მარსი მამაკაცის ჰოროსკოპშიმარსი ვერძშიძლიერი მარსი.
ეს გაბედული, აქტიური და მამაცი მამაკაცია. მოწოდებით ლიდერია. მოქმედებს იმპულსურად , თუ რამე ჩაიფიქრა ბოლომდე გააქვს თავისი და მიდის მიზნამდე.
უყვარს და ეხერხება კამათი და კონკურენცია. მიზანდასახული და დემონსტრაციულია საკუთარ გეგმებსა და საქციელში.
თავდაჯერებულია, აქვს ძლიერი მამაკაცური ქარიზმა. აქტიური და იმპულსურია ინტიმურ ცხოვრებაში.
მარსი კუროში ბავშვობიდან ბიჭუნა უნდა იზრდებოდეს ბედნიერ , სიყვარულით და მზრუნველობით აღსავსე გარემოში.
ის ოჯახის კაცია.
არ შეიძლება მას უყვიროთ და ძალა დაატანოთ.
რამე რომ გააკეთოს ამისთვის უნდა ჰქონდეს მოტივაცია. ყველაზე კარგად მოქმედებს მატერიალური მოტივაცია (საჭირო ნივთი, ფული) უბრალო დაპირებებს ის სერიოზულად არ აღიქვამს.
ამავდროულად ის ძალიან ამტანი და საიმედო მამაკაცია.
ასხივებს საიმედოობას და სტაბილურობას. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის. ინტიმურ სფეროში სტაბილურია.
მარსი ტყუპებში ის ინტელექტუალი მამაკაცია . ყველგან ამჟღავნებს საკუთარ ჭკუას და სხარტი აზროვნების უნარს. მათ შორის ბევრია გამომგონებელი.
ხშირად უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე აკეთებს ( რა თქმა უნდა გააჩნია სხვა პლანეტების განლაგებას)
აქტიური , მოძრავი , სწრაფი მამაკაცია . ცდილობს ყველგან ყველაფერი მოასწროს. ნაკლებ საიმედოა , სამაგიეროდ მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ურთიერთობებს იწყებს ინტერესის გამო.
უყვარს სწავლა თუ საინტერესოა.
აქვს სწრაფი რეაქცია შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე. ინტიმურ ცხოვრებაშიც სწრაფი და მრავალფეროვანია .
მარსი კირჩხიბი ის ალერსიანი მამაკაცია. ბავშვობიდან სჭირდება დედისგან ყველა საკითხში მხარდაჭერა , დამშვიდება და მოფერება. როცა ეს მამაკაცი იზრდება დედის ფუნქცია გადადის ცოლზე.
რა თქმა უნდა ის დამოკიდებულია ქალებზე. ასევე თავის განწყობაზე. მეოჯახე და ერთგული ქმარია .
საკუთარი ოჯახისთვის ყველაფერზე წამსვლელია. თუ ვინმე ან რამე ემუქრება მის ახლობლებს -ხდება ძლიერი, გაბედული და მიზანდასახული. არასოდეს მიატოვებს ბედის ანაბარა საყვარელ ადამიანებს.
ეშინია ოჯახის დაკარგვის, ცდილობს შექმნას მატერიალური კეთილდღეობა რადგან ეს არის მისი თავდაჯერებულობის საფუძველი.
ამავდროულად ის ძალიან მგრძნობიარეა , ითხოვს ყურადღებას და გაგებას. ინტიმურ ცხოვებაშიც მზრუნველი და შეგნებულია, ითხოვს მოფერებას და ყურადღებას.
მარსი ლომში ყველაფრის კეთება უყვარს დახვეწილად. ახასიათებს ლამაზი საქციელი რომელიც გულიდან მოდის .
შემოქმედებითი პიროვნება და დიდი გამომგონებელია (თუ მერკური არ არის დაზიანებული)
ღირსეული, სამართლიანი და კეთილი მამაკაცია . სურვილი აქვს ყველა მოიმადლიეროს.
ის ნამდვილი რაინდია! ცდილობს ახლობლებს შეუქმნას დღესასწაულის და სიხარულის ატმოსფერო.
გარეგნულად სჩანს დაღლილი და მოწყენილი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - თუ არ უყვარს თავისი სამსახური, არ აინტერესებს ან არ აქვს თვითგამოხატვის საშუალება. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება - გამოიყურება როგორც მეფე და რაინდი.
ინტიმურ ცხოვრებაშიც სურს "მეფობა" , იჩენს მოსაზრებულობას და უყვარს როცა ყველაფერი გამოიყურება ლამაზად.
მარსი ქალწულში მიწიერი, შრომის მოყვარე მამაკაცია. ხშირად ძალიან მოსაბეზრებალი და მოსაწყენი. ყველაფერში ცდილობს გაერკვეს და ჩაწვდეს მის არსს.
პრაქტიკულია, საქმიანი. არ აშინებს არანაირი სამუშაო. ამ საკითხში ის საიმედოა . ყველაფერს გააპრიალებს, გააკეთებს მაღაზიაშიც გაგეგზავნებათ. ყველაფერს აკეთებს ოსტატურად.
ეს მამაკაცი დიდი მნიშველობას ანიჭებს წესრიგს და მოხდენილობას როგორც საკუთარ თავში ასევე სხვა ადამიანებში .
კარგად ერკვევა ტექნიკაში, საზრიანია და შეუძლია აითვისოს ნებისმიერი რამ.
ინტიმურ ცხოვრებაში მშვიდია, ძალიან ემოციური არაა მაგრამ სამაგიეროდ პრაქტიკულია. უყვარს სისუფთავე და სრულყოფილება.
მარსი სასწორში ის დამოკიდებულია გარშემომყოფების აზრზე , ცდილობს ანგარიში გაუწიოს ქალების შეხედულებებს. გამძაფრებული აქვს მოვალეობის და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიზნად აქვს ურთიერთგაგების მიღწევა ქალებთან ურთიერთობებში.
სიყვარულში და ურთიერთობებში აღიარებს მხოლოდ თანასწორობას. უყვარს ყველაფრის კეთება პარტნიორთან ერთად. პარტნიორის არსებობა არის მისი ცხოვრების საყრდენი. იზიდავთ ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე ქალები , უყვართ მათთან კონფლიქტი.
სიყვარულში "ბინძურ საქმეს" საკუთარ თავზე იღებენ. თუ მას ძალიან სთხოვენ , საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერზე თანახმაა .
საკმაოდ კარგი კულისებს მიღმა მოთამაშეა, გადატრიალებების დიდოსტატია . შეუძლია მიზნის მიღწევა სხვების გამოყენებით თან ისე რომ საერთოდ არ "გაისვაროს" . არ უყვარს ერთი ერთზე შეტაკება რთულ სიტუაციებში.
ინტიმურ ცხოვრებაში ყურადღებიანია პარტნიორის თხოვნის მიმართ , ითვალისწინებს ყველა მის სურვილს.
მარსი მორიელში ძლიერი , ამტანი და შრომისმოყავრე მამაკაცია. ორიენტირებულია კოლექტივზე და მუშაობს მარტო კოლექტივში. იშვიათად არის დაკავებული ინდივიდუალური საქმიანობით. ძალიან აკურატულია. უყვარს სახიფათო სიტუაციებში მუშაობა. ჯანმრთელობისთვის საშიშ წარმოებებში და სამხედრო სფეროში.
არ ეშინია რისკის, როცა საჭიროა მიდის შტურმით. შეუძლია კარგად გამოიმუშავოს. თუ შეიძლება გაუჩდეს კარგი შემოსავალი - წინააღმდეგი არაა ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ძალიან საქმიანია.
მოხერხებულად შეუძლია შენიღბოს საკუთარი საქმიანობა და გასცეს ინფორმაცია მხოლოდ მაშინ როცა მას ეს აწყობს.
ასეთი მამაკაცის მოთვინიერება შეუძლებელია. არასოდეს დაგემორჩილებათ და არ მიიღებს თქვენს შეხედულებას. ინტიმური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივ ბობოქარია , ამის გარეშე ის ავად გახდება.
მარსი მშვილდოსანში ძალიან ენერგიულია. დიდი ოპტიმისტია, კამპანიის სული და გულია. თუმცა შეიძლება იყვნენ ტირანები , ფიცხი და მიზანდასახულები.
კარგად მუშაობენ უცხოურ კომპანიებში. ეხერხებათ ახალი კონტაქტების დამყარება , მეგობრების შეძენა რომლებიც დიდი პატივისცემით მოეპყრობიან.
ამ მარსის მდებარეობის მქონე მამაკაცები ბევრია მეცნიერებაში . ძალიან მიზანდასახულია და ღირსეულად ეხერხება საკუთარი თავის "მიწოდება " საზოგადოებისთვის.
მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ავტორიტეტული და სამაგალითო სხვებისთვის. სამართლიანია, იცავს საზოგადოებაში მიღებულ კანონებს.
ინტიმურ ურთიერთობებში სიამოვნებს მასწავლებლის როლში ყოფნა . უყვარს ცვლილებები
მარსი თხის რქაშიძალიან სერიოზული და მიზანდასახული მამაკაცია. მოქმედებებში თანმიმდევრულია. ეხერხება ფულის შოვნა. არ უყვარს როცა სხვებზეა დამოკიდებული.
თავდაჯერებულობა ანიჭებს იმის განცდას რომ დაკავებულია სერიოზული საქმით და ის პროფესიონალია. მაშინ ის ძლიერია და თავდაჯერებულია საკუთარ და სხვების თვალში.
მომთხოვნია საკუთარი სამუშაოს ხარისხის და ასევე მისი გვერდით მყოფი ქალის მიმართ. ძალიან სერიოზულად ეკიდება ყველაფერს რაც დაკავშირებულია სამსახურთან და ფულთან. ისახავს მიზანს და და ნებისმიერი გზებით მიიწევს მისკენ.
ცდილობს გაამართლოს სხვისი იმედები. ინტიმურ ურთიერთობებში სერიოზული, არა ემოციური , კონსერვატორია . ზუსტია მოქმედებებში - მუშაობს მინიმალური დანარხარჯებით (

)
მარსი მერწყულში თავს მიიჩნევს გენიოსად. ბევრს ფიქრობს. ინტელექტუალი და თავისუფლების მოყვარეა. არატრადიციულად უდგება ტრადიციულ საკითხებს. ამის გამო მათშორის ბევრია მეცნიერი. მას უჭირს ჩაწვდეს სხვის აზრს , მსითვსი უფრო მოსახერხებელია მოიფიქროს საკუთარი. აქცენტს ყოველთვის აკეთებს მომავალზე.
კარგი მეგობარია როგორც მამაკაცებისთვის ასევე ქალებისთვის. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მეგობრების თხოვნის გამო. ასეთი სახით ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ამასთან დახმარებას უწევენ უფრო ხშირად უანგაროდ. ეს კოლექტივის ადამიანია.
უყვარს ექსპრიმენტები , ყველაფერი ახალი და უჩვეულო. მამაკაცი მარსის ამ მდებარეობით თავისუფლების მოყვარეა, მისი თავისუფლების შეზღუდვით გახდებით მისთვის #1 მტერი (

)
ინტიმურ ცხოვრებას აკლია ვნება , სამაგიეროდ ბევრია ექსპერიმენტები . ქალთან მეგორობა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე სიყვარული.
მარსი თევზებში მრავალფეროვანი უნარების მქონე მამაკაცია. ყველაზე კარგად ახდენს რეალიზებას - კინოში. რადგან კარგად ეხერხება როლის მორგება და თამაში ისე როგორც არავის. ასევე შეუძლია გახდეს წარმატებული მეცნიერი.
კარგი რეალიზაცია საკუთარი შესაძლებლობების მას შეუძლია "საზღვაო" პროფესიებში ( მეთევზე, მეზღვაური და ა.შ) შეუძლია და უყვარს კიდევაც სამსახური ერთფეროვან გარემოში. აქვს უნარი კარგად გამოიმუშავოს.
ძალიან ემოციურია. უყვარს ლავირება . ცხოვრების დასაწყისში - არაა საკუთარ თავში დარწმუნებული. ასაკთან ერთად ემატება გამოცდილება და ხდება მოუხელთებელი რის გამოც შეიძლება ბევრს მიაღწიოს.
რომანტიულია. ინტიმურ ურთიერთობებში შთაგონებული, გამგები , რომანტიული და ემოციურია.
* * *
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...