ლილითი (ებრაულად : לילית; ქურთულად: شەوە; არაბულად: ليليث ლათინურად: Lilit)
ლილითი როგორც ქალისა და გველის სხეულებისაგან შემდგარი არსება აწვდის ევას ვაშლს.
ეს სახელი მხოლოდ ერთადერთხელ გვხვდება ბიბლიაში.თუმცა მისი მითიური წინასახე, ეგრეთ წოდებული ლილ-სულების შესახებ თქმულებები შუამდინარეთში ფართოდ იყო გავრცელებული.
ბაბილონური თალმუდი მოგვითხრობს ლილითზე, ფრთებიან, გრძელთმებაიან დემონზე, რომელიც ღამღამობით ესაფრება მარტო მძინარ მამაკაცებს, რათა ისინი აცდუნოს. ლილითის ვაჟიშვილი ,,ჰომინი“ იგივდება ბოროტების სპარსულ ღმერთთან აჰრიმანთან – რომელიც თავის მხრივ სიკეთს ღმერთის აჰურა მაზდას მოწინაღმდეგეა.
თარგუმში, კერძოდ კი 91ფსალმუნში ლილითი იგივდება ,,ღამის შიშთან“ აარონის კურთხევის თარგუმისეულ ვარიანტში, ფსეუდო იონათანი ამბობს რიცხვთა წიგნში: ,,დაე ღმერთმა, დალოცოს შენი საქმეები. დაგიფაროს ავი სულებისაგან (არამეულად – ,,לילי“ ლილი ), რომლებიც შიშს გგვრიან დილით და შუადღით. ასევე ღამის დამანგრველი დემონისაგან“. სხვადასხვა დასახელების(ფიცნაი-ლილით,ამრით-ლილით,გუპრით-ლილით) მქონე ეს ქალღმერთი უამრავი დემონების დედადაა. თუ ის სხვის შვილებს ვერ პოულობს,მაშინ თავისივე შვილებს კლავს.
მკვდარი ზღვის ხელნაწერებში არსებული ბენ-სირას ანბანი, ზოჰარი (9.-10.საუკუნეები) ასახელებს მიდრაშული ლიტერატურიდან წარმომდგარ ლეგენდას. ლეგენდის თანახმად, ადამი ევას შექმნამდე ლილითთან, ერთერთ ფიცნაია დემონთან ერთად ცხოვრობდა(Eruvin 18b). ამავე ტექსტში ლილითი აღწერიალია როგორც ,,პირველი ევა“,რომელმაც არ ისურვა ყოფილიყო ადამთან მიმართებაში მეორე ხარისხოვანი და სექსუალური ასპექტით მასზე დამცრობილ მდგომარეოაბაში.
ლეგენდა მოკლე სახით შეგვიძლია ასე დავწეროთ: ,, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.
”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.
“მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი.მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი“
ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი ვრცლად არის აღწერილი “ბენ-სირის ანბანში”:
“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილითმა.
- არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილითი, – არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილითმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა და შეუთვალა: უკან დაბრუნდი , თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილითმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, 
მოკლედ რა თავი შორს უნდა გვეჭიროს იმ ზოდიაქოსგან სადაც ეგ ქალბატონი ბრძანდება,