#35405804 · 28 Feb 2013, 23:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რეინკარნაცია ჩემი აზრით უნდა გამოირიცხოს დეჟავიუს შემთხვევაში , იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში იგივე განვლილი ცხოვრება ლოგიკას და აზრს მოკლებულია..
ეხლა რა ხდება ამას წინათ წავიკითხო ერთი საინტერესო ახსნა დეჟავიუზე...
რეალურად დეჟავიუ მეცნიერულად ახსნილი და დასაბუთებული მოვლენაა.. ახლა შევეცდები მარტივად ავხსნა რაში მდგომარეობს საქმე.. არავითარ მისტიკას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, არც "ადამიანები შავებში" უნდა გაგახსენდეთ, ავის მეხსიერების გამთიშავითურთ.. არაფერ შუაშია ასეთი ტიპის მითები დეჟავიუსთან დაკავშირებით..
საქმე რაშია..
ადამიანს აქვს უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი.. ანუ როდესაც საგანს ვხედავთ თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა (ნუ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფიქრებში წასვლა და ა.შ.).. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე დაგვიშტერდა თვალი.. ან მეორე ვარიანტი.. არის ნისლი მაგალითად და ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)..
ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს.. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით, მიუხედავად ყველაფრისა ნებისმიერ საგანს, პირველად დანახულსაც კი აქვს თავისი ნიშან-ტვისებები, სწორედ ასეთი თვისებების შესახებ ინფორამცია მიეწოდება ტვინს.. ანუ საგანს ვხედავთ და აღვიქვამთ, ვხედავთ და აღვიქვამთ.. ანუ ნორმალურ პირობებში მხედველობითი იმპულსი რაღაც წამის მემილიარდედებში წინ უსწრებს აღქმითს..
დეჟავიუს შემთხვევაში კი ხდება ელემენტარული აცდენა გზიდან.. აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს.. ესაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.. გონებაგაფანტულობით, ან პირიქით ზედმეტი მობილიზაციით, ან ფიქრებს აყოლით და ა.შ. ანუ ხდება ისე, რომ მოცემულ სიტუაციასა თუ საგანს აღვიქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ.. ეს პირობითად ვამბობ.. ანუ ტვინში ინფორმაცია მიდის ორივე, მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას.. შესაბამისად იმ მომენტში როცა ჩვენ საგანს ვამჩნევთ (რეალურად უფრო ადრე შევამჩნიეთ მაგრამ ტვინს მხოლოდ ახლა მიეწოდა ინფორმაცია) ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია იმისა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს.. არსადაც არ გვინახავს, ახლა ვნახეთ, ზუსტად ამ წასმ, უბრალოდ ჯერ აღვიქვით და შემდეგ დავინახეთ ჩვენს მიერ უკვე აღქმული, შესაბამისად აღქმის ინფორმაცია მეორედ მიეწოდა ტვინს და იქ დახვდა მანამდე მიწოდებული.. იქმნება გამეორების ილუზია..©Hugues de Payens წყარო : Esoteric.ge
|