ჩემს რამდენიმე ასპექტს ვთარგმნი და იქნებ რომელიმეს გამოგადგეთ )
მზისა და სატურნის სექსტილი
მოთხმინების უნარი და თვითდისციპლინირებულობა, მკვეთრი და ზუსტი აზროვნება, პრაქტიკულობა და მეთოდურობა, ორგანიზატორული ნიჭი. აქვთ მართვის ტალანტი, შეუძლიათ იმუშაონ ქედმაღლობის გამო. საქმეში ისინი არიან რეალისტები, გულწრფელები, მკაცრები და პროზაულები, მაგრამ მეგობრებთან ლოიალურები.
ხშირად აღინიშნება პოლიტიკური ამბიციები, გააჩნიათ სურვილი და შესაძლებლობა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. დაკვირვებულობა და სიფრთხლის გრძნობა უქადით კარგ ჯანმრთელობას ; ინარჩუნებენ დამსახურებებს, რომლებიც დიდი შრომის შედეგად მიიღეს.
მზისა და ნეპტუნის სექსტილი
მხატვრული შესაძლებლობები, შთაგონება და მუზები ხელოვნებაში, რელიგიაში, მისტიკაში. შეუძლიათ შინაგანი ხედვით ჩაწვდნენ პორტრეტს და შემდგომ მისცენ რეალური ფორმა. ხელოვანი ხალხია. წარმოდგენები ხშირად დაფუძნებულია პრაქტიკულ მხარეებზე - ფულზე, ძალაუფლებაზე. სხვების ტკივილის მიმართ თანაგრძნობა ანიჭებთ მათ ჰუმანურობას. უყვართ ცხოველები.
* * *
მზისა და პლუტონის ტრინი
ზეკონცენტრირებულობა, საკუთარი ნების ქონა, შესაძლებლობა განაახლოს ცხოვრების ყველა მხარე, გააუმჯობესოს და გაიაზროს ისევ და ისევ. ძლიერი სულიერი განვითარებისას - ბელადები, რომლებიც ხედავენ "ნასკვოზ", სიღრმისეულად და რომელთაც აქვთ ცოდნა საითკენ მიმართონ ენერგია და შესაძლებლობები.
დაინტერესება იოგით, მედიტაციით და სხვადასხვა სულიერი განვითარების სახეობებით. ხშირად აღინიშნება ხილვები და ინტუიციური სიღრმეები. მათ აქვთ ხებუნებრივი ძალები, ცეცხლოვანი ნატურები არიან.
(ღმერთმანი

)
აღმავალი კვანძისა და ვენერას შეერთება
ლავირების უნარი ადამიანებთან მიდგომაში, ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვანია რომანებისთვის, ფულადი საქმიანობისთვის, ქორწინებისთვის, მეგობრობისთვის.
ნიჭი - იყოს საჭირო ადგილას საჭირო დროს.
მიზიდულობა ყველაფრისაკენ, რასაც ბედნიერების მოტანა შეუძლია.
ეს კარგი კარმაა, აღინიშნება თავაზიანობა და გუულუხვობა წარსულში.
ცუდ შემთხვევაში - თავაწყვეტილი სიამოვნების მიღების სურვილი, დაკავება უსარგებლო საზოგადო საქმეებით.
* * *
ვენერისა და ურანის სექსტილი
უყვართ ემოციონალურ დონეზე საუბარი და ამას აკეთებენ ბრწყინვალედ და სასიამოვნოდ, ისინი უყვართ. მათ ბევრი მეგობრები ჰყავთ. განსაკუთრებული მხატვრული ან მუსიკალური ნიჭი გააჩნიათ ანდა ინტერესი ხელოვნებისადმი, მათი თანამედროვე გამოხატულებისადმი.
ხშირად აკეთებენ ფულს არაორდინალური გზებით, კოლექტიურ დაწესებულებებში.
ეწევიან საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ელექტრონიკასთან, თვითშესწავლასთან, რადიო, ტელევიზია, ჩამწერი-სტუდია.
მათთვის დამახასიათებელია სიყვარული ერთი ნახვით, ისინი მოულოდნელად თხოვდებიან.
გრძნობებში სჭირდებათ თავისუფლება, არ ემორჩილებიან ჩვეულებრივ, რომანტიკულ კანონებს.
სიყვარულში, როგორც წესი, უმართლებთ