასავლურისაგან განსხვავებით, მუშაობს სიდერიულ ზოდიაქთან და ამიტომ, მთელი თქვენი, დასავლურ სტილზე შედგენილი ჰოროსკოპი, დაახლობით 23,8 გრადუსით უნდა გადაწიოთ უკან.