diaz_niasamidzeაუ, აუ, აუ... საზამთრო

მეკეტება ისე მიყვარს
* * *
თევზები
ზოგადად თევზების წყენა ძალზე იოლია. მაგრამ აწყენინოს ისე, რომ შურისძიება მოანდომოს, შეუძლია მხოლოდ ახლობელ ადამიანს, რამეთუ ყველა დანარჩენ წყენას თევზები მალევე ივიწყებენ. შურისძიება კი თევზებს შეუძლიათ ყველა ხელმისაწვდომი ხერხით, გარდა იმისა რაც თვალნათლად ჩანს და აშკარაა. ისინი ინტრიგებს ხლართავენ, ეცდებიან ფარულად საქმის გაფუჭებას და ყველა ხერხით და საშუალებით მოწინააღმდეგის ცხოვრების გართულებას, ხშირ შემთხვევაში იქ სადაც ამას არ ელოდება.
თევზების შურისძიების ყველაზე მარტივი მეთოდია- ყველგან სიარული ნაწყენი სახით და იმის მოყოლა, რა ცუდი ადამიანი ხართ და როგორ სასტიკად მოექეცით მას. თევზებს ეს დამაჯერებლად გამოსდით, იმიტომ რომ თუ სწყინთ, ნამდვილად გულწრფელად სწყინთ. ამის გამო მათ თანამგრძნობს შეიძლება დიდ ხანს ჰქონდეს თქვენზე ცუდი წარმოდგენა.
მაგრამ თუ თევზს ეს საკმარისად არ მოეჩვენა, მან შეიძლება თქვენზე საშინელი ჭორები გაავრცელოს, და ამას ტყუპებზე გაცილებით უკეთ გააკეთებს, იმიტომ რომ თევზების ჭორები გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ვიდრე ტყუპების და მეორეც მათი უარყოფა სავსებით შეუძლებელია ბუნდოვანი მითითებების და დაუბოლოებელი ნათქვამის გამო.
შეიძლება თევზი თქვენზე ძალიან ნაწყენი იყოს, მაგრამ არ გაგრძნობინოთ, და შემდეგ ვითომ და დახმარების გულწრფელი სურვილით ანთებულმა, ისეთი რჩევები მოგცეთ და ისეტი ტყუილები გითხრათ, რომ მერე დიდხანს გაგიჭირდეთ ამ გაფუჭებული საქმის გამოსწორება. და მაგ შემთხვევაში ბოროტ განზრახვაში თევზებს ვერ დაადანაშაულებთ იმიტომ რომ ის იზრუნებს იმაზე, რომ ყველა თავის ნათქვამში დატოვოს უკან დასახევი და გასხლტომა შეეძლოს, მაგალითად მე ხომ გეუბნებოდი, რომ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ან ეს მხოლოდ ვარაუდია და ასე შემდეგ.
თევზს ღრიანკალივით შეუძლია მტკივნეულ ადგილებს შეეხოს. მშვილდოსანივით დაგტანჯოთ ბიუროკრატიული პრობლემებით. სასწორივით მოგიგოთ ინტელექტუალურ თამაშებში, თუმცა ინტელექტის ნასახი არც აქვს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ თავის სამყაროში ცხოვრობს და თავისი ფასეულობების სისტემა აქვს, რომელიც არ ექვემდებარება საერთო ანალიზს
ბლიაააჰ )))
90% ესეა, ოღონდ ცოტა უფრო დახვეწილად )))