პლუტონი - ჩემი მოხუცი პაპა))
ამ პლანეტის პრინციპია - ვანგრევთ, რათა ავაშენოთ. შეცდომით გვგონია, რომ პლუტონი მხოლოდ ნგრევის, სიკვდილის პლანეტაა. მისი პერიოდის მიხედვით ვიგებთ, რომელი თაობა რა სფეროს ანგრევს/აშენებს.
როგორც პლანეტა, ის ზომით ზოგ თანამგზავრზეც პატარაა. მითოლოგიის თანახმად, ეს პერსონაჟი ქვესკნელის მბრძანებელი იყო. პლანეტისთვის სახელი ასტრონომებს ტყუილად არ შეურჩევიათ, მანამდე ეძახდნენ ატლასს, ვულკანს, იდანას, კრონუსს.. ვარიანტებში იყო მინერვა, ოსილისი და ზევსიც კი. ბოლო პლუტონი ბავშვმა დაარქვა. საკრალურად, პლუტონის აღმოჩენას უკავშირებდნენ ფაშიზმის, გენოციდის, ჰიგიენის პერიოდს.
ასტროლოგიაში პლუტონი განასახიერებს ევოლუციას, დეგენერაციას, რეგენერაციას. მისი სიმბოლოა ეგვიპტური ფრინველი ფენიქსი.
იგი დიდი მანძილით არის მოცილებული მზეს, ამიტომ მისი სხივები კარგად ვერ აღწევს. პლუტონი არის შენი ჩრდილი, რომელიც სინათლეზე არ გამოგიტანია. ანუ ის თესლი, რაც დამარხე და მივიწყებულია. ის, რაზეც უარს ამბობ დაინახო და იგრძნო. განასახიერებს ნაწილს, რომელიც შენში უარყავი და ახლა ჰადესად გექცა. ისაა, რისი მეშვეობითაც იგებ, ვინ იყავი, როგორი, ვინ ხარ. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება მისი გავლენით გაქვს მოცული. განვასხვავოთ, რომ პლუტონი არ არის პერსონალური პლანეტა, მასობრივი დანიშნულება აქვს. ანუ ისაა, რითიც ერთი ეპოქის ადამიანები არიან მოცულნი. თუ რამე შეცვალეთ ცხოვრებაში, ტრანსფორმირებულნი გახდით, ნიშნავს რომ პლუტონის გავლენა გიგრძვნიათ. მაგალითად, ახლა პლუტონი სატურნთან არის სტუმრად და ამ პერიოდს გამოსახავენ როგორც ყვავი რომ დაგჩხავის კარიერისკენ მიმავალ გზაზე.
მისი მდებარეობების მიხედვით, შეიძლება თაობები დავყოთ. მაგალითად, ჰიპთა პერიოდი ცნობილია პლუტონი-ურანის სახელწოდებით. ღმერთის არსებობა ღმერთების არსებობით შეცვალა. ან როცა სატურნისა და პლუტონის პერიოდი იყო, წამოვიდა იურიდიული თაობა. ნეფტუნი-პლუტონის თაობა გვაძლევს ცვლილებებს რწმენებში. იუპიტერი-პლუტონის - ავტორიტეტებში.
თუ დავუშვათ, რომ პლუტონს მთვარესთან აქვს შეერთება, ადამიანი ემოციურად გრძნობს საშიშროებას. მისი ცხოვრება ვერ არის პერმანენტული, მშვიდი. მთვარეს აფორიაქებს. ფსიქოლოგიურ მდგომარეობა შეიძლება პერიოდების მიხედვით დავუყოთ: სირთულემდე და სირთულის შემდეგ.
პლუტონი ჩამთრევი პლანეტაა. შეიძლება შევადაროთ, რომ ის ებრძვის არა ვირუსს, არამედ მის წარმომქმნელ მიზეზებს. ფაქტობრივად, შიდსივით არის. თუ სხვა დაავადებები ლოკალური ადგილის წარმონაქმნია, ეს ადამიანს აზიანებს იმით, რომ იმუნიტეტს უკლავს. თუმცა არ მინდა იმის თქმა, რომ გამკლავება შეუძლებელია. უნდა აღმოიფხვრას მიზეზი და არა შედეგი. ვერ აღმოფხვრის შედეგით, გვითრევს კიდევ სიღრმეში. მერე უფრო სიღრმეში. მოკლედ, ჭაობია ფენებით. მეორე მხრით კი დანტეს ჯოჯოხეთია, ყველა კარიბჭის გავლის შემდეგ, სამოთხეში რომ აგიყვანს.
იმის მიხედვით, თუ რომელ სახლში გყავთ პლუტონი, ვიგებთ რისი შეცვლა მოგიწევთ თქვენში. სად შეგექმნებათ პრობლემა. და რისი აღმოფხვრა მოგვიწევს. მაგალითად, მე მეექვსე სახლში მაქვს. პრობლემა საკუთარ სხეულთან დაკავშირებით მექნება. და რატომღაც მგონია, ქორწინებაშიც (მეშვიდე სახლის მიჯნაზეა). შეიძლება უყვარდეს ის, ვინც სჯის, ნუ ჩემი აზრით. შედარება შეიძლება, რომ ადამიანი პერსონალური პლანეტის პლუტონთან შეერთებით, ნაღმთან ერთად დაიბადა, ფეხი უდევს, არ უნდა აუშვას, თორემ აფეთქდება. ის გვასწავლის, ზემოთ რომ ვახსენე, იმ სიბნელეში შესვლას, ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილებში, რომლებიც ყველაზე მეტად იდუმალია. ყველა ადამიანს საკუთარი ჯოჯოხეთი აქვს. რომელია შენი ამას პლუტონის მდებარეობით ვიგებთ.
პლუტონი არ არის პლანეტა, რომ აღსარება თქვი და მორჩა. მისი დარტყმები ციკლურია და წლები გრძელდება. ანუ ის შენი ცოდვების გამოსყიდვაა პრაქტიკით. მიზეზის გაცნობიერების შემდეგ კი ადამიანი თავს ახალშობილივით გრძნობს. და ყველაფერი თავიდან იწყება :დ
ეს პერსონას დეპრესიას აძლევს. შეგრძნება აქვს, რომ ყველაფერი წარმავალია, ჭკნება, ბერდება. განაგებს მემკვიდრეობასაც. იმას, რასაც ტოვებ ფერფლიდან. ამ თვალსაზრისის მიხედვით, გაჩნდა აზრი, რომ პლუტონი განაგებს ჩვენს სქესობრივ ურთიერთობებს.
ფენიქსზე ვახსენე. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ისტორია, რომელიც მას უკავშირდება. გადმოცემით, სამოთხეში ადამ და ევასთან ერთად ჩიტიც ცხოვრობდა. ცნობიერების ხეზე დაიბადა და პირველ ადამიანებს უგალობდა. როდესაც ქერუბიმი მოგიზგიზე ხმლით დევნიდა ცდომილ ადამიანებს, ხმალი ამ ჩიტის ბუდეს მოხვდა. წითელი კვერცხი გაიპო და ფენიქსი გამოიჩეკა. ამჯერად, ფრინველი არაბეთში ცხოვრობს და ყოველ ათასწლეულში პირველცოდვა რომ გაგვახსენოს, იწვის და იბადება. ფენიქსი და პლუტონი იმის დამამტკიცებელია, რომ ყველას აქვს ახალი შანსის უფლება.
უკაცრავად აცა-ბაცა წერისთვის. აბა ვის როგორი პლუტონისეული გამოცდილება აქვს.
aanukaშენ მაგალითად, 11-ე სახლშიო. თუ ადამიანი ცხოვრებაშივე ისჯება, ეს შენი მეგობრების ხელით მოხდება. წესით, შენი ცვლილებები კოლექტივს უნდა უკავშირდებოდეს. რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით ამასთან დაკავშირებით? :დ
სიმღერა პლუტონზე:
http://www.youtube.com/watch?v=ufNwkVGOKiYპლუტონი და თანამგზავრები:
http://www.flickr.com/photos/45348205@N04/...57623071890687/ This post has been edited by თაიკო on 2 Jan 2012, 15:17
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი