ლილიტის გამოვლენა ნიშნებში
ვერძი: აგრესიულობა, ჩხუბისთავობა, უხეშობა, სიხისტე, უცერემონიობა, სულსწრაფობა და დაუფიქრებლობა. პროვოკატორტა როლში გამოდიან თანამშრომლები,თანატოლი ბიჭები/მამაკაცები.
კურო:ზღვარგადასული მიჯაჭვულობა მატერიალურ კეთილდღეობაზე; უმოძრაობა,ინერტულობა,სიზარმაცე.პროვოკატორთა როლში გამოდიან: თანატოლი გოგონები/ქალები. ასევე ხელოვნებასა და მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ადამიანები.
ტყუპები: ყბედობა,ზედაპირულობა,ნევროტულობა,უხვსიტყვიანობა,მიდრეკილება ტყუილებისა და ჭორებისკენ. პროვოკატორთა როლში გამოდიან: ნაცნობები, ნათესავები, და-ძმები,მასწავლებლები და მოსწავლეები.
კირჩხიბი: შფოთიანობა,დაჟინებულობა,დამოკიდებულება განწყობასა და გარემოებებზე,ცვალებადობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან ახლო ნათესავები,ოჯახის წევრები,ასევე უფროსი ასაკის ქალები,ყველაზე ხშირად დედა.
ლომი: ტრაბახი,ქედმაღლობა, მიდრეკილება იმაზე მეტი იტვირთოს საკუთარ თავზე,ვიდრე გაკეთება შეუძლია. მიდრეკილია ასწავლოს და გაანათლოს სხვები. პროვოკატორთა როლში გამოდიან ცნობილი,ეფექტური და გამორჩეული ადამიანები(„ბრჭყვიალები“ აქც რა აქტუალურია:დ),შვილები.
ქალწული:სიმშრალე,მეწვრილმანეობა,ფორმალიზმი,პირქუში „მუდო“,პედანტიზმი,თაღლითობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან თანამშრომლები,ასევე ნებისმიერი ტიპის კონტროლიორები.
სასწორი: თავდაუჯერებლობა,მანერულობა,ორსახოვნება,მერყეობა,დამოუკიდებლად მოქმედების უუნარობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან პარტნიორები და მოკავშირეები.
მორიელში: ზღვარგადასული მიდრეკილება მძაფრი შეგრძნებებისადმი; მანკიერება; მაქსიმალიზმი გარშემომყოფთა შეფასებისას; ხელოვნური დრამატიზმი; მიზიდულობა მაგიისა და ოკულტიზმისკენ.
პროვოკატორთა როლში გამოდიან: ექსტრემალური და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები,ასევე ნებისმიერი ტიპის ოკულტისტები.
მშვილდოსანში: არაპროგნოზირებადობა; მიდრეკილება ეპატაჟურობისა და ავანტიურიზმისკენ.
პროვოკატორთა როლში გამოდიან ცრუ იდეაოლოგიური და სულიერი ლიდერები,ასევე ორიგინალური ექსპერიმენტატორები.
თხის რქაში: სიცივე,უგრძნობობა; ზედმეტი რაციონალიზმი,მიდრეკილება გაიტანოს თავისი წნეხი მეშვეობით.
პროვოკატორთა როლში გამოდიან უფროსი ასაკის მამაკაცები, ხელმძღვანელები, შესაძლოა მამაც.
მერწყულში: უპასუხისმგებლობა,არასაიმედოობა,ზომიერების გრძნობის დაკარგვა,გაბერილი წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე; მორალური პრინციპებისა და წესიერების იგნორირება, მზადაა უმუხთლოს მეგობრებს. პროვოკატორთა როლში გამოდიან მეგობრები და გავლენიანი მფარველები.
თევზებში: ქაოტურობა,ისტერიულობა,კონფლიქტურობა; მიდრეკილება გაართულოს და ჩახლართოს ყველაფერი; მოჭარბებული ინტერესი უხილავი სამყაროს მიმართ.
პროვოკატორთა როლში გამოდის „საჭირო ხალხი“.
http://astro-archive.blogspot.com/2012/06/blog-post_15.htmlლილიტის შესახებ>>
http://astro-archive.blogspot.com/search/l...ილიტისელენას შესახებ>>
http://astro-archive.blogspot.com/search/l...ელენაპ.ს რომ დავასრულებ(თ) ყველა ნიშანზე და სახლებზე მერე ცალ- ცალკე თემას გავაკეთებ(თ) მანამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ გუგლით
