MICHELEEE2X2-ის დონეზე აგიხსნი, სამწუხაროდ მცირე ინფორმაციას ვფლობ.
მთვარე (შინაგანი სამყარო) და მერკურიც (აზროვნება, კომუნიკაცია) მერწყულში გყავს.
მაგრამ მზეც, მთვარეც და მერკურიც მე-8 სახლშია, მორიელის სახლში, ამიტომ მორიელის გავლენაც უნდა გქონდეს.
ვენერა - სიყვარული (ზოგადად) მშვილდოსანშია ანუ მშვილდოსანივით გიყვარს.
მარსი (სექსი, აგრესია...) ვერძში, ანუ თავის ადგილასაა. კი მერიდება უცხო ადამიანს რომ გეუბნები, მაგრამ დიდი საქსუალური ენერგია უნდა გქონდეს

ასევე გაბრაზებისას ჩემი მტერი აღმოჩნდა შენს გვერდით

იუპიტერი- თევზებში, მე-9 სახლში... ფილოსოფიისკენ უნდა იყო მიდრეკილი. იუპიტერი მშვილდოსნის და თევზების მმართლევლი პლანეტაა, შენთან ორივე ნიშანი ფიგურირებს (მე-9 სახლი მშვილდოსნის სახლია).
პლუტონიც თავის ადგილასაა - მორიელში
ურანი- მშვილდოსანში
ნეფტუნი თხის რქაში
რახუ (ჩრდილოეთის კვანძი) ვერძშია, ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები უნდა გამოიმუშავო საკუთარ თავში, იმისთვის რომ პიროვნულად განვითარდე.
კეტუ (სამხრეთის კვანძი) სასწორში, ასტროლოგიურად ითვლება, რომ რა ნიშანშიც გყავს, იმ ნიშნის თვისებები წინა ცხოვრებიდან გადმოგყვაოო

მეტს ვერაფერს გეტყვი. დანარჩენი ინფორმაცია პლანეტებზე, შეგიძლია ამ განყოფილებაში ნახო, ან გუგლით მოიძიო ;user: მაგ: და-google-ე venus in sagittarius და ვრცლად ამოგიგდებს.
This post has been edited by Tata_Sonne on 3 Apr 2010, 22:17