starchildfolkmanქირონი მარსის ოპოზიცია

ქირონი მარსის ოპოზიცია მეომრების ასპექტია. ეს ასპექტი იმ მეომრებს აქვთ, რომლებიც სუსტებ იცავენ. ეს ადამიანები არიან მიზანდასახულები და მამაცები. მიდიან რისკზე, იღებენ გადაწყვეტილებებს და დგამენ გამბედავ ნაბიჯებს, არიან თავდაჯერებულები. აქვთ განსაკუთრებული სექსუალური ენერგია, თუ ეს ასპექტი ქალს აქვს, ეს ნიშნავს რომ მის ხასიათში მამაკაცური თვისებები არის, როგორიცაა გადაწყვეტილებების მიღება, ძალაუფლების სადავეების საკუტარ ხელში აღება და გამბედაობა.
მარსის ოპოზიცია - მტრის დამარცხებით თავად არ გახდე საკუთარი თავის მტერი, საკუთარი თავის დაძლევით კი დააკვირდი როგორი ხარ სხვებისთვისმარსის ოპოზიცია ეს ენერგიაა რომლის მართვაც ძალიან რთულია. თუ ადამიანი დანებდება მას მაშინ შესაძლოა აგრესიული გახდეს სხვა ადამიანების მიმართ, თუ ამ ენერგიას შეეწინააღმდეგება, მაშინ შესაძლოა ისეთ აზარტში შევიდეს რომ თავი გაინადგუროს.
თუმცა თუ ადამიანი იმუშავებს ამ საკითზე და დაიმორჩილეს მარსის ამ ენერგიას, ის ისეთი პროცესების მართვას შეძლებს რაც ბევრი ადამიანისთვის იქნება შეუძლებელი.
ოპოზიცია ქირონი - საკუთარ თავში ჩაღრმავებისას ზედმეტი არ მოგივიდეს და მეორე მხარეს არ აღმოჩნდექირონის ოპოზიცია პლანეტას ორ ამოცანას უსახავს, ერთი ის რომ გააფართოვოს პლანეტის პრინციპები და საზღვრები რაც მანამდე ბევრად უფრო ვიწრო და კონკრეტული იყო, შესაძლებელია ამ ასპექტისას უფრო ფართე და მრავალმხრივად იქცეს. და მეორე მოახდინოს პლანეტის შესაძლებლობების მატერიალიზაცია.
ქირონი ქაოსია, გაურკვევლობა, ჩიხები, თუმცა თუ ადამიანი იმუშავებს ამ ასპექტზე, ქირონის პარადოქსულ მხარეს დავინახავთ, რომელიც მანამდე სანამ ადამიანი ნახევრად ხუმრობით საუბრობს საკუთარ შესაძლებლობებზე, ქირონი მართლაც აძლევს ადამიანს ოპოზიციური პლანეტის შესაძლებლობებს, მხოლოდ გაფართოებულს და რეალობის ზღვარზე მყოფს, ყველაფერთან ერთად ადამიანის სიტყვებს ქირონი საოცარ დამაჯერებლობას მატებს. ეს ასპექტი ადამიანს მატებს არაბანალურობას შემოქმედებით სფეროებში, ზოგადად ორიგინალურობას.
თუმცა იმისთვის რომ ქირონი მართოთ აუცილებელია ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა შრეებში ჩასვლა და საკუთარ თავზე მუდმივად ბევრი მუშაობა.
პ.ს. ამ ასპექტის მქონე ადამიანზე შეიძლება ეს ანდაზაც ვიხმაროთ "В тихом омуте черти водятся"
* * *
მთვარის შეერთება ქირონთანქირონი მთვარესთან შეერთებაში ქმნის მგრძნობიარე ადამიანს და "გადაყოლილ" დედას. ადამიანს დედის მხრიდან ან წინაპრებიდან ქალების მიმართულებით ყავს "უცნაური" ქალები, ზოგადად წინაპარი ქალები "უცნაურობებით" ხასიათდებიან. ხანდახან ასეთი ასპექტის მქონე ქალებს კლიმაქსური ასაკის გადალახვის შემდეგ მენსტრუალური ციკლი კვლავ ეწყება და სიცოცხლის ბოლომდე აქვს. ქირონისა და მთვარის შეერთება იძლევა დიდ შესაძლებლობას რომ ადამიანს ტყუპები ყავდეს (ესეც ჩემი წინათგრძნობა).
ეს ასპექტი იძლევა საოცარ მხედველობას ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ადამიანების ცხადად დანახვის შესაძლებლობას. ადამიანი კარგი სენსორია.
ეს ასპექტი ადამიანს ასევე აძლევს კაპრიზულ ხასიათს დიდი ცვლილებებით, ადამიანი აპათიიდან შესაძლოა ეიფორიის მდგომარეობამდე მივიდეს (დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე).
ეს ასპექტი იძლევა დიდ ფილოსოფიურ ცოდნას, ადამიანს კონტაქტი აქვს ბუნების უხილავ ძალებთან, რაც ხშირად გამოიხატება ზედმეტად რელიგიურობით ან სხვა შემთხვევაში ასოციალურობით. ადამიანს უცნაური ჩვევები აქვს და საერთოდ უცნაურია, რის გამოც გარშემომყოფებს აღიზიანებს მუდამ და მათში აგრესიას ბადებს.
აქვთ უნარი სხვა ადამიანების ემოციები მართონ, რადგან შეუძლიათ მათთან სერიოზული ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება. ამ ადამიანს შეუძლია ზუსტად იგრძნოს სხვების ტკივილი და ტანჯვა, ამიტომ ძალიან დიდი დოზით აქვთ თანაგრძნობა.
მთვარისა და ქირონის შეერთება ადამიანს უხვად აჯილდოვებს ისეთი დაავადებებით რომელსაც ტრადიციული მედიცინა გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ განკურნავს და ადამიანი შესაძლოა დიდხანს იტანჯებოდეს, სანამ არატრადიციულ მედიცინას არ მიმართავს. ის რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს ამ ასპექტის მქონე ადამიანისთვის ხშირად ერთადერთი საშუალებაა მკურნალობისთვის.
მიუხედავად ამისა ადამიანი კარგად ამუშავებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას და არა მხოლოდ. ძალიან ჯანმრთელი კუჭი აქვთ "ქვასაც ინელებენო" ამათზეა ნათქვამი. კარგი კულინარები არიან.
ამ ასპექტის მქონე ცნობილი ადამიანების კარგი მაგალითია დევიდ კოპერფილდი

პ.ს. ქირონის და მარსის ოპოზიციაზე მთავარი რისი დაწერაც დამავიწყდა ის იყო რომ ქირონი მარსის ოპოზიცია მეომრებს იმ სფეროებში ქმნის რომელ სახლებშიცაა პლანეტები და არა ნიშნებში, ანუ ქირონი პირველ სახლში ოპოზიციაში მარსთან მეშვიდე სახლში
ქირონის შეერთება იუნონასთან ეს ვერ ვიპოვნე, ვერც ნეტში ვერც წიგნებში რაც მაქვს და თუ ვინმეს გაქვთ იქნებ მომიძებნოთ?
This post has been edited by HAG on 9 Sep 2011, 11:23
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.