fenix_n
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1875
წევრი No.: 27202
რეგისტრ.: 19-December 06
|
#21093307 · 12 Aug 2010, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარსი ზოდიაქოს ნიშნებში, ტრადიციული ასტროლოგიის თვალსაზრისით, სწორედ ომის პლანეტაა, პასუხისმგებელი ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალურ აქტიურობაზე. ახლა კი გაგაცნობთ მარსისადმი მიძღვნილ თავს, საიდანაც შეიტყობთთქვენი რჩეულის ყველაზე სანუკვარ ინტიმურ საიდუმლოებებს. მამაკაცები სხვადასხვანაირები არსებობენ: ზოგისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია გრძნობითი სიამოვნება, ვიღაცა პირველ ადგილზე მონათესავე სულს აყენებს, ხოლო ძლიერი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს ეჭვიანობა ყველაფერს ურჩევნია. ვარიანტი შეიძლება უამრავი იყოს,მაგრამ ყველანი ისინი არსებითად სხვა არ არის რა, თუ არა ციური მნათობის - პლანეტა მარსის- გამოვლინება, რომელიც ,,მამაკაცს მამაკაცად ხდის''. თუ ვიცით სად ,,მორიგეობდა'' მარსი ჩვენი სატრფოს დაბადების დროს, შეგვიძლია გავერკვიოთ მამაკაცის ბუნებაში და მთავარ კითხვასაც ვუპასუხოთ, რომელიც ყველა დროის ქალებს აღელვებდა: ,,მღალატობს თუ არა ჩემი საყვარელი ადამიანი?''
მარსი ვერძში ამ მამაკაცს უკიდურესად ვაჟკაცური გარეგნობა აქვს, ენერგიული და შემტევია (ხშირად ეგოისტიც) როგორია იგი ლოგინში? აქ არ არსებობს უნარის და შესაძლებლობების პრობლემები, მაგრამ საინტერესო საყვარელს ამ მამაკაცს ვერ უწოდებ. სექსი მისთვის არის არა დღესასწაული, არამედ ნერმალური ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა. ,,მივედი, ვნახე, გავიმარჯვე'' -- ასეთია მარსიანელების ლოზუნგი. სხვათა შორის, სიყვარულს შეიძლება მიეცეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში: მანქანაში ან უნივერმაღის გასახდელში, რაც მეტი ეგზოტიკაა, მით უკეთესია მისთვის. მისი სიამაყე. ეს მამაკაცი შეიძლება ერთგული იყოს მხოლო იმ ქალებისა, რომლებიც არც ერთი წუთით არ ჩამოდიან იმ კვარცხლბეკიდან რომელზეც ისენი აიყვანეს.
მარსი კუროში ასეთი მამაკაცი შეიძლება ბევრი ქალის იდეალად იქცეს: მას ხომ არა მარტო ბევრი ფულის შოვნა შეუძლია, არამედ ისწრაფვის ვნებიანი და იმავდროულად რომანტიკული სიყვარულისაკენ. როგორია ის ლოგინში? შეფასება, რომ მოუღალავი საყვარელია, არაფრისმთქმელია. ის არ ედება ათ პარტნიორს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, შეგიძლია ირწმუნოთ, რომ ამ მარსიანელისჰარამხანას ყურადღება არ მოაკლდება. დროის ერთად გასატარებლად მას სჭირდება ,,სწორი'' პირობები: უზარმაზარი ,,დივან-სექსდრომი'', დახვეწილი ლოგინის თეთრეული, რბილი შუქი და მშვიდი მუსიკა. მისი ერთგულება. წესიერი მესაკუთრეა იმდენად, საჭიროა მასში ეჭვიანობის გაღვიძება, ჰორიზონტზე კონკურენტების გამოჩენამ მას მხოლოდ ღალატისკენ შეიძლება უბიძგოს.
მარსი ტყუპებში თქვენი რჩეული ,, ამ თემებზე'' შეფარულ-გადაკრული ნათქვამების ოსტატია. ფლირტის, ძალდაუტანებელი არისტოკრატული საუბრების ვირტუოზი, მაგრამ რაც გინდა შორს წავიდეს საქმე, მისი პარტნიორი ყოველთვის იგრძნობს გარკვეულ დისტანციას. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ეს სვლა მისი თვითგამტკიცებისთვის აუცილებელია,. როგორია იგი ლოგინში? სიყვარულის სარეცელზე მას ყველაფრის გამოხატვა შეუძლია: ის ხო კარგი მსახიობია და მოსწავლეა. მთავარია, არ მივცეთ ზომაზე მეტი ლაპარაკის და მხიარულების საშვალება ლოგინში, თუ არ გინდათ, რომ სიყვარულის ღამის ნაცვლად, ძალიან საინტერესო თანამოსაუბრესთან ურთიერთობის ღამე მიიღოთ. მისი ერთგულება. ქალების შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგებისკენ მისწრაფებაში , ამ მარსიანელს შეუძლია გახდეს სასიყვარულო კავშირების ნამდვილი კოლექციონერი. ქორწინებაში მყოფიც კი გამუდმებით არშიყობს თანამშრომლებთან და თვალს აყოლებს გამვლელ ქალებს. ამის გამო მასზე ნუ გაბრაზდებით, რადგან ახალი შთაბეჭდილებები ჰაერივით სჭირდება.
მარსი კირჩხიბში მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოჯახიშ შექმნა. იმდენად შემტევია ამ მხრივ, რომ ყველა პოტენციურ პარტნიორს აფრთხობს. გულმოდგინედ აკვირდება მომავალ ,,მსხვერპლს'', ხოლო როცა თავის ქსელში გაახვევს, დიდხანს აღარ უშვებს (ზოგჯერ არასდროს) როგორია იგი ლოგინში? რაც უფრო ახლოვვდება ინტიმური მომენტი, მით უფრო მორცხი და და მორიდებული ხდება თქვენი მეგობარი. ეს განსაკუთრებით ძლიერ მჟღავნდება, თუ მის მშობლებს შორის არ ყოფილა ჰარმონიული ურთიერთობა, ან ოჯახი არასრული იყო -- მაშინ მან შეიძლება 30 წლამდე იფიქროს კითხვაზე-- რომელი მხრიდან მიუდგეს ქალს. ეს მარსიანელი ბავშვივით ნაზად და ფრთხილად უნდა მივიყვანოთ ახალ ურთიერთობებთან. მისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად თვითონ პროცესი, რამდენადაც პრელურია.. ის ძალზე მგრძნობიარეა უმცირესი წარუმატებლობისადმი და ცეცხლივით ეშინია მათი. ამიტომ მზად არის უამრავი ძალისხმევა დახარჯოს, რომ მასთან თავი კარგად იგრძნოთ, თანაც არა უბრალოდ კარგად, არამედ ძალიან კარგად. მისი ერთგულება.უნდა დაარწმუნოთ სატრფო იმაში რომ ის შესანიშნავი საყვარელია (წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს სხვების ძებნას, რომელთანაც თვითდამკვიდრება გაუადვილდება) თუ ეს მამაკაცი დარწმუნდა რომ ამ ურთიერთობებში ყველაფერი კარგად ეწყობა, სამუდამოდ თქვენი ერთგული დარჩება.
მარსი ლომში ის არის მხიარული, არტისტული, ბავშვივით ცნობისმოყვარე და ასევე არაპროგნოზირებადი. უყვარს იქ ყოფნა სადაც მას ღირსეულად დააფასებენ და ცეცხლივით ეშინიათ უგულვებელმყოფელი გამოხედვისა. გიჯდება გმირი საყვარლის როლისთვის და ამ დროს არ ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყურება შორიდან. როგორია იგი ლოგინში? ბობოქარ დასაწყისს (ნივთების აქეთ-იქეტ მიყრა, ვნებიანი შეძახილი და ა.შ) ცვლის უფრო ხმაურიანი ქმედება, რაც პათეტიკური ფიუნალით მთავრდება. მთავარია არ დაარღვიონ მისი ეროტიკული სცენარი ირონიული შენიშვნებით. ერთგულება. ეს მარსიანელი ერთგულია ყველა ქალისა, რომელთანაც ყოფილა, სიცოცხლის ბოლომდე. მას გულს ტკენს თვით აზრი იმის შესახებ, რომ ის ქალები შეიძლება სხვა ვინმეს ეკუთვნოდენ...
მარსი ქალწულში ის ჭეშმარიტი ჯელტმენის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ლომში მყოფი მარსის მამაკაცებისაგან განსხვავებით, ახდენს უზადო მანერებისა და მჭერნმეტყველების დემონსტირებას იმისათვის, რომ მოეწონოს ქალებს იმიტომ, რომ ის ასე უფრო მხიარულად და სიამოვნებით ცხოვრობს. როგორია ის ლოგინში? ამ მარსიანელისათვის სექსი (ყოველ შემთხვევაში ქვეცნობიერ დონეზე) არის რაღაც გამაჯანსაღებელი პროცედურა. სამაგიეროდ, ტქენიკის თვქლსაზრისით, ეს (სპორტული ვარჯიში) ხუთიანზე პლიუსით სრულდება. ერთგულება. ხშირად ყველაფერზე მაღლა ის მოვალეობის გრძნობას აყენებს და ხშირად მას ასაღებს სიყვარულად. და მაინც, ამ გრძნობაზე დამყარებული კავშირი მართლაც მტკიცეა და მასში, ადრე თუ გვიან, წარმოიშობა ნამდვილი სულიერი მეგობრობა.
მარსი სასწორში თავისებური პარტნიორია. მზად არის ქალისადმი ყოველთვის ისეთი გულმოდგინებით გამოამჟღავნოს ყურადრება, რომ მან, როგორც პატიოსანმა ქალმა თავი ვალდებულად ჩათვალოს მასზე გათხოვდეს. როგორია ის ლოგინში? იგი ამჯობინებს ტრადიციულ ცოლქმრულ სექს. სასიყვარულო კავშირი მისთვის არ არის თავისთავად ფასეულობა. იგი არის მხოლოდ პარტნიორისადმი ნდობის და მასთან სულიერი ერთიანობის გამოხატულება. თუ ურთიერთობაში მაქსიმალური ერთიანობის მიხწევა გსურთ, ტაქტიანად უნდა მართოდ იგი, წინდახედულად გამოთქვათ თქვენი სურვილები. ის კარგი მოსწავლეა და ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად უყვარს კარგი ნიშნების მიღება. ერთგულება. მის გვერდით მშვენიერი სქესის წარმომადგენლობის ყოფნა მასზე ისე მოქმედებს, როგორც კატაზე კატაბალახა, მაგრამ სინამდვილეში ამ მარსიანელს მხოლოდ რომანტიკული და არასექსუალური თავგადასავლები ჭირდება. ნუ განაწყენდებით თუ უზარმაზარ თაიგულს თქვენი მეგობრის მეგობარს აჩუქებს. უფრო სწორად, განაწყენება იმ მეგობარს მოუწევს რადგანაც, ამ უწყინარი თავგადასავლით ერთი- ოტი თვით დაკმაყოფილებული, იგი სამუდამოდ დაივიწყებს მას.
მარსი ღრიანკალში სიტყვა ,,სიყვარული'' მისთვის გაცილებით ნაკლებად გასაგებია, ვიდრე სიტყვა ,,ვნება''. მისი მთავარი ნიშანია-- განსაკუთრებული მაგიური გამოხედვა, რომელიც ქალს პირდაპირ ტანსაცმლის გახდისკენ უბიძგებს. მას იზიდავს წყნარი ურთიერთობები- ეჭვიანობის სცენებისა და ფიცხი ჩხუბის გარეშე. ყველაფერზე მეტად ჭირდება ემოციაბი როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის, მგძნებარე ხვევნა კოცნის ემოციები და ა.შ. როგორია ის ლოგინში? ასეთი მამაკაცისათვის ყველაზე საინტერესოა ინტიმურ ურთიერთობათა ექსტრემალურ მდგომარეობებში და სიტუაციაბში. რაც შეეხება ამ სფეროში მის მიდრეკილებებს, ისინი ყველაზე კლასიკურია. ამ მარსიანელთა აზრით, ინტიმი უნდა იყოს ბევრი, ის უნდა იყოს ინტენსიური და ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე. ერთგულება. როგორც საშიშ თანამოსაუბრეს მას სასტიკად სძულს ღალატი და ასეთ რამეს არავის აპატიებს. შეიძლება დიდხანს ატაროს შურისძიების გეგმები, თუმცა იმდენად კარგია ლოგინში რომ ქალები ძალიან იშვიათად ღალატობენ მას.
მარსი მშვილდოსანში მთელი სიცოცხლის მანძილზე ეს მამაკაცი თავის იდეალს ეძებს. თანაც, რაც უფრო შორს ცხოვრობს იგი, მით უკეთესია. მშვილდოსანში მარსის მფლობელს, ისე როგორც არავის, სიამოვნებს რომანტიკული მიწერ-მოწერა და ყოველდღიური ოცნება იდეა: ,,იქნებ ოდესმე ერთმანეთს შევხვდეთ''... ხოლო თუ იდეალს იპოვის მარსი-მშვილდოსანი გმაუდმებით ეძებს იმის მტკიცებაც, რომ არჩევანში არ შემცდარა. როგორია ის ლოგინში? ინტიმი არის ის სფრო რომელშიც ის ისწრაფის უმაღლესი შეფასებისკენ, მაგრამ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ის წესები და რიტუალები, რომლების მიხედვითაც შენდება მისი ურთიერთობა. ეს მამაკაცი ლოგინშიც კი თავისი ჩვეულებების მონაა. ერთგულება. ამ მამაკაცთა უმრავლესობა 30 წლამდე ნამდვილი მექალთანეა. თუ არ შეხვდათ ისეთი ქალი, რომელიც მოახერხებს ერთდროულად ახლოსაც იყოს და შორსაც (ამ იშვიათ შემთხვევაში ის მას არ უღალატებს) . მაგრამ სამაგიეროდ მერე 30 წლის შემდეგ ძნელი საპოვნელია უფრო ერთგული მარსიანელი, თუ ის სხვა გალაქტიკიდან არ იქნება.
მარსი თხის რქაში გალანტური პარტნიორია, მშვენიერი მოარშიყე: თავშეკავებული, მშვიდი, მიზანსწრაფული, მაგრამ ამასთან ერთად საშინელი ჯიუტი, საკმაოდ ძუნწი, მშრალი და მოსაწყენი. ამასთან დარწმუნებული, რომ უფრო რომანტიკულ და გულუხვ ადამიანს მთელ ქვეყანაზე ვერ იპოვი. როგორია ის ლოგინში? ამ მამაკაცს მარსის ძლიერი მდგომარეობა აქვს და ამ რიგად - ყველაზე მდიდარი მგრძნობელობითი პოტენციალი. ამავე დროს, ეს არის ცეცხლი, რომელსაც ვულკანის სიღრმეში სძინავს და იმისათვის, რომ გარეთ გამოიფრქვეს, საწიროა რაღაც უფრო მეტი ვიდრე წუთიერი სურვილი. მისთვის აუცილებელია საიმედო მეორე ნახევარი, რომელსაც ყოველთვის და სავსებით ენდობა. შეგიძლიათ იყოთ იმდენად მშვიდი და საიმედო, რამდენადაც ვნებიანი? მაშ აიღეთ ხელში დროშა! მისი ერთგულება. იგი მიეკუთვნება ერთგული ადამიანების როცხვს, შეუძლია მძიმე წუთში დახმარება. სწორედ ასეთ ,,საიმედო კედელზე'' ოცნებობს ყველა ალი.
მარსი მერწყულში უყვარს სხვადასხვა ტექნიკა: მანქანები, კომპიუტერები და მუდმივად სავსეა ყველაზე გიჟური იდეებით და პროექტებით. ქალები? ,,ქალები - შემდეგ''. ცდილობს არ გასცე თავისი გრძნბები, ხოლო მეგობრობა-კიბატონო! თავაც სწორედ იმასთან, ვინც გაცნობისას მისდამი არავითარ ინტერეს არ გამოამჟღავნებს. თუ დაგიმეგობრადათ, შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობა სიყვარულად ჩათვალოთ. ამ მარსიანელისათვის ვნება არის რაღაც არც თუ ისე გასაგები, მეორე ხარისხოვანი როგორია ის ლოგინში? კარგი საყვარელი ვერ იქნება, თუ ქალი თავის თავზე არიღებს ინიციატივას ინტიმურ ურთიერთობაში ტყვეობაშI გამრავლებაზე ასეთი მამაკაცი მკაცრ უარს აცხადებს. მას არ უყვარს წინასწარ პაემანის დანიშვნა და ყველაფერზე მეტად აფასებს შემთხვევითობას. სატრფოსთან ყოველი შეხვედრა უნდა იყოს თავგადასავალი ან ავანტიურაც კი, ხოლო ყოველი სიხლოვე-სასურველი გამარჯვება. უყვარს უსასრულოდ ექსპერიმენტირება. მოულოდნელად ენთება, მაგრამ ასევე სწრაფად შეუძლია გაცივდეს, ,,აორთქლდეს'' გაურკვეველი მიმართულებით, ისე რომ არ გაგაფრთხილოთ. გეჭიროთ იგი გრძელ თოკზე, მაშინ შეძლებთ იქონიოთ საკმარისად მტკიცე კავშირის იმედი.
მარსი თევზებში ეს მამაკაცი მგრძნობიარე და ნაზია, ორგანულად ვერ იტანს უხეშობას და სასტიკ შეტევას. შეგნებულად თუ შეუგნებლად ქალში იწვევს იმის სურვილს, რომ მოეფეროს და გაათბოს, რაღაცით დაეხმაროს მას. ამ დროს შეუძლია თვითონ იზრუნოს მათზე, რადგან ფაქიზად გრძნობს რა სჭირდება სატრფოს მოცემულ წუთში. როგორია იგი ლოგინში? თუ მის სულში შეახწევთ, შეუძლია იყოს ალერსიანი და რბილი. იგი აღვიძებს ფანტაზიას და შეუძლია აგაღელვოთ მსუბუქი შეხებით ან რბილი, თბილი გამოხედვით. ის მარსიანელთა იმ ჯიშიდანაა, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მხოლოდ მაშინ ღებულობს როდესაც ხედავს, რომ სიამოვნება მიანიჭა ქალს. (მას ურჩევნია ლოგინში თავი არ მოაჩვენოთ, ის იმ წუთშივე იგრძნობს ამას). მისი ერთგულება. ნუ გგონიათ რომ ჩანგალი მოსდეთ და შეგიძლია დამშვიდდეთ. ნებისმიერ ყოველდღიურობას (ხალათს ფლოსტებს...) შეუძლია მისი სინაზის განადგურება 2 წუთში. ქალში გამუდმებით უნდა გრძნობდეს საიდუმლოს, ამოუცნობ პიროვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უღალატებს და თანაც არც თუ ისე ღირსეულ მეტოქეებთან.
|