Tata_Sonneგააცანი კოტე რა, გაუგებენ

სტომატოლოგი ქალი როგორ უნდა მოიყვანოს კაცმა ცოლადო! (გურულური აქცენტით თან)
რატომოო? - ავიფაფრეთ ამდენი სტომატოლოგები
- აბა, მთელი დღის ნაფურთხები ქალი რად გინდათო?!

______________________
ესეც თევზებს

იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) _ ტანჯულ მსხვერპლამდე.
ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან _ რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.
არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს. სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს,მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ეგზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე – ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული – ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ.სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება.დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნებადა კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია.
ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე – არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.
ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.
ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს. თევზები ბედნიერები არიან ქალწულთან, კუროსთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან, უსიტყვოდ უგებენ მორიელს. თავი უნდა აარიდონ სასწორს და ტყუპებს.