mad_manსავანის მოწყობა შეიძლება მშვენივრად აქაც...
მაგრამ ფრთები უნდა მოვიჭრა ასე ვთქვათ ეგ რომ მოვახერხო
მეხსიერებაც უნდა წავიშალო
და კიდევ რაღაც რაღაცეები

არადა უბრალოდ ადგომა და წასვლა შესაძლებელია ამ ქვეყნიდან და ცხოვრების ახლიდან დაწყება
ასჯერ ვკითხე დედაჩემს სხვადასხვა დროს და 7 საათზე დაიბადეო
მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლება
ჩემი პირადი რუკა კიარა მე ვკიდივარ ჩემი ცხოვრებითურთ ფეხებზე

სამშობიაროში ინახება ჩემი ზუსტი თარიღი
ნუ სავარაუდოდ 7 საათი იქნება
მადლობა ჩემი რუკის გადასახედად რომ მოიცალე
ხანდახან კი ვფიქრდები ხომ არ ვცდები მეთქი, მაგრამ მერე რაღაც დროის შემდეგ ჩემს აკვიატებულ აზრებს ადამიანები სიტყვებით ან საქმით ამყარებენ
ამ ადამიანებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებაც პიკს ახწევს
შემდეგ რაღაც ცუდი ხდება და ასე... არაფერი იცვლება რამდენი წელია
ჩემი თავშესაფარი მსხვერპლის როლის ბოლომდე გასისლხორცება ხდება, შემდეგ ათასი ფიქრი მატყდება თავზე და ვგიჟდები
უცხოეთში კი არც ნათესავები იქნებოდა, არც ნათესავების ნათესავები და ასე შემდეგ...
ჩემს ახლობლებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა, ბოლომდე ვითამაშო ის ადამიანი ვინც არ ვარ
ჩემი ნათქვამი თეთრი შავად ესმით, მე შემიძლია შავადვე ავუხსნა ხომ თავიდანვე, მაგრამ ასე დავიტანჯები , სიყვარული რომ მქონდეს კი , მაგრამ ადამიანი რომელიც არ გევასება მისთვის ამხელა შეღავათის გაწევა რომ საკუთარი თავი დაივიწყო რთულია, მერე შურიანი ვხდები იმიტომ რომ ის ისევ საკუთარ თავს ითამაშებს მე კი მისი კარგად ყოფნისთვის ის უნდა ვიყო ვინც არ ვარ, ვილაპოარაკო მისთვის გასაგებ ენაზე და არა ისე როგორც მე მინდა, მოვიქცე ისე როგორც მას უნდა და არა როგორც მე მინდა
მთელი მსოფილო თუ განადგურდება და მარტო საქართველო დარჩება, მხოლოდ მაშინ თუ შევეცდები ამ სიტუაციაში ადგილის დამკვიდრებას.
ახლა ვცდილობ საფიქრად დრო აღარ დამრჩეს სულ რაღაცას ვაკეთებ