წყლები
კირჩხიბშიმარსიანელი კირჩხიბი მოწონებულ ობიექტს დაუყოვნებლივ ლოგინში არ მიათრევს. ის მოთმინებით ელის ცდუნებისთვის ხელსაყრელ მომენტს. სექსუალურ ურთიერთობაში ემოციური მხარე მისთვის ცალსახად პრიორიტეტულია. იმდენად მგრძნობიარეა,ნებისმიერ დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვას შეუძლია ღრმა ჭრილობები მიაყენოს. ზუსტად გრძნობს პარტნიორის ემოციურ ვიბრაციებს და შეუძლია გამოიცნოს მისი საიდუმლო სურვილები.
სასიყვარულო აქტი მისთვის საოცარი ხელოვნებაა,სადაც მთავარ როლს გარემო და ემოციური განწყობა ასრულებს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს უსაფრთოების შეგრძნებას_100% დარწმუნებული უნდა იყოს,რომ კარს არავინ შეუღებს და არც მობილურზე შეაწუხებენ. თუ ამ მარსთან სექსით დაკავებას აპირებთ,წინასწარ აღკვეთეთ ნებისმიერი ხელშემშლელი ფაქტორი. რომანტიული ვახშამი სანთლების შუქზე და არომატიზებული აბაზანა კი პირიქით,ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.
ეს მარსი,ბევრისგან განსხვავებით,წლებთან ერთად სულ უფრო იხსნება და საინტერესო ხდება სექსუალური თვალსაზრისით. თუ მას ახლო სულიერი კავშირი ჩამოუყალიბდა ერთ პარტნიორთან,რჩეულს ძლიერ ეჯაჭვება წლების განმავლობაში.
მორიელში თუ მას ვინმეს მიმართ სექსუალური ინტერესი გაუჩნდა,გარკვეული დროით ისე იქცევა,თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევს,სანამ სიტუაცია პირისპირ არ დააჯახებს ინტერესის ობიექტთან ან თავად გადაწყვეტს,რომ მისი დაპყრობა და ლოგინში შეთრევა უნდა ნებისმიერ ფასად. ხშირად ამ „შემთხვევითი“ შეხვედრებს და ინტიმური სიტუაციებს თავად აწყობს.
ამ მარსის სექსუალური ხიბლი იმდენად ბუნებრივია,სხვისი გრძნობებით მანიპულირების უნარი კი იმდენად შეუმჩნეველი და მოუხელთებელი,რომ სამიზნე აუცილებლად გაებმება მახეში. როგორც კი ნადავლს დაეპატრონება,იწყება ბობოქარი ვნებები: მარსიანელი მორიელის გრძნობების სიმხურვალე იმდენად ღრმა და დაძაბულია,რომ მალე მათი საყვარელი ცხოვრებისეული დრამებიც არ დააყოვნებს.
ეს მარსი იმ შემთხვევაში ჩერდება დიდი ხნით ერთ პარტნიორთან,როცა პერიოდულად მისი მეწყვილე ან თავად ცოფიან ეჭვიანობის სცენებს აწყობენ და ურთიერთობა დრამებით არის გაჯერებული.
სექსით დაკავება ნებისმიერ ადგილას და პირობებში შეუძლია. მთავარი არა ინტერიერი,არამედ გააფთრებული გრძნობებია,რომელიც სასწრაფოდ უნდა გადააფრქვიოს უბედურ მსხვერპლზე. თუ მისი სამიზნე უახლოეს რამდენიმე თვეში არ გაექცა,ეს უკვე ხანგრძლივი ურთიერთობების ნიშანია. ურთიერთობისთვის კი მარსიანელ მორიელს მთელი ცხოვრება შეუძლია „მუშაობა“ და ნებისმიერ მსხვერპლზე მზად არ არის.
მეტა რუსა: რაო იმ "მახინჯმა",რატომ ხართ სადისტებიო?
თევზებშიმოხერხებულად აბამს მოწონებულ პარტნიორებს სრულიად ამოუცნობი მეთოდებით,ისე,რომ კონკრეტულად არაფერს აკეთებს. მხოლოდ ლოგინში აღმოჩენის შემდეგ იხსენებს,რომ სულაც არ აპირებდა თქვენთან ასე ღრმად შემოტოპვას. თუმცა ჰარმონიისა და სულიერი სიმშვიდის გარემო აიძულებს კვლავ და კვლავ დაბრუნდეს თქვენს საძინებელში. სულ მოკლე დროში ურთიერთობა შემდეგ ფაზაში გადადის. მაგრამ თუ მარსიანელ თევზებს ურთიერთობაში ჩაბმა არ სურს,ვერავითარი ძალა დედამიწის ზურგზე ვერ აიძულებს ამის გაკეთებას. თუმცა თუ მის გრძნობებს ვინმე შეეხო,ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებს,ნელა და შეუმჩნევლად გაახვევს ამ ადამიანს საკუთარი მომხიბვლელობის ატმოსფეროში.
მარსი თევზებში უაღრესად მგრძნობიარე და ბუტიაა. უყურადღებობის გამოვლენა ღრმა ჭრილობას აყენებს. ხანდახან კვირები და წლები სჭირდება, რომ პარტნიორს დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვა ან სხვისკენ გაქცეული მზერა აპატიოს. მას არ უყვარს მტკივნეული პრობლემების განხილვა. მისთვის რთულია სიტყვებით გადმოსცეს განცდილი ტკივილი.
გარემოს მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის სექსუალურ ცხოვრებაში. სუნები,მუსიკა,განათება_ყველა ეს ატრიბუტი შეუმჩნევლად აღაგზნებს ან პირიქით,გრძნობებს უკლავს მარსიანელ თევზებს.
მისი ინტიმური ურთიერთობები ხშირად უსასრულოდ გრძელდება. შეიძლებ თავად ფიქრობდნენ,რომ უკვე დასრულდა და მოულოდნელად კვლავ გრძნობების ახალი ტალღა იპყრობს. მათი გაწყვეტა მხოლოდ ნებელობითი ძალისხმევით შეიძლება. სექსი მზერებით,ბგერებით,მთვარის შუქზე სეირნობით იწყება და დაუვიწყარ შეგრძნებათა მთელ გამა ჰარმონიულად გადაიზრდება სექსუალურ ცეკვაში. სექსი მათთვის წმინდა და საიდუმლო რიტუალია_ამაზე არ საუბრობენ. სიტყვების მაგივრობას შეხება და კოცნები ასრულებენ.