იუპიტერი(ს.ა. ვრონსკის მიხედვით)
კოსმიური დახასიათება:პლანეტა. მამრობითი, პოზიტიური, დღის.
[b]დომიცილი (რეზიდენცია

)) მშვილდოსანში, რეტროგრადულისათვის თევზებში.
ეგზალტაცია -კირჩხიბი.
ექსილი ( გადასახლება, იძულებითი ან ნებითი) ტყუპები, რეტროგრად.იუპიტერისთვის ქალწული.
დაცემა- თხის რქა
ასტრ.პრინციპი- სითბო და სიმშრალე.
ასტრ.ელემენტი- ცეცხლი.
მეტალი -ტყვია, პლატინა, ოქროსა და ვერცხლის შენადნობი,
მინერალები - ჰალცედონი, ფირუზი, ტოპაზი, ლალი, ძოწი, ზურმუხტი, გიაცინტი, ქრიზოლიტი, ქარვა, ამეთვისტო, ოპალი, მთვარის ქვა, ოქროსფერი კვარცი.
ოკულტური ფერი - ინდიგო, მოწითალო-ნარინჯისფერი, იისფერი.
ჩვეულებრ. ფერი - მეწამული-წითელი, სისხლისფერი , ცეცხლისფერი, ნარინჯისფერ-ყვითელი, ინდიგო, მუქი ცისფერი.
დღე -ხუთშაბათი.
რიცხვები - 3,4, 11, 16, 34,136
ქვეყნები- ავსტრალია, მადაგასაკარი, ახალი ზელანდია, სამხრეთ ესპანეთი, იტალია, ნიუფაუნდლენდი, უნგრეთი, სლოვენია, პროვანსი, საფრანგეთის ნაწილი.
ტემპერამენტი : მშვილდოსნის ტიპი- ქოლერიკი, იმპულსური. თევზების ტიპი-ფლეგმატური.
სიგნიფიკატი: ბედნიერება, სიმდიდრე, კეთილდღეობა,კაპიტალი, მაღალი სოციალური მდგომარეობა, გამოსადეგი მეგობრები,პროტექცია, რეპუტაცია,პოპულარობა, წარმატება, სამსახურში დაწინაურება, კეტილსობილი და მდიდარი ხალხი, მსხვილი მრეწველები, სახელმწიფო ამ საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები,მეცნიერები.
სიკვდილის სიგნიფიკატი:ძლიერი, კარგი მდებარეობის იუპიტერი მიგვითითებს ბუნებრივ სიკვდილზე სიბერის ან ავადმყოფობის გამო. იუპიტერის ნეგატ. ასპექტები გვიწინასწარმეტყველებს ნაადრევ სიკვდილს გულის, ფილტვების.ღვიძლის,სისხლის დაავადებებით, ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიის შედეგად. სიკვდილს უბედ.შემთხვევისას, ბრძოლის, სასამრთლოს გადაწყვეტილების ბუნებრ.კატაკლიზმების შედეგად. ცუდად ასპექტირებული, დამწვარი იუპიტერი მიგვითითებს დახრჩობის საშიშროებაზე
პროფესიები:მინისტრი, ადვოკატი, იურისტი, მოსამართლე,მრჩეველი, ეკლესიის მსახური,მსხვილი მეწარმე, ბანკირი, მაკლერი, ნოტარიუსი,მეცნიერი, მასწავლებელი, გამომცემელი, მუსიკოსი, რელიგიური მოღვაწე, დოქტორი, მაღალი რანგის ჩინოვნიკი.
..........
გაგრძელება იქნება...
* * *
იუპიტერი მამრობით ნიშნებში- ნიშნავს დიდი აქტიურობას და ინიციატივის გამოჩენას საქმიანობის ყველა სფეროში, სივრცის სიყვარულს, შორეული მოგზაურობებისადმი მიდრეკილებას
იუპიტერი ქალურ ნიშნებში- აიძულებს ადამიანს მიიღოს საზოგადოებაში გამეფებული შეხედულებები და სტერეოტიპები, ძირითადად ეყრდნობა გარეშე იმპულსებს და გარეშე ადამიანებს.
იუპიტერი კარდინალურ ნიშნებში- აქტიურობა, მოქმედი. სულიერი ზრდისადმი მისწრაფება, საზოგადო ან კულტურული მოღვაწეობა, ინტერესი ფილოსოფიური და რელიგიური საკითხებით. მორალურ-ეთიკური მსჯელობა ეყრდნობა აწმყოს უფრო, ვიდრე წარსულს და მომავალს.
იუპიტერი ფიქსირებულ ნიშნებში- სწრაფვა განმანათლებლური და კულტურული ღირებულებებისადმი , მაგრამ მეორე მხრივ არ ილტვის ჩაუღრმავდეს ადამიანის სულიერებას, გაიგოს მისი აზრი. კულტურული და მორალური ღირებულებები ნაკარნახევია უფრო მომავალი მიზნებით , ვიდრე დღევანდელი მდგომარეობით და წარსული გამოცდილებით.
იუპიტერი მუტაბელურ ნიშნებში-ადვილად ცვალებადი შეხედულებები, რომლებიც ერგება ცვლილებებს საზოგადოებაში. თუმცა წარსულმა შეხედულებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს აწმყოსი და მომავლის აღქმას. მორალურ-კულტურული ღირებულებები აღიქმება და განიხილება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.
იუპიტერი ცეცხლის ნიშნებში-თავდაჯერებულობა,ექსპანსიურობა,ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, მასშტაბურობა, მიზნის მიღწევის უნარი.
საშუალება დაიკავოს წამყვანი პოსტები, იქნება ეს სახელმწიფო სამსახური თუ სხვა ნებისმიერი სფერო.
იუპიტერი მიწის ნიშნებში- ყველა საკითხისადმი ფხიზელი მიდგომა, მათი პრაქტიკული განხილვის უნარი. საშიშროება უკიდურესობაში გადავარდნისა (შეხედულებებში) ძალიან მატერიალისტური მიდგომა ყველაფრისადმი.
იუპიტერი ჰაერის ნიშნებში- ინტელექტუალური მიდგომა ყველაფრისადმი.კარგად გარკვეულობა ყველაფერში, მაგრამ მყარი პოზიციის უქონლობა-სუფთა თეორიული მიდგომა ყველა საკითხისადმი.
იუპიტერი წყლის ნიშნებშიემოციონალურ ჭრილში განიხილება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები. მიდრეკილება მიუდგეს პრობლემას ოჯახური და ნათესაური ან იმ ხალხის კულტურის გავლენით სადაც იზრდებოდა.
ინტუიცია, განმჭვრეტელობა , მაგრამ ძლიერი სუბიექტივიზმი..