Jermina ჰო ეგრე ყველა გადაგივლის ( თუ გაამწარე) მორიელიც, თხის რქაც, კუროც და ა.შ.

პატარა ყველაფერი საყვარელიაო , ჰოდა მარს მორიელსაც აქვს ეგეთ ბუნჩულა მომენტები

გემიგეეთ? ვმაიმუნობ რა
------------------------------------------------------------------------------
ბარემ ამას მოვიტან, ვრცელი ინფორმაციაა

წყარო
http://astro-archive.blogspot.com/2012/06/...-post_1871.htmlმარსი მორიელში
მარსი წყლის სტიქიაში
როდესაც მარსი იმყოფება მორიელში, მისი თვისებები ვლინდება განსაკუთრებით ენერგიულად. განვითარებული ცხოვრებისეული კუთვნილება, მძაფრი შეხედულებები, ძლიერი სურვილები და ინტუიციაზე დაფუძნებული საგნების დახვეწილი აღქმა – ესაა მარსი მორიელის მახასიათებლების მხოლოდ ნაწილი . მარსის ნამდვილად ერთ–ერთი ყველაზე ენერგიული მდებარეობაა. მისი ენერგიითაა დამუხტული ყველაფერი, რასაც აკეთებს და ეხება ეს ინდივიდი, მათ შორის ურთიერთობებიც. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ამას მიზანდასახულად, ენერგიულად და გატაცებით აკეთებენ. თავის მოქმედებებში ეყრდნობიან ინტუიციას , მაგრამ ამასთანვე საფუძვლიანად ფიქრობენ ყველა ნაბიჯზე., ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ ყველა ფაქტორი და ის შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ეს ყველაფერი ხდება მათში ქვეცნობიერად და შემდეგ ხდება გადაცემა ცნობიერზე ინტუიციური შეგრძნებების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ გადაწყვიტეს მოქმედება , ძალიან რთულია მათი შეჩერება. საოცარი გამომგონებლობა ეხმარებათ მიაღწიონ წარმატებას ყველაზე რთულ საქმიანობაშიც კი, რომლისთვისაც ერთი შეხედვით სულაც არ იყვნენ მზად.
საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების მძაფრი აღქმა ან მიზანდასახულობა დაბრკოლებების გადალახვის დროს ამ ადამიანებს ხდის ძალზედ სასარგებლო მოკავშირეებად ან საშიშ მტრებად (მათ ადამიანებთან ურთიერთობებში არაა შუალედი , ისინი არიან ძალიან ერთგული საკუთარი მეგობრების, მაგრამ წყენას და ღალატს არასოდეს პატიობენ). მართალია მორიელი ითვლება სექსუალურ ნიშნად , მისი მთავარი განსაკუთრებულება გამოიხატება იმაში, რომ ისინი ნებისმიერ საქმეს ეკიდებიან ჟინით (ვნებით) , საკმაოდ სექსუალურია ბევრი სხვა ზოდიაქოს ნიშანი (კურო, თხის რქა,ლომი), მაგრამ არც ერთი მათგანისთვის არაა დამახასიათებელი ისეთი დიდი ვნება როგორიც მორიელისთვის.
მარსი მორიელის არსი
• საკუთარ მიზნებს აღწევენ ენერგიულად, დაჟინებულად მაგნიტური მიზიდულობის ძალით. .
• ფიზიკური ენერგიის და ინიციატივის სტიმულირებას ახდენს ჟინიანი სურვილები და რთული ცხოვრებისეული გამოცდები. ახასიათებთ ძალიან დიდი ამტანობის უნარი.
• სქესობრივი მიზიდულობა მოტივირდება მოთხოვნილებით , ჰქონდეთ ემოციური სიახლოვე და სიღრმისეული განცდები. იდუმალებამ ,თავდაცვის მოთხოვნილებამ და სიტუაციის ტოტალური კონტროლმა შეიძლება ხელი შეუშალოს თავისუფალ თვითგამოხატვას.
ორივეს სქესის წარმომადგენლები მარსით მორიელი , ყველაფერზე რეაგირებენ სწრაფად, თუმცა იმის გამო, რომ ცდილობენ არ დაკარგონ თვითკონტროლი, არ უყვართ ამის ჩვენება. თუმცა ემართებათ ჩავარდნები, განსაკუთებით მაშინ, როცა მიდიან უკიდურეს წერტილამდე და ნეგატიური ემოციები ძალიან დიდხანს გროვდება. მათ ახასიათებთ არაჩვეულებრივი თვითგადარჩენის ინსტიქტი და ძალიან ფაქიზი ინტუიცია. , თუმცა ეს მათ ხდით საკმაოდ ეჭვიანებს და პარანოიკებს. მათთვის ჩვეულია ექსტრასენსორული აღქმა . იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს მათ შეუძლიათ სხვისი აზრების წაკითხვა , ეს მათ ეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში, საიდუმლოების ამოხსნაში, ნებისმიერ სტრატეგიაში ნაკლის აღმოჩენაში და მათ შორის დაკარგული ნივთების პოვნაში! ბუნებრივია მათი დახვეწილი მგრძნობიარობა, ქრონიკული ეჭვიანობა და ხანდახან სიფიცხე, ახლო ურთიერთობებს ხდის ნამდვილ გამოცდად მათი თავშეკავების და განსაკუთრებით ემოციების კონტროლისთვის. თუ თავს გრძნობენ შეურაცხყოფილებად ინსტიქტი უბიძგებთ შურისძიებისკენ , თითქოს უნდათ გააქარწყლონ წყენა და აღადგინონ სამართლიანობა თავდასხმით.
სექსს უდგებიან განსაკუთრებით სერიოზულად და ხშირად აქვთ კონფლიქტი ამის გამო. მათი სქესობრივი მომწიფება ხდება საკმაოდ ადრეულ ასაკში, ისინი გრძნობენ საკუთარ თავში მძლავრ სექსუალური ენერგიის ნაკადს, მაგრამ მათ არ მოსწონთ ამის საკუთარ თავში შეკავება , ამასთან ყველაზე მეტად არ სიამოვნებთ ის, რომ სქესობრივი ინსტიქტი ერთადერთი რამაა, რომლის კონტროლიც არ შეუძლიათ. ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდილობს ეს აკონტროლოს საკუთარი გრძნობების უკიდურესობამდე მიყვანით. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ინდივიდები ცდილობენ უარყონ საკუთარი სექსუალურობა და ტაბუ დაადონ მას, კიდევ უფრო აძლიერებს მათ ინტერეს ამ საკითხის მიმართ. სქესობრივი ცხოვრება გზას უხსნით ღრმა ემოციების გაცვლისაკენ, რომელსაც ასე ძლიერად არიან მოწყურებული, ეს ერთადერთი რამაა, რომლის უფლებასაც თავს აძლევენ ზედმეტი შფოთვის გარეშე და უშვებენ უკონტროლოდ ქვეცნობიერიდან. ასეთი მარსის მდებარეობის მქონდე ადამიანების უმრავლესობას სექსში ყველაზე მეტად მოსწონთ განცდების ინტენსივობა და ფუნდამენტალური სასიცოცხლო ენერგიის მძლავრი ტალღა. ზოგიერთი მათგანი სქესობრივ ცხოვრებაში ხედავენ შესაძლებლობას შეიმეცნონ გრძნობების ახალი განზომილებები, რასაც მიჰყავს ისინი პიროვნების ტრანსფორმირებამდე.
ქალები - მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსით მორიელი არიან განსაკუთრებით სექსუალურები და საჭიროებენ იმის რეგულარულ დამტკიცებას, რომ სასურველები არიან. ზოგიერთ მათგანს აქვს ისეთივე მაგნიტიზმი, როგორიც მამაკაცებს ანალოგიური მარსის მდებარეობით. ისინი ყოველთვის თავისუფალი და გაბედულები არიან , გააჩნიათ გარკვეული სტრატეგია , რომელსაც ყოველთვის მისდევენ, თუმცა იშვიათად ხსნიან მას. ყველაფრის კონტროლის სურვილს ზოგიერთ შემთხვევაში მიჰყავს კონფლიქტებამდე , რადგან მათ სურთ პარტნიორში იხილონ ძლიერი მამაკაცი , თუმცა ამავდროულად აქვთ ძლიერი სურვილი იყვნენ დომინანტები ურთიერთობებში. საკმაოდ ეჭვიანები არიან (ასეთ მომენტებში არიან ძალიან ბოროტი და არასასიამოვნო) და სურვილი აქვთ იგრძნონ პარტნიორთან მჭიდრო კავშირი .
ეს ქალები ნამდვილი “ელექტროსადგურები” არიან, მათ შეუძლიათ მრავალი შესაძლებლობები ჰქონდეთ ცხოვრების სხვადასხვა საკითხებში – მკურნალიდან დაწყებული სპორტით და ბიზნესით დამთავრებული. არიან გამომგონებლები და ნიჭი აქვთ ყველაფერში, მათ შორის ოჯახის გაძღოლაშიც.მათი მძლავრი ენერგეტიკა აფრთხობს ზოგიერთ მამაკაცს, თუმცა ეს არც ისე ცუდია , რადგან მათ სჭირდებათ ისეთი მამაკაცები რომლების თავადაც საკმაოდ ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. მათ იზიდავთ ენერგიული და ვნებიანი მამაკაცები, რომლებიც მრავალმხრივ ახდენენ საკუთარი სიყვარულის დემონსტრირებას , თუნდაც ეჭვიანობით. ზოგიერთ მათგანს სულაც არ სურს ძალიან დიდი დამოუკიდებლობა , თუმცა ურჩევნიათ აცნობიერებდნენ რომ აუცილებელი არიან თავისი პარტნიორისთვის, სასურველი და დაფასებული.
კაცები - ძლიერი სქესის წარმომადგენლები მარსით მორიელში, როგორც წესი, ქარიზმატულები არიან. ისინი ასხივებენ მაგნიტური საქსუალური მიმზიდველობის აურას. ასეთი მძლავრი ენერგეტიკული გამოსხივების მქონე ადამიანები გარდაუვლად იწვევენ ასეთივე მძლავრ რეაქციას გარშემომყოფებში, რომლებიც განიმსჭვალებიან მათ მიმართ მყისიერი სიმპათიით ან პირიქით, აღივსებიან სიძულვილით. ჩვეულებრივ მიზანდასახული, გამბედავი და მოუთმენელები არიან. ხანდახან რთული პარტნიორები არიან, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციებში, როცა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, უმჯობესია ასეთი მამაკაცი თქვენს მომხრედ გყავდეთ.
მათთვის დამახასიათებელი სიზუსტის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი, შერწყმული დრაივთან და ინტუიციასთან, ბევრი მათგანი აღწევს დიდი წარმატებას ბიზნესში და ინდივიდუალურ საქმიანობაში. მათგან გამოდის ასევე კარგი დეტექტივები, მეცნიერები და მკურნალები.
რადგან ეს ინდივიდები ძალიან ჯიუტები არიან (ასაკთან ერთად ეს თვისება კიდევ უფრო მძიმდება), მხოლოდ ძალიან ჭკვიან და მათდამი სიმპათიით განწყობილ პარტნიორს შეუძლია აიძულოს ისინი, ჯერ განიხილონ და მხოლოდ შემდგომ მიიღონ რაიმე შეხედულება ან მოახდინონ განსხვავებული მოქმედება. მარსით მორიელებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეიცვალონ და გაიზარდონ პიროვნულად, განსაკუთრებით თუ მისდევენ რაიმე თვითგანვითარების პროგრამას (როგორც ეს ძირითადად ხდება), თუმცა ინსტიქტურად ეწინაარმდეგებიან გარშემომყოფებისგანმანიპულირების მცდელობას. მამაკაცები მარსის ასეთი მდებარეობით ფლობებ ენერგიის დიდ მარაგს (მათ შორის სექსუალურ ენერგიას) და იოლად უსხლტებიან ნებისმიერ უსიამოვნებას.
წყარო: enigma-project.ru
©რუსა