Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
27
28
[29]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
♄ სატურნი
, დამსჯელი პლანეტა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LOTUSi
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
LOTUSi
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6414
წევრი No.: 139314
რეგისტრ.: 22-November 11
#58068294
· 29 Jun 2021, 10:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხელმკუხე`
ამდენი ხანი არ შემომიხედავს, აი მოვედი
სხვათაშორის დაემთხვა ეხლა რომ ვკითხულობ, მამაჩემთან გაწყვეტილი მქონდა ურთიერთობა სადღაც ნოემბრიდან კაი ხანი. სამსახურშიც არეულობა მქონდა, 2 სამსახური შევიცვალე და არცერთი არ მომეწონა, იმედგაცრუებული დავრჩი. "საჩუქარი" მომიტანა კი, საშინელი დეპრესია დაბ დღის მერე ზუსტად.
მეორე ბავშვის თემა წამოიწია სხვათაშორის და ვგეგმავ კიდეც. ყველაზე რთული მენტალურად იყო 2020, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ეხლა ცოტა გამოანათა მგონი
* * *
QUOTE
(Aquarius_A888 @ 10 Jun 2021, 18:08 )
აი მალე ვხდები 30ის და გადავრჩი მგონი.
* * *
ვედური ასტოლოგიით სულ სხვა ჰოროსკოპი გამოდის, არადა ძლივს მქონდა დამახსოვრებული ჩემი რუკა
გამოდის რო ვარ ქალწული, მარსი მერკურიც მანდ, მთვარით კურო, სატურნი თხის რქაში მყავს, იუპიტერი ვენერა და ასც. ლომში ლომში.
დავინტერესდი ამ თემით.
This post has been edited by
LOTUSi
on 29 Jun 2021, 13:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 679
წევრი No.: 247074
რეგისტრ.: 5-December 18
#58089947
· 4 Jul 2021, 18:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ხელმკუხე` @ 6 Mar 2021, 20:25 )
სატურნს ყველაზე კარმიული და მძიმე პლანეტის რეპუტაცია აქვს დასავლურ ასტროლოგიაში. და უნდა ითქვას რომ არც თუ უსაფუძვლოდ.
მას უკვე ჩამოყალობებული, "გაყარებლი" და რეალზებისთვის გაზადებული კარმის შედეგები მოაქვს ჩვენთვის ცხოვრების იმ სფეროში რომელზეც გავლენა აქვს ჰოროსკოპის მიხედვით. სწორედ ამ სახლის შესაბამის სფერობში გამოცდის სატურნის ჩვენს პიროვნულ სიმწიფეს, სიმტკიცეს და შინაგან სამართლიანობას. სწორედ ცხოვრების ამ სფეროებში მართებს ადამიანს დიდი ყურადღების, მოთმინების, მორჩილების და მიმღებლობის გამომუშავება/გამოვლენა.
ანა ფიცხელაური,
არის ასეთი ინურად მოასტროლოგე ქალი და სწორედ მისი ისნტაგრამ პოსტინგის ქართულ თარგმანს გთვაზობთ.
ვფიქრობ საინტერესო იქნება და მაგიტომ
1. სატუქნი I სახლში
• შენელებული და ცივი პიროვნება
• ხარხემლის და ზურგი პრობლემები
• უიმედობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება
• ხშირი ავადმყოფობების და სკეტიკურობა
• ცხოვრების პირველი ნახევარი რთულია და პრობლემებით სავსე
• მოთმინების უნარი, თავმდაბლობა, მიმღებლობა
2. სატურნი II სახლში
• მატერიალური კეთილდღეობა რთული მისაღწევია
• მხედველობასთან დაკავშირებული პრობლეები
• პრობლემები მშბოლების ოჯახში/მშობლებთან განშორება
• ცხოვრობენს დაბადების ადგილიდან შორს
• უხეში, მძმე და ზოგჯერ უცენზურო მეტყველება
3. სატურნი III სახლში
• პრობლემები დედმამიშვლებთან, კუზენებთან, მეზობლებთან
• ხანგძლივი სიცოცხლე
• მატერიალურ პლანში ბევრი შესაძლებლობები
• გამბედავი, ძლიერი და „პრედპრიიმჩივი“
4. სატურნი IV სახლში
• პრობლემები დედასთან დაკავშირებით. სითბოს და სიყვარულის დანაკლისი ბავშვობაში
• სერიოზული უძრავი ქონება, საკუთარი მიწა
• გარკვეული სიცივე ურთიერთობებში და საკუთარ თავში ჩაკეტილობა
5. სატურნი V სახლში
• ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემა, შესაძლია შვილები გვიან ასაკში
• რომანტიზმის და სასიყვარულო ურთიერთობების დეფიციტი
• იმედგაცრუებები სასიყვარულო ურთიერთობებში
• გაბოროტება და არაკეთილმოსურნეობა
• სირთულეები ქორწინებაში
• შესაძლებელია სირთულეები განათლების მიღებაში
6. სატურნი VI სახლში
• სატურნისთვის კარგი მდებარეობაა - კარგი ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე
• ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის უნარი
• სხვათა საკეთილდღეოდ მსახურების უნარი
• სიზუსტე, პუნქტუალურბა, მობილიზებულობა
• არაკეთილმოსურეებზე გამარჯვება
7. სატურნი VII სახლში
• სირთულეები ქორწინებაში, გვიანი ქორწინება
• მეუღლის ან საკუთარი რეპუტაციის შელახვა
• მოგზაურობა და ემიგრაცია
• უხეშობა და სისასტიკე
8. სატურნი VIII სახლში
• ხანგრძლივი სიცოცხლე
• მისტიკისადმი, ოკულტიზმისადმი ინტერესი
• საკუთარ თავში ჩაკეტილი,პრობლების სხვა ადამიანებთან კომუნიკაცაში
• ცოტა მგობრები ან ტყუილებისადმი მიდრეკილება
• თვალების ან გამომყოფი სისტემის დაავადებები
9. სატურნი IX სახლში
• მამა არ მონაწილოებს ცხორებაში / უსიამვნებები მამასთან დაკავშირებით
• ათეიზმი ან რელიგიური ფანატიზმი
• პოლიტიკისადმი ინტერესი და დაპირისპირებების ხელმძღვანელობასთან
• იღბალი არ სწყალობს
10. სატურნი X სახლში
• პატივმოყვარეობა და პატიოსნება
• გავლენა საზოგადოებაში, ძალაუფლება
• დამოუკიდებლობა, მშობლების ოჯახს ადრე შორდება
• შრომისმოყვარეობა და სხების მიმართ მკაცრი მოთხოვნები
• სიმდიდრე
• წმინდა დგილების მოლოცვა
11. სატურნი XI სახლში
• ხანგრძლივი სიცოცხლე
• სიმდიდრე და კეთილდღეობა შეიძლება შეიცვალოს სიღარიბით
• მსხვილი ბიზნესი და დიდი შემოსავლები
• მფარველობა ავტორიტეტული პირებისგან
• უიმედობის და დეპრესიებისკენ მიდრეკილებ
• დაბრკოლებები და სირთულეები
12. სატურნი XII სახლში
• მხედველობის, ხერხემლის და კბილების პრობლემა
• დიდი ხარჯები და გასავალი
• მიდრეკილება განმარტოებისკენ, ასკეტიზმი, პერიოდილად მონასტერში წასვლის სურვილი
• ინტერესი სულიერი პრაქტიკებისადმი, მათი რეალიზება
• სიღარიბის პერიოდები ცხოვრების მანძილზე
როგორც მოგეხსენებათ ჯიოტიში, ანუ ინდური ასტროლოგია არ იყენებს ტრანსსატურნულ პლანეტებს, ამიტომ უფრო გულდასმით იკვლევს იმ 7 პლანეტას რომლებიც ინაწილებენ 12 ზოდიაქოს ნიშნის და 12 სახლის მმართველობას.
რადგან სატურნის თემაში ვართ სტუმრად, განვიხილოთ მისი მმართველობა სახლებში.
ვინაიდან სატურნი მართავს თხის რქასა და მერწყულს, ყველა ჰოროსკოპში სატურნის მმართველობის ქვეშ იქნება 2 (მეზობელი) სახლი.
მაგრამ სატურნი როგორც თხის რქის მმართველი და სატურნი, როგორც მერწყულის მმართველი ერთნაირად არ მოქმედებს. არის საინტერესო და მნიშვნელოვანი განსხვავებები.
თქხის რქა არის ბუნბრვი, დავაქვათ ამას რეზერვუარი სატურნის კლასიკური და ტრადიციულად მიჩნეული თვისებების - დისციპლინა, პრაქტიკულობა, ასკეტურობა, მიზანდასახულობა, სტრატეგიულობა, ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა და ა.შ.
ამდენად, იმ სახლის თემატიკაში, რომელსაც მართავს თხის რქა (სახლის კუსპიდი მოხვდა თხის რქაში) ნატივი ბინებრივად ავლენს სატურნის ზემოაღწერილს თვისებებს. მაგალითად თხის რქა მოხვდა მე-V სხლში, შესაბამისად, იმ თემებში რომელსაც მოიცავს მე-5 სახლი - შვილები, რომანტიკული ირთიერთობების, საკუთარი თავის პრეზენტაციები და ა.შ. - ადამიანი თ ა ვ ი დ ა ნ ვ ე იქნება პრაქტიკული, მიზანდსახული, მკაცრიც და ცოტა ანგარიშიანიც.
ახლა მ ე რ წ ყ უ ლ ი, რომელიც ჩვენს მიერ განხილული მაგალითის შემთხვევაში VI სახლში უნდა მოხვდეს (თუ თხის რქა V სახლშია).
ჯიოტიში თვლის, რომ მერწყლით მართული სახლის თემებში, ნატივი თავიდან არ ავლენს სატურნიანულ თვისებებს, პირიქით, ის ამ თემებში უფრო თავისუფალი და სადღაც უდარდელიც კია. მაგრამ ბედისწერა და სატურნი მას აუცილებლად შეუქმნის სიტუაციებს (სახლის თემებთან კავშირში) რის გამოც ნატივი იძულებული იქნება გამოიმუშავოს/გამოავლინოს სატურნის ზემოაღწერლი პოზიტიური თვისებები. ჩვენი მაგალითის შემხვევაში ეს იქნება სიტუაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან სამსახურის სიტუაციები.
ზოგადად ჯიოტიში თვლის, რომ მერწყილის თავისებულება ისაა, რომ ნებისმიერი პლანეტა რომელიც მასში ხვდება, რაღაც ასპექტში ნაკლულეანი ხდება საკუთარი თვისების გამოვლენაში. მაგალითად ვენერა მერწყულში - ხარვეზდება სიყვარულის, რომანტიკის და ემოციანალრი მიჯაჭვულობის ბუნებრივი გამოვლენა. ამის გამო ირთვება კომპენსირების მექანიზმი და იწყება ო რ ი გ ი ნ ა ლ უ რ ო ბ ი ს არატრადიციულობის გამოვლენა ამ პლანეტის სფეროში.
ასეთი პრინციპი მუშაობს ყველა ნადარჩენი პლანეტის შემთხბევაშიც - იუპიტერის რომელიც მართავს მშვილდოსნის სახლს განსხვავდება იუპიტერისგან რომელიც მართავს თევზებს, ასევე მარსი, ვენერა და მერკურიც.
თუ დრო მექნა, შევეცდები განვიხოლო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aquarius_A888
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Aquarius_A888
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6308
წევრი No.: 130195
რეგისტრ.: 17-April 11
#58092723
· 5 Jul 2021, 13:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხელმკუხე`
QUOTE
ვინაიდან სატურნი მართავს თხის რქასა და მერწყულს
თქხის რქა არის ბუნბრვი, დავაქვათ ამას რეზერვუარი სატურნის კლასიკური და ტრადიციულად მიჩნეული თვისებების - დისციპლინა, პრაქტიკულობა, ასკეტურობა, მიზანდასახულობა, სტრატეგიულობა, ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა და ა.შ.
თუ სატურნი ორივეს მართავს, მაშინ გაურკვეველია თხის რქას რატომ აქვს ბუნებრივად ყველა თვისება და ჩამოთვლილთაგან მერწყულს არცერთი?
QUOTE
მაგრამ ბედისწერა და სატურნი მას აუცილებლად შეუქმნის სიტუაციებს (სახლის თემებთან კავშირში) რის გამოც ნატივი იძულებული იქნება გამოიმუშავოს/გამოავლინოს სატურნის ზემოაღწერლი პოზიტიური თვისებები. ჩვენი მაგალითის შემხვევაში ეს იქნება სიტუაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან სამსახურის სიტუაციები.
სატურნი VI სახლში, ნებისმიერ ზოდიაქოს იგივე ტენდენციას შეუქმნის, აქ არაფერ შუაშია მერწყული.
--------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 679
წევრი No.: 247074
რეგისტრ.: 5-December 18
#58571751
· 6 Nov 2021, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კიდევ ერთი ვერსია სატურნის სახლებში განლაგების მნიშვნელობებზე.
თარგმანი გაკეთებულია გუგლი ტრანსლეიტით.
⚡ პირველი სახლი
თუ სატურნი ამ სახლშია მის ნიშანში (თხის რქა ან მერწყული), ეგზალტაციის ნიშანი (სასწორი) ან იუპიტერის (მშვილდოსანი და თევზები) ნიშნებში, ადამიანი იქნება შრომისმოყვარე, ჭკვიანი, მდიდარი და სერიოზული. ყველა სხვა ნიშანში სატურნი არ იძლევა კარგ შედეგს და პირველ სახლში ყოფნისას ადამიანს ანიჭებს არამიმზიდველ გარეგნობას, შენელებულობას, ძილიანობას, დაბალ თვითშეფასებას, მარტოობისკენ მიდრეკილებას, მგრძნობელობას და სუსტ მეხსიერებას. სატურნის ეს პოზიცია ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტანტრიკული პრაქტიკებით არიან დაკავებულნი.
⚡ მეორე სახლი
ასეთ ადამიანს არ უყვარს კომუნიკაცია, არ შეუძლია ფულის დაგროვება, განიცდის დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან და სახის დაავადებებთან. ის ძალიან ბევრს მუშაობს; საქმიან ცხოვრებაში მუდმივად აქვს სირთულეები. ამ ადამიანს არ შეუძლია ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობს. არის იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახს დაშორდეს და ცალკე იცხოვროს. ამ სახლში სატურნი არახელსაყრელია ფულის დაგროვებისა და სასურველი ნივთების შესაძენად.
⚡ მესამე სახლი
ადამიანი ყურადღებიანი, ჭკვიანი, თანმიმდევრული და გამბედავია, მაგრამ უჭირს
შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა თანატოლებთან და მეზობლებთან. ამ სახლში სატურნი ზიანს აყენებს და-ძმებთან ურთიერთობას; მათგან განცალკევება შესაძლებელია. როგორც წესი, ასეთი ადამიანი წარმატებული იქნება წარუმატებლობისა და იმედგაცრუების პერიოდის შემდეგ. სატურნს შეუძლია ადამიანს მოგზაურობისადმი ინტერესიც გაუჩინოს.
⚡ მეოთხე სახლი
ადამიანი არის გულგრილი, ვიწრო აზროვნების, უყვარს მარტოობა და აკლია სხვების მხარდაჭერა. სატურნის ეს პოზიცია ჩვეულებრივ იმაზე მიუთითებს რომ ნატივს ტრავმული ბავშვობა ჰქონდა. ადამიანი არ ეხმარება მშობლებს, მძიმე ურთიერთობები აქვს მათთან, განსაკუთრებით დედასთან. სატურნის პოზიცია მე-4 სახლში ( სასწორის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზების ნიშნების გარდა), არ ქმნის პირობებს მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის
⚡ მეხუთე სახლი
ადამიანი შინაგანად არათანმიმდევრულია, არასაკმარისად ჭკვიანი და აქვს
ცუდი მანერები. სატურნის ეს პოზიცია საზიანოა ადამიანის ბავშვებისთვის. შეიძლება იყოს ზარალი ბიზნესში, ან ზარალი დაკავშირებული სპეკულაციასთან. ბავშვები ჩვეულებრივ გვიან იბადებიან. თუმცა, სატურნის ეს პოზიცია ხელსაყრელად ითვლება მანტრების წასაკითხად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
როზეტა.სთოუნედ
Super Member
ჯგუფი: Registered
როზეტა.სთოუნედ
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 901
წევრი No.: 231146
რეგისტრ.: 18-April 17
#58816838
· 27 Jan 2022, 21:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ, სატურნი თუ მეგობრობს ადამიანთან მას არ გასტანჯავს წუთისოფელი .
--------------------
.........
https://www.youtube.com/watch?v=aGSKrC7dGcY.
მამუკა მქვია. გოგო არ ვარ ნუ მკერავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 679
წევრი No.: 247074
რეგისტრ.: 5-December 18
#61073201
· 9 Mar 2024, 17:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რეტროგრადული სატურნის შესახებ სხვადასხვა სახლებში.
რეტროგრადული სატურნი, სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული ჰოროსკოპში, ყოველთვის გვიჩვენებს იმ დაუდევრობას და არასერიოზულ დამოკიდებულებებს, რომელსაც ადამიანი წარსულ ცხოვრებაში ავლენდა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას.
რეტრო სატურნი გვეუბნება, რომ მიმდინარე ცხოვრებაში ნატივი შემოდის იმ ტენდენციით, რომ გააგრძელოს იგივე მიზნები, რაც მან დატოვა წინა ცხოვრებაში, როგორც განუხორციელებელი.
სატურნი შეიძლება იყოს კეთილისმყოფელი ან ტანჯვისა და დაბრკოლებების მომტანი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზას მიჰყვებოდა ნატივი წარსულ ინკარნაციებში თავისი მიზნებისა და პასუხისმგებლობების შესრულებისას.
იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებები, რომელშიც რეტროგრადული სატურნია, მიუთითებს წარსულში უგულვებელყოფილ, გაუქმებულ ან დაუსრულებელ პასუხისმგებლობებზე. თუ, მაგალითად, სატურნი ლომის ნიშანშია რეტროგრადული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიდერის პასუხისმგებლობა არ არის დასრულებული ან არასწორად არის გამოყენებული.
თუ სატურნი ვთქვათ კირჩხიბშია, მაშინ გრძნობები, გულმოწყალება, სხვებზე ზრუნვა და კირჩხიბის სხვა მაჩვენებლები, წარსულში უგულებელყოფილი იყო, შესაძლოა გონება არ იყო გამოყენებული დანიშნულებისამებრ.
ახლა განვიხილოთ რეტროგრადული სატურნის ეფექტები სხვადასხვა სახლებში:
1 სახლი:
რეტროგრადული სატურნი 1 სახლში გვიჩვენებს, რომ წინა ცხოვერბაში ნატივი არ იყო მოქნილი და აყალიბებდა ა.ვ. საკუთარ კანონებს, პირადი, ხისტი მოსაზრებების საფუძველზე. ნატივს აქვს პირადი ხასიათის პრობლემები (მათ შორის პირად ურთიერთობებში) და იმისათვის, რომ იყოს ჯანსაღად მოაზროვნე, დაკვირვებული, პასუხისმგებლიანი, რეტროგრადული სატურნი ნატივს სთავაზობს მოქნილ მიდგომას და სიფრთხილეს ცხოვრებისეული სიტუაციების რეგულირებისას.
მე-2 სახლი:
მე-2 სახლში რეტრო სატურნი გვეუბნება, რომ წინა ცხოვრებაში ნატივს ზედმეტად მატერიალისტური მიდგომები ჰქონდა (ექსკლუზიური მფლობელობა, ყველაფერი ჩემია), შესაძლოა ადამიანმა მიითვისა სხვა ადამიანების სიმდიდრე.
ამიტომ, სატურნი მეორე სახლში „კურნავს“ ადამიანს უარყოფის, შეზღუდვების, მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული იმედგაცრუებების გზით და ასწავლის მას მატერიალური რესურსების მართვას ეკონომიურობის ან დაგროვების გზით. კარმიულად, მხოლოდ ასე შეუძლია ადამიანს დააგროვოს სიმდიდრე ამ ცხოვრებაში.
მე-3 სახლი:
წინა ცხოვრებაში უგულვებელყოფილი იყო ყველანაირი პასუხისმგებლობა დედმამიშვილების მიმართ. ამ ინკარნაციაში ცხოვრება აუცილებლად აიძულებს ადამიანს აიღოს პასუხისმგებლობა ახლობლებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას ამის საშუალება და სურვილი.
მე-4 სახლი:
წინა ცხოვრებაში ბოროტად იყო გამოყენებული მშობლიურთან (ოჯახი, მშობლები, სამშობლო) დაკავშირებული გრძნობები, ან უგულვებელყოფილი იყო ვალდებულებები ამ მიმართულებით. მე-4 სახლის თემაში შედის ასევე საბაზისო განათლება, შეიძლება ამ მიმართულებით ჰქონდა ადგილი დარღვევებს.
ამ ცხოვრებაში ნატივი ცდილობს შექმნას კონსტრუქციული ურთიერთობები ოჯახის, სანათესაოს წევრებს შორის, დიდ ძალისხმავას ხარჯავს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მეტად რთული მისაღწევია.
მე-5 სახლი:
ამ პოზიციაში სატურნი რეტროგრესიაში საუბრობს ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს განსაკუთრებით ეხება სიტუაციებს, როდესაც თანამედროვე სამყაროში ბავშვები ადრეულ ასაკში ხდებიან მანკიერი ჩვევებისადმი მიდრეკილები, რასაც მშობლებისათვისაც ბუნებრივად მოაქვს ტანჯვას, მწუხარებას და იმედგაცრუებები. ან ეს არის სიტუაცია როცა სატურნი აჭიანურებს ბავშვების დაბადებას, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს გაიაზრონ და გააცნობიერონ მათი ზოგიერთი უღირსი ქმედება. ბუნებრივი შემოქმედებითი უნარები წარსულში დაბინძურებული იყო დაუდევრობით, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებით, ან სხვა ფაქტორებით. “მკურნალობა” არის ბავშვებისადმი კარგი დამოკიდებულების კულტივირება.
მე-6 სახლი:
ამ პოზიციაში რეტრო სატურნი თვალყურს ადევნებს ისეთ ცნებებს როგორებიცაა - მოვალეობა, მონდომება, ვალდებულებები, მსახურება. აქ სატურსნ შეუძლია მინიმალური ანაზღაურებისა და რთული სამუშაო პირობებით, უსარგებლო ან მძიმე შრომით, განუვითაროს ნატივს ხანგრძლივი, გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მუშაობის უნარი. ასეთი სატურნი აშალაშინებს ცხოვრებისეული გამოცდილების „ბრილიანტის“ კიდეებს. ვინმეს მხიდან დაფასების, მხარდაჭერის და ჯილდოს მოლოდინის გარეშე, ნატივს შეუძლია მოთმინებით ემსახუროს ჯგუფს, კოლექტივს ან მთლიანად კაცობრიობას. და ასე ხდება იმ კარმის დაწვა რომელიც ადამიანმა შექმნა წარსულში ყველანაირი პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების გამო.
მე-7 სახლი:
აქ სატურნი გვეუნება, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა პარტნიორების ინტერესების დარღვევას ან შეზღუდვას, პარტნიორის მიმართ მკაცრ ქცევას. მე-7 სახლში რეტროგრადული სატურნი ადამიანს უტოვებს შესაძლებლობას მიიღოს ერთადერთი სწორი წინაპირობა წარმატებული პარტნიორობისთვის როგორც ქორწინებაში ისე ბიზნესში - ისწავლოს კომპრომისები და მოლაპარაკება.
მე-8 სახლი:
რეტრო სატურნი მე-8 სახლში გვეუბნება, რომ წინა ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა საიდუმლო, ეზოთერული ცოდნის ბოროტად გამოყენებას ან მისადმი არასათანადო პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას. ამ ცხოვრებაში სატურნი ნატივს ავალებს დრო დაუთმოს ჭეშმარიტების ძიებას საიდუმლო სწავლებებში, მეტაფიზიკური მეცნიერებების შესწავლას უფრო მაღალ დონეზე და უზრუნველყოს ამ ცოდნის სხვებისთვის გადაცემა.
მე-9 სახლი:
წარსულში ადგილი ჰქონდა რელიგიისადმი დოგმატურ მიდგომას, წესრიგის დამყარებას ძალადობითა და სისასტიკით (დაადასტურებს მარსის ასპექტი). ცხოვრობდა საკუთარი ფილოსოფიით. დჰარმა არის შემცირებული. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა კოსმოპოლიტიზმის კულტივირება, საკუთარი მისიის/დანიშნულების პოვნა, რწმენის ნათელის პოვნა საკუთარ თავში და მისი გაზიარებს სხვებისთვის.
მე-10 სახლი:
აქ რეტრო სატურნი ნატივს აძლევს პროფესიული დაოსტატების არასტანდარტულ საშუალებებს. ასწავლის მას სხვების მხარდაჭერას პროფესიული განვითარების გზაზე. პირადად ნატივის კარიერული ზრდა და განვითარება დიდად არის დამოკიდებული ნდობაზე, რომელსაც ის დაიმსახურებს სხვა ადამიანებისაგან.
მე-11 სახლი:
წინა ცხოვრებაში ნატივს ჰქონდა უკანონო შემოსავლები, მდიდრდებოდა უკანონოდ, ყველაფერზე მიდიოდა საკუთარი სურვილების ასასრულებლად. ამ ცხოვრებაში, სატურნი როგორც დაბრკოლება, ნატივს მოსთხოვს ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვას საკუთარი გეგმების და სურვილების ასრულებაზე. თუმცა არც ეს იქნება გარანტია, რომ ყველაფერი გამოვა. ასე აბალანსებს სატურნი ნეგატიურ კარმად.
მე-12 სახლი:
სჭირდება მარტოობა, მსახურება. კარგი უნარები ფსიქოლოგიაში, ცხოვრებისეული პროცესების სიღრმისეულ გააზრებაში, ასკეტიზმი. აქვს უნარი დაძლიოს ყველანაირი ცხოვრებისეული სირთულე და გაჭირვება. თუ სატურნი დაზიანებულია მაშინ მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიები ერთვის ზემოაღწერილ უნარებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
ხელმკუხე`
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 679
წევრი No.: 247074
რეგისტრ.: 5-December 18
#61087036
· 15 Mar 2024, 05:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი სატურნთან დაკავშირებული ერთი პრაქტიკული ტექნიკა ინდური ასტროლოგიიდან.
მე-12 ნიშანი/სახლი სატურნის ნატალური მდებარეობიდან უნდა იყოს პრობლემური, რაღაც სიმძიმის მატარებელი რაც ხელს შეუშლის ადამიანს. ან ადამიანი ცდილობს როგორმე გვერდი აუაროს ამ თემებს, არ შეეხოს მას, იზოლირდეს მისგან და ა.შ.
მაგალითად ნატალური სატურნი არის ვერძში და V სახლში, მისგან მე-12 ნიშანი/სახლი იქნება თევზები IV სახლი. პრობლემური იქნება IV სახლის თემები - დედა, ოჯახი, სახლი და უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.
თუ ნატალური სატურნიდან მე-12 ნიშანში/სახლში არის რომელიმე პლანეტა, პრობლემები შეეხება მასაც, იმ სახლის მახასიათებლებს, რომელსაც ის წარმოადგენ.
ჩვენს, ზემოთ მოყვანილ მაგალითში, დავუშვათ თევზებში და IV სახლში დგას მერკური. ჩვენი დაშვებების მიხედვით, მერკური ამ ჰოროსკოპში უნდა მართავდეს VII და X სახლებს. შესაბამისად, სატურნით გამოწვეული პრობლემები გავრცელდება ამ სახლის თემებზეც. არა და შეიძლება სულაც არაფერი აჩვენებდეს პრობლემებს ამ სახლებში (სტანდარტული დასავლური მეთოდიკით).
სატურნიდან მე-12 სახლით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით მწვავდება სატურნის პლანეტარულ პერიოდებში, ასევე სატურნის ტრანზიტისას საკუთარი ნატალური მდებარეობიდან მე-12 სახლში. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში - როცა სატურნი ტრანზიტულად იმოძრავებს თევზებში.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
27
28
[29]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0359 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.