თხის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მშვიდი გარემო მოსწონთ. უპირატესობას ანიჭებენ წყნარ ცხოვრების წესს, როცა უბრალოდ დინებას მიყვებიან. იშვიათად არიან ლიდერები. მოსწონთ კულტურული გართობები და მათი ჰობიც ხშირად ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

ცხვრის/თხის წელი
თხის წელი მოდის ცხენის წელიწადის შემდეგ და 12 წელიწადში ერთხელ მეორდება. რადგან ჩინური ახალი წელი ყოველთვის ცვალებადია, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს თარიღი თუ როდის იწყება თხის წელი.
თხის ნიშანი
„თხა" კარგი აღმზრდელია. მას მოსწონს ხალხზე ზრუნვა. ისინი მშვიდი ინდივიდები არიან. მათ მოსწონთ ხალხთან დროის გატარება, თუმცა არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ურჩევნიათ უკან დგომა და სხვების ყურება, ვიდრე აქტიურობა დღესასწაულების დროს. „თხის" ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ დავალებების შესრულება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, რადგან აქვთ უნარი შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიიყვანონ საქმე ბოლომდე.
თხასთან დაკავშირებული ფაქტები
თხის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იზიარებენ რამოდენიმე საერთო თვისებას. ქვემოთ მოყვანილია ცხვართან დაკავშირებული რამოდენიმე ასპექტი.
ჩინური დასახელება - YANG, ხელოვნების ნიშანი
საათი - 1 PM - 2:59 PM
თვე - ივლისი
შესატყვისი დასავლურ ჰოროსკოპში - კირჩხიბი
დამახასიათებელი ნიშნები
ჭკვიანი, არტისტული, კეთილი, ბედნიერი, დაუცველი, სხვაზე დამოკიდებული
სხვადასხვა სტიქიები
არსებობს ხუთი ტიპის თხა, რომელსაც ხუთი ელემენტი შეესაბამება. ესენია: ლითონი, წყალი, ხე, ცეცხლი და მიწა.
ლითონის თხა (1931 და 1991)
ასეთ „თხას" ხშირად მკაცრი გარეგნობა აქვს, რისი საშუალებითაც ის ცდილობს დაიცვას სუსტი შინაგანი გარემო. ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კარგად იციან, რომ მათი სიმკაცრის უკან ემოციური ადამიანი იმალება. ხშირად ისე ექცევიან სხვა ადამიანებს, როგორ მოქცევასაც არ ისურვებენ. მეტალის თხა სხვა „თხებთან" შედარებით ყველაზე უფრო გატაცებულია ხელოვნებით.
წყლის თხა (1943 და 2003)
როგორც წყალს ახასიათებს, ამ დროს დაბადებული ადამიანები დინებას მიჰყვებიან. მათთან ცხოვრება ძალიან მარტივი და სასიამოვნოა. მოსწონთ, როცა მათი სახლი დაცულია და საცხოვრებელ ადგილს იშვიათად იცვლიან. „წყლის თხა" კარგი მოსაუბრეა, თუმცა ნაკლებადაა საკუთარ თავში დარწმუნებული. იბნევიან, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინათ.
ხის თხა (1955 და 2015)
„ხის თხას" ბევრი მეგობარი ჰყავს, და სიამოვნებთ ხალხში ყოფნა. ადამიანებს იზიდავთ ამ დროს დაბადებული პიროვნებები, რადგან სანდომიანები არიან. მათი გულწრფელობა, შეიძლება ითქვას, დადებითი მხარეა, თუმცა ამის გამო ხშირად სტკივათ გული. ზოგჯერ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა, ჯობია ყურადღება მიაქციონ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს და ნაკლებად იფიქრონ სხვებზე.
ცეცხლის თხა (1907 და 1967)
„ცეცხლის თხა" იშვიათად უშვებს ადამიანებს ახლოს, ამიტომაც ნაკლებად სწყინთ ხოლმე საზოგადოების ქცევა. მათ აქვთ უნარი იზრუნონ, დაიცვან და პირველ ადგილზე დააყენონ საკუთარი თავი.ისინი ქარიზმატული და ხალისიანი პიროვნებები არიან. უყვართ თეატრი. მეგობრების ვიწრო წრე ყავთ და სიამოვნებით ატარებენ მათთან დროს.
მიწის თხა (1919 და 1979)
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის თხა ებრძვის საკუთარ თავში ნაკლებ თვითდაჯერებულობას, ის სტაბილური ადამიანია. ისინი დამოუკიდებელი და პრაქტიკული პიროვნებები არიან, უფრო კონსერვატიულები ვიდრე ლიბერალები. ოჯახი მათთვის ყველაზე ძვირადღირებული აქტივია, და ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს საყვარელი ადამიანები.
ჯანმრთელობა და ოჯახი
ჯანმრთელობა
„თხის" სიმშვიდე უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობით. მიუხედავად იმისა, რომ „თხა" გარეგნულად სუსტი ადამიანი ჩანს, საკმაოდ ჯანმრთელები არიან ხოლმე. ბედნიერება მათი ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა გაუთვალისწინებელი და პრობლემური სიტუაციების შემდეგ, „თხას" ხშირად სტკივა მუცელი, განსაკუთრებით მაშინ როცა პრობლემა სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. თუ „ცხვარს" ბევრი პრობლემა აქვს და ის უბედურია, მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ცუდია.
ოჯახი
„ცხვარს" ძალიან უყვარს სახლში ყოფნა. ის დროს ატარებს სამზარეულოში, კერავს, აცხობს. მოსწონთ როცა სახლზე ზრუნავენ. მათი ბინა მარტივადაა მოწყობილი, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხოვრებაც უმარტივდებათ. კომფორტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კარიერა და ფინანსები
„თხა" სამსახურში
„თხას" მოსწონს, როდესაც კომფორტს უქმნის სხვა ადამიანებს. ისინი სიამოვნებით გამოთქვამენ აზრს, თუმცა არ უყვართ ლიდერის როლი. ისინი არ იბრძვიან თანამდებობისა და სტატუსისთვის, რადგან მათვის ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ფული და თხა
„ცხვარს" მოსწონს ფულის ხარჯვა, თუმცა კომფორტს და ბედნიერებას ვერ პოულობს მატერიალურ საგნებში. მართალია სიამოვნებით ხარჯავენ ფულს და ყოველთვის გემოვნებიანად აცვიათ, თუმცა ეს ყველაფერი მათი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალია.
პროფესიები:
გამომცემელი, არქიტექტორი, მსახიობი, ინტერიერის დიზაინერი, ფლორისტი, პედიატრი, დალაქი, ილუსტრატორი, მუსიკოსი, მასწავლებელი, ხელოვნებათმცოდნე
ბიზნეს პარტნიორები:
ყველა ნიშანს გააჩნია ჰარმონიული და ანტაგონისტური პარტნიორები სტიქიებისა და სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. ცხვრის წელს დაბადებული ადამიანისთვის ეს შემდეგნაირად გამოიყურება:
ელემენტი ჰარმონიული პარტნიორი
ანტაგონისტური პარტნიორი
ლითონი
მიწის თხა ცეცხლის მაიმუნი
წყალი
მეტალის კურდღელი
მიწის მამალი
ხე წყლის ცხენი ლითონის ვეფხვი
ცეცხლი
ხის ღორი წყლის ხარი
მიწა ცეცხლის გველი ხის ძაღლი
დასვენება და გართობა
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანები ხშირად საერთო ინტერესებს იზიარებენ. მაგალითად:
საყვარელი ფერი: ვარდისფერი, ალისფერი
ძვირფასი თვალი: მთვარის ქვა, საფირი
სასურველი საჩუქარი: ხალათი, სურნელოვანი ზეთი, ზღვის ნიჟარა, მასაჟი, თეატრის ბილეთი
ჰობი: კითხვა, ფილმების ყურება, ჭამა, სმა, ცურვა
არ მოსწონთ: ოჯახისა და მეგობრებისგან ცალკე ყოფნა, კონფლიქტი, როცა მხარს არ უჭერენ
„თხის" არდადეგები
„თხას" უყვარს სხვა ადამიანებთან ერთად მოგზაურობა. მოსწონს მუზეუმების დათვალიერება, თეატრებში ვიზიტი. უყვართ ასევე წყალი, ამიტომაც სიამოვნებით ატარებენ არდადეგებს პლიაჟზე ან კრუიზში.
მეგობრები და მტრები
„თხა" სტუმართმოყვარე ადამიანია. ისინი მარტივად ეჩვევიან ნებისმიერ სიტუაციას, ამიტომაც თავს ყველგან კარგად გრძნობენ. მოსწონთ დღესასწაულები, მაგრამ არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მარტივად არ იხსნებიან, და დრო სჭირდებათ სანამ ადამიანებს ენდობიან. თუმცა ძალიან კარგი მეგობრები არიან. ჰყავთ ბევრი ნაცნობი და ცოტა ნამდვილი მეგობარი.
საუკეთესო მეგობრები: კურდღელი და ღორი
მტერი: ხარი
პირადი ურთიერთობები
„თხას" არ უყვარს მარტო ყოფნა. ის ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია. თუ არ მოგწონთ დიდი ოჯახი და არ გიყვართ ბავშვები, „ცხვარი" თქვენთვის შეუფერებელი პარტნიორი იქნება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი ურთიერთობა იყოს სტაბილური და ბედნიერი.
„თხა" ხშირად ძალიან რომანტიული პარტნიორია. მას ჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და ყურადღებიანი იქნება, ვინც დაეხმარება მას აიმაღლოს თვითდაჯერებულობა.
„თხის" პარტნიორი
„თხამ" ხშირად არ იცის თავისი ნიჭის შესახებ, ამიტომაც გვერდით სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც თავის შესაძლებლობებს დაანახებს. ჩინური ჰოროსკოპი გვაძლევს საშუალებას ვნახოთ სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სასიყვარულო და ბიზნეს ურთიერთობები.
თხა - ვირთხა
ხანდახან უჭირთ ურთიერთობა.
თხა - ხარი
ფიზიკურად იზიდავენ ერთმანეთს, თუმცა მეტი საერთო არაფერი აქვთ.
თხა - ვეფხვი
უჭირთ ურთიერთობის შენარჩუნება.
თხა - კურდღელი
ურთიერთპატივისცემა ხელს უწყობს მათ ურთიერთობას.
თხა - დრაკონი
აქვთ ვნება, თუმცა არ ესმით ერთმანეთის.
თხა - გველი
კარგი მეგობრები არიან და უკეთესი საყვარლები.
თხა - ცხენი
უყვარდებათ ერთი ნახვით.
თხა - ცხვარი
კარგად ესმით ერთმანეთის.
თხა - მაიმუნი
ძალიან განსხვავებულები არიან და ხშირად კარგი კავშირია.
თხა - მამალი
ბევრი წინააღმდეგობა აქვთ ურთიერთობაში.
თხა - ძაღლი
დამღლელი ურთიერთობა აქვთ.
თხა - ღორი
კარგი კომპანიონები არიან.
აღმოსავლურ - დასავლური ჰოროსკოპი
ვერძი თხა
ასეთი თხა სცენის მიღმა კარგად მოქმედებს. შეპყრობილნი არიან „სიყვარულით", თუმცა საბილური და ძლიერი პარტნიორები არიან.
სასწორი თხა
„სასწორი თხა" კულტურული და ხელოვნების მოყვარული პიროვნებაა. ისინი ინტელექტუალურები არიან და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.
კურო თხა
ასეთი კომბინაციის ადამიანები ხშირად მატერიალისტები და სიმდიდრეზე ორიენტირებულები არიან. ყოველთვის ცდილობენ შეიქმნან კომფორტი და სხვებს ამის შემდგომ აქცევენ ყურადღებას.
მორიელი თხა
მორიელი მშვიდ „თხას" მატებს მცირეოდენ აგრესიას. ასევე ასეთი ადამიანები დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფიან. მორიელი ცხვარი ყოველთვის მიმზიდველი და სასურველია.
ტყუპები თხა
აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და უყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა. მათ კარგი მეხსიერება აქვთ. მოსწონთ ოჯახისა და მეგობრების გარემოში ყოფნა.
მშვილდოსანი თხა
მათ სჭირდებათ თვითდაჯერებულობა და მათვის აუცილებელი დაწყებული საქნე ბოლომდე მიიყვანონ.
კიბო თხა
კეთილი და ზღდილობიანი ადამიანები არიან. დიდ სიყვარულს ასხივებენ. ოჯახს ყოველთვის პირველ რიგში აყენებენ.
თხის რქა თხა
ძლიერი პიროვნებები არიან. პრაქტიკულობა და მოტივაცია მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.
ლომი თხა
მხიარულ ადამიანებს წარმოადგენენ და სხვა თხებისგან განსხვავებით უყვართ ხალხთან ურთიერთობა. სამართლიანები არიან და აფასებენ გულწრფელ ადამიანებს.
მერწყული თხა
აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. ისინი ყოველდღიურობით ცხოვრობენ და არ უყვართ გეგმები.
ქალწული თხა
ყოველთვის მეტს მოითხოვენ საკუთარი თავისგან და სხვებისგან.
თევზები თხა
ასეთი ტიპის ადამიანებს ძლიერი პარტნიორი და მხარდაჭერა სჭირდებათ. იტაცებთ ხელოვნება.
http://dasta.ge/index.php?page_id=137&hs=17