,სელენა (ბერძ. Selas- სინათლე, სხივი)
(თეთრი მთვარე, იგივე მფარველი ანგელოზი)
ლეგენდის თანახმად ღმერთებმა შექმნეს სელენა იმისთვის, რომ ადამიანს ენახა წყვდიადში სინათლის შესვლა.
სიბნელე, ღამე- ოდითქგანვე ილუზიების, ცდუნების, ბოროტი სულების სიმბოლო იყო. სელენას - კაშკაშა მანათობელს, აქვს საწინააღმდეგო დატვირთვა, ის არის ერთგვარი ლამპარი, არღვევს წყვდიადს და ხსნის ნიღაბს ყველა ავ სულს.
თეთრი მთვარე არის ფიქტიური პლანეტა, ის არის ადამიანის გზამკვლევი ცხოვრებაში, მისი დაცვა. სელენა მეტყველებს ადამიანის წინა რეინკარნაციის დადებით, სწორ სვლებზე, მიგვითითებს წინა ცხოვრებაში რა სფეროში დავაგროვეთ ყველაზე მეტი ქულა და ადამიანს აძლევს ამ ქულების გამოყენების საშუალებას. თუ ადამიანი იღბლიანია ან წარმატებულია ეს სწორედ სელენას დიდი დამსახურებაა, მაგრამ მას სჭირდება კვება, საზრდოობა...ყოველდღიურად ჩვენი ქცევით შეგვიძლია გავაძლიეროთ ან პირიქით შევასუსტოთ მისი არსი. (რომ არაფერი ვთქვათ შემდეგი ცხოვრების ქულებზე). ეს არის ადამიანში- სიკეთის პოტენციალი.
თეთრ მთვარეს აქვს 7 წლიანი ციკლი და 7 თვიანი მიკროციკლი. ბუნებაში ეს ციკლი უკავშირდება ორსულობასაც ( 7 თვიანი ბავშვები ითვლებიან სელენას შვილებად).
თეთრი მთვარის წლებია (როცა ის ასაჩუქრებს ადამიანს) : 7; 14 ; 21; 28; 35; 42; 49; 56; 63; 70; 84 და ა.შ.
35 წლის ასაკში სელენა და ლილიტი ხვდებიან თავის თავს პირველად - ეს ასაკი არის კოსმიური გამოცდების ჩაბარების პერიოდი, ესეთი პერიოდი მეორდება 63 წლის ასაკშიც, ამ დროს ადამიანი საბოლოოდ აკეთებს არჩევანს სიკეთეს და ბოროტებას შორის.
თუ ნათალურ რუკაში თეთრი და შავი მთვარე ერთად მოხვდნენ, ეს ნიშნავს , რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი ცუდს და კარგს ვერ არჩევდა, ესეთ ადამიანებს მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების ნორმები არეული აქვთ.
სელენას და მის ოპოზიციას ლილიტს ( შავი მთვარე ) აერთიანებთ ერთი რამ - „რასაც დასთეს იმას მოიმკი“ ეს ორი სიმბოლო არის ერთი წრის თეთრი და შავი მხარე (ინი და იანი).
სელენას აქვს განვითარების 3 დონე:
1 დონე - ადამიანი განვითარების მაღალ საფეხურზეა, სინათლეს ასხივებს შინაგანად, არ ტკეპნის ერთ ადგილს პროგრესირებს და ვითარდება, ესეთი ადამიანები კარგი წინამძღოლები არიან, მარტივად ლახავენ ცხორებისეულ წინაღობებს. ეს დონე მიუთითებს იმაზე რომ ადამიანი წინა რეინკანაციაში უკვე იყო სიკეთის სამსახურში.
2 დონე - ადამიანი იღებს ჯილდოს თავისი ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის, ის იღებს იმას რასაც გასცემს.
3 დონე - აქ სელენა ადამიანს ხელს უშლის ცუდი საქმეების ჩადენაში, მაგრამ ადამიანი დაბრმავებულია, კმაყოფილების ნაცვლად მას აქვს სინანულის გრძნობა, რომ მისი მზაკვრული გეგმა არ შედგა.
ცხოვრებაში ხშირად გვაქვს გამოცდები. განსაკუთრებით კარმულ წლებში კი ამ გამოცდების შეფასებებს ვღებულობთ, რის მიხედვითაც ხანდახან ვხვდებით რა უნდა შევცვალოთ ცხოვრებაში,ზოგჯერ კი - ვერა.
ხდება ისეც, რომ სელენა და ლილიტი შეთანხმებულად მოქმედებენ: როდესაც ლილიტის ხაფანგში ამოვყოფთ თავს, გვგონია, რომ ამ უფსკრულს თავს ვერასდროს დავაღწევთ, მაგრამ ხშირად,სწორედ ამ დროსჩვენში ხდება საოცარი გარდატეხა და ვღებულობთ სელენას დახმარებას,ვდგებით სწორ გზაზე.მოკლედ, ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა გზაზე ვდგავართ, რომელ "ძალებს" ვემსახურებით, ჩვენი ყოველი ახალი დღეა- ჩვენი შეგრძნებები, ცხოვრებისეული სიურპრიზები (კარგი ან ცუდი).
ხანდახან ისე ვერთვებით ლილიტთან ბრძოლაში ( ცოტა სასაცილოა ), რომ საერთოდ გვავიწყდება თეთრი მთვარის „კვება“, არადა მასაც სჭირდება „საზრდოობა“- ჩვენი კეთილი საქმეებით, სიყვარულით.
ადამიანის მიმართ სიყვარული ერთადერთია, რასაც შეუძლია ისე დააუძლუროს შავი მთვარეც კი, რომ კაპიტულაციის თეთრი დროშა ააფრიალოს და მასში პატარა სიკეთის მარცვალი გააღვივოს........."
.......................................
აქაც იდოს ეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვები კიდევ დიდხანს არ მოასვენებს კაცობრიობის ცნობიერებას.