ლილიტი - ზოგადი დახასიათება
შავი მთვარე, იგივე ლილიტი მიუთითებს ადამიანის მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, კარმული ასტროლოგიის მიხედვით წინა ცხოვრების არასწორ ქმედებებზე ანგარიშის გასწორებაზე, კარმული ვალების გასტუმრების სფეროებზე, რისთვის „გასამართლდება“, მიუთითებს იმ ადგილზე, სადაც ბოროტებისგან დაცვა სუსტია . ლილიტი ფარულ გავლენას ახდენს მთვარის სფეროებზე და როდესაც ადამიანი იგებს მის არსებობაზე, ფუნქციებზე, მისი გავლენა ხილული ხდება და მიზანმიმართულად შეიძლება გაექცე ან დაამუშაო.
შავი მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანს გაივლის დაახლოებით 9 თვეში ერთხელ, ხოლო რუკის მიხედვით (სადაც იყო დაბადებისას ,ისევ იმ ადგილზე დაბრუნება) უნდება დაახლოებით 8.85 წელი (8 წელი და 310 დღე). ებრაულ დემონოლოგიაში ლილიტი ითვლება ბოროტ სულად,დემონ ქალად, რომელიც უმეტესად მამაკაცებს აცდუნებდა და მათგან ბავშვებს აჩენდა. ბიბლიაში ის იხსენიება ერთხელ სამ დემონთან ერთად:ლილუ, ლილიტი, არდატ ლილი. ერთ-ერთი ვერსიით, ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო, რომელიც თანასწორობას მოითხოვდა. როდესაც მათ იკამათეს, ლილიტი ადამისგან წამოვიდა. ღმერთისგან მასთან სამი ანგელოზი მივიდა, მაგრამ ლილიტმა დაბრუნებაზე უარი თქვა. შემდგომ ანგელოზებმა პირობა ჩამოართვეს, რომ სადაც ლილიტი მათ დაინახავდა ან მათ სახელს, იმ სახლს არ გაეკარებოდა. ერთ-ერთი ვერსიით , ამის შემდეგ ლილიტი სამაელის ცოლი გახდა, დემონების დედა. იუნგის აზრით, მისი გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
ასტროლოგიურად არსებობს სამი ლილიტი:
ასტეროიდი ლილიტი - მარსსა და იუპიტერს შორის, მზის გარშემო ერთი წრის დარტყმას 4 წელი უნდება. ზოგიერთი ასტროლოგი მას თვლის კულტურულ სტერეოტიპებზე უარის თქმის, საზოგადოებისგან გაქცევის წერტილად. ასცენდენტზე მისი მდებარეობა მიუთითებს მშვიდ, პირქუშ ადამიანზე, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მისი სიმბოლოა ხელის გამაფრთხილებელი ან დალოცვის მსგავსი ჟესტი. შესაძლოა პათოლოგიურ დამოუკიდებლობასაც იწვევდეს.
ჰიპოთეტური ლილიტი - „ბნელი მთვარე“ , მთვარის მეორე მხარე. მოსაზრების თანახმად, ესაა მეორე მთვარე, რომელიც დედამიწის გარშემო წრეს არტყამს.იშვიათად ჩანს და ისიც მხოლოდ მზესთან ოპოზიციის შემთხვევაში, ან როცა მისივე ჩრდილი მისი მდებარეობასთან ოპოზიციაშია (?). ასტრონომები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს მთვარე დაინახეს, თვლიან, რომ ჩვეულებრივ მთვარეზე პატარაა. დედამიწის გარშემო ერთი წრის დარტყმას უნდება 119 დღეს, 1 ნიშანში დაახლოებით 10 დღეს ჩერდება. ბნელი მთვარე ითვლება პრიმიტიული, ტრანსპერსონალური ინსტინქტების, თვითიდენტიფიკაციის ძიების წყაროდ. Дельфин Джей-ს აზრით, ბნელი მთვარე არის მაქსიმალური ობიექტივაციის წერტილი (ჩვეულებრივი მთვარე კი მაქსიმალური სუბიექტივაციის წერტილად ითვლება), სულიერი მემკვიდრეობის წერტილი.
ლილიტი „შავი მთვარე“ -მთვარის ორბიტის აბტსრაქტული გეომეტრული წერტილი, მისი აპოგეა. ძლიერი ემოციების გამომწვევი, ინსტინქტების აღმომცენებელი, ილუზიების გამომწვევი,საფრთხის წერტილი. შავი მთვარე ითვლება კარმულ წერტილად მთვარის კვანძებთან ერთად. ლილიტი ხელს უწყობს ფიქრებს „ მხოლოდ მისი „დაჯერებით“ შეიძლება კონკრეტული პრობლემის გადაჭრა“. ლილიტი ნიშანში წარმოადგენს მისი მმართველის ფანტომს. მაგალითად , თუ ლილიტი მოხვდა თხის რქაში, გვევლინება შავ სატურნად, თუ ლომში- შავ მზედ და ა.შ. მისი ფუნქციები და გავლენა ფსიქიკაზე უმეტესად დაფარულია. მისი გამოვლინება სამ სტადიად ხდება: ა)როგორც შინაგანი სტიმულის, ბ)გარეგანი პროვოკაცია, გ)დროებითი გაუჩინარება, რომელსაც მუდმივად აღიქვამ (ანუ არ ქრება, შენ კი გგონია „დაამარცხე“).
ლილიტზე მუშაობისთვის დგინდება მისი გავლენის სფეროები, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა თვითკონტროლი. განსაკუთრებულ როლს დამუშავებაში ასრულებენ ის დისპოზიტორები, რომლებსაც არ აქვთ ლილიტთან ასპექტები, ანუ საკუთარ თავზე არ ცდიან ლილიტის პროვოკაციულ ჩართვებსა და ქმედებებს.
ასტროლოგიაში ლილიტი არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და ფარული გავლენის მქონე. მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება ყოველ 9 წელში ერთხელ, როდესაც ერთ ციკლს ასრულებს. ეს წლებია: 9, 18, 27, 36, 45, 54, 63, 72, 81, 90... როგორც უთითებენ, ამ წლებში სიფრთხილეა საჭირო, რადგან ცდუნებები იმატებს. თუ არ ვცდები, Волжина წერს, რომ 63 წლის ასაკში ადამიანი საბოლოო არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ლილიტის გავლენით ადამიანი შეიძლება დაბალი განვითარების ეტაპებამდე დავიდეს, სწორედ ლილიტის მდებარეობა გვიჩვენებს ჩვენს საკუთარ ფარულ შეცდომებზე, მიდრეკილებებზე, კომპლექსებზე, შესაბამისად გავლენას ახდენს ცნობიერ და არაცნობიერ დონეებზე. თუმცა არსებობს მისი გავლენისგან თავდაცვის საშუალებები, რაც თავად ადამიანს შეუძლია შექმნას. როგორ გავლენას მოახდენს ლილიტი და როგორი თავდაცვა იქნება, დამოკიდებულია სულიერ განვითარებასა და საკუთარ თავზე მუშაობაზე.
პირველ დონეზე - ადამიანი იღებს სიამოვნებას და კმაყოფილებას ბნელი ქმედებებისგან, ლილიტი კი აძლიერებს ამ მდგომარეობას. ლილიტის მდებარეობა ნიშანსა და სახლში გვიჩვენებს თუ სად ეცემა ადამიანი, მისი სიძლიერის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ რამდენად მძიმეა დაცემა . ესაა აქტიური დონე, გასამკლავებლად საჭიროა დიდი ენერგია და ნებისყოფა. ერთ-ერთი ვერსიით, ლილიტის მდებარეობა ნიშანში უჩვენებს წარსული ცხოვრების ბნელ გადმოყოლილ კარმაზე, ამ დონეზე უარეს შემთხვევაში - ადამიანი ზუსტად იგივეს იმეორებს.
მეორე დონეზე - ადამიანი თავად აღარ მიდის ლილიტის „შემოთავაზებული“ გზებით, აცნობიერებს, რომ ეს ცუდია, ცოდვაა. ის საპირისპირო გზით იწყებს სიარულს-მონანიების ან/და გამოსწორების გზით. ადამიანი სასჯელს მიიღებს იმავე სფეროებში, რომლებშიც დააშავა. შესაძლოა უფრო მეტად გააქტიურდეს შავ კარმასთან დაკავშირებული სფეროები, იმატებს ფატალური შემთხვევები, მოულოდნელი სიტუაციები. ძველ წარმომადგენლებს სჯეროდათ,რომ ეს გზა უკეთესია, რადგან ასე ხდება ცოდვების გამოსყიდვა და აადვილებს რეინკარნაციის ჯაჭვიდან თავის დაღწევას
მესამე დონეზე - ადამიანი ხედავს უარყოფითს, ბოროტებას და არ ვარდება მასში, ობიექტურ დონეზე აქვს მკაფიო წარმოდგენა თუ რა არის ცუდი. ამ დონეზე უკვე კარმული ვალები გასტუმრებულია, შემუშავებულია იმუნიტეტი და „ბოროტება“ იდევნება. ეს მხოლოდ თვითცნობიერების განვითარებითა და მენტალურ დონეზე გაზრდით ხერხდება.
დედამიწაზე ადამიანი იბადება ლილიტის პირველი ან მეორე დონის გავლენით. ითვლება, რომ თუ პირველ დონეზე მყოფი გარდაიცვალა - მოინანია და იბადება მეორე დონეზე, ან ისევ იბადება პირველ დონეზე და ამ ცხოვრებაში გადადის მეორე დონეზე. მესამე დონეზე დაბადებული ადამიანები არ არსებობენ, ან ძალიან მცირე რაოდენობით არიან. როცა ადამიანი იცვლება პიროვნულად, ლილიტი წყვეტს პირველ დონეზე გავლენას და გადადის მეორე დონის გავლენაზე. თუ სუსტი ლილიტი გყავთ, ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში საკმარისად დაამუშავეთ. რაც უფრო ძლიერი ხართ სულიერ დონეზე და საკუთარ თავზე მუშაობთ, მით უფრო ადვილად გადახვალთ ერთი დონიდან მეორეზე. მაშინაც კი, როდესაც მესამე დონეს მიაღწევთ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ცდუნება მაინც არსებობს, ანუ ყოველთვის იარსებებს მესამე დონიდან უკან, პირველ დონეზე დაბრუნების საშიშროება. ამიტომ საჭიროა, ლილიტთან დაკავშირებულ სფეროებში ყურადღების გამოჩენა.
სიტყვა-გასაღები ლილიტზე:
· ინტელექტუალური უპირატესობა, აზრების ძლიერი მობილიზება
· მტკივნეული მეხსიერების (ფაქტები,მოვლენები, რომლებიც ტკივილს გვაყენებს) გააქტიურება, სურვილი საზოგადოებას გაკვეთილები ჩაუტარო/ ჭკუა ასწავლო
· სხვების დადანაშაულება, პასუხისმგებლობისგან და სოციალური ნორმებისგან გაქცევა
· შურისმაძიებლური ხასიათი, გამყიდველობა და შანტაჟი
· თვითქმედებები, ინდივიდუალიზმი, დაუმორჩილებლობის სურვილი
· ეჭვიანობა, უკანონო სიყვარული
· საზოგადოებისთვის მიღებული ცხოვრების წესის დარღვევა
საყურადღებო:
ყურადღება გაამახვილეთ ლილიტის მდებარეობაზე სტიქიაში, სწორედ ეს სტიქიაა ადამიანისთვის სახიფათო.
ლილიტი ასევე გვიჩვენებს თუ როგორი შეიძლება იყვნენ ჩვენი მტრები.
ლილიტი ზრდის საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებას
ლილიტი გვიჩვენებს ადამიანის წარსულ ბნელ კარმას
რუკის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რა გზით შეიძლება ვიაროთ ადვილად (ლილიტის ხელშეწყობა), მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია დავადგინოთ რეალურად რა გზით მიდის ადამიანი.
თუ ებრაულ წარმოდგენებს გავითვალისწინებთ, ლილიტი ბავშვის დაბადებაზეც ახდენს გავლენას.
ლილიტი გავლენას ახდენს ადრეულ პიროვნულ,ფსიქო-ფიზიკურ განვითარებაზე. მისი აქტიურობის შემთხვევაში ძლიერდება ინდივიდუალური, პიროვნული მე, გამოეყოფა საზოგადოებრივს და ირჩევს დამოუკიდებელ გზას. შეიძება ითქვას- ადამიანი დადის გაუკვალავ, საკუთარ გზაზე, რომელზეც გავლენას ვერ ახდენს სოციუმის ნორმები და უფრო ადვილია ამ გზაზე სიარული (აი, რატომაა ლილიტის „გზები“ უფრო მისაღები). ლილიტი ითვლება ინდივიდუალური, ასტრალური ენერგიის გამოშვების არხად. მისი აქტიურობის შემთხვევაში თავად ადამიანი ითვლება მაორგანიზებელ ძალად,იმ შემთხვევაშიც კი თუ პასიურია.
ცალკე აღებულ ლილიტს ნაკლები შესაძლებლობები ეძლევა, ვიდრე პლანეტებთან დაკავშირებულს და ერთიან რუკაში განხილვის დროს. ლილიტი ითვლება ჩვენი შინაგანი, ფარული სურვილების, პრობლემების, როლების, ნიღბების როგორც წარმომქმნელად, ასევე შემსრულებლად. ლილიტის გავლენის ერთ-ერთი სფეროა ემოციური სფერო - ემოციური ინფორმაციის გამოწვევა, მიღება, დამუშავება და ინტერპრეტაცია. გავლენას ახდენს შეგრძნებებზე, გრძნობებზე (ამიტომ პოეზიასთან , კინემატოგრაფიასთან, ზოგადად ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებთან მისი გავლენა უფრო ძლიერად ვლინდება). დეპრესიის შემთხვევაში ლილიტი ზრდის უარყოფით აზრებს, ემოციებს, იდეებს. ასე ჩნდება შინაგანი პანიკა. შემდგომ კი გვეხმარება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში ,რომელიც უმეტესად მისივე შექმნილია), გვთავაზობს გზებს, შესაძლებლობებს.ერთ-ერთი ვერსიით,თავად ლილიტი ვერ ჩაითვლება „კეთილად“ ან „ბოროტად“, რადგან ის ადამიანს ეხმარება ამორჩეულ გზაზე სიარულში. ხელს უწყობს როლის, სასურველი ხედვის, დრამის, კომედიის, ფარსის გათამაშებაში...რეჟისორი და მოქმედი პირიც კი თავად ადამიანი იქნება.
ძლიერი ლილიტი ადამიანს უბიძგებს „შემოწმებითი რწმენისკენ“. მას სწამს, მაგრამ თან ეძებს, იკვლევს, ამოწმებს საკუთარ რწმენას, სურს თავად იპოვოს დაფარული ცოდნა,ეძიებს ღმერთს. მისთვის რთულია დაფიქრების გარეშე რწმენა (საპირისპიროდ, ძლიერი სელენას შემთხვევაში ადამიანს სწამს უმაღლესი ძალის და არ ეძებს ამის დასაბუთებას, არ ეძებს ვინაა- ღმერთი, ბუნება, უმაღლესი შემოქმედი თუ აბსოლუტი. მისთვის რწმენა დისკუსიის საგანი არ ხდება).
http://astro-archive.blogspot.com/2012/06/...st_10.html#more