მოკლედ ესეთი გამოცანა არის...
ბიჭმა და გოგონამ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, ისიც შემთხვევით... მალევე დამეგობრდნენ და საუბრობდნენ... გოგონამ მოსთხოვა ბიჭს რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ბიჭმა უარი უთხრა, რამაც გოგონა გააბრაზა... როგორც იქნა შერიგდნენ, გოგონამ ბიჭს მისი სურათის გაგზავნა მოსთხოვა, ბიჭმა გაუგზავნა, თუმცა ნახვის მერე წაშლა მოსთხოვა.... გოგონამაც გაუგზავნა ბიჭს თავისი სურათი, მაგრამ ბიჭს არ უნახავს ის... გოგონა გაკვირვებული იყო... ბიჭმა აუხსნა რომ მისი გარეგნობა სულერთი იყოს მისთვის!
გავიდა დრო, გოგონამ ისევ მოსთხოვა შეხვედრა, ბიჭმა ისევ უარი უთხრა... გოგონა ისევ გაბრაზდა, ისევ იჩხუბეს.... ისევ შერიგდნენ...
ჩხუბი, შერიგება და ურთიერთობა გრძლედებოდა... ერთხელაც გოგონამ კატეგორიულად მოსთხოვა შეხვედრა... ბიჭმა ისევ უარი უთხრა, თუმცა შეპირდა რომ ადრე თუ გვიან ნახავდა... ბიჭს არ უნდოდა უბრალოდ შემცდარიყო..... ისევ შერიგდნენ! შეხვედრის დროც დათქვეს...
გავიდა ხანი, ერთხელ ბიჭმა შესთავაზა გოგონას შევხვდეთო... გოგონა გაოცდა, რატომ მაინცდამაინც ახლაო... ბიჭს ეწყინა, გაბრაზდა და უთხრა, კარგი არ გინდა ნუ გინდა, მაშინ დათქმულ დროს შევხვდეთო... გოგონამ ახსნა სთხოვა... ბიჭმა უთხრა, იმის გამო რომ გოგონას ცუდი პერიოდი ჰქონდა, უნდოდა გვერდით დადგომოდა, თუმცა გოგონა ვერ მიხვდა ამას, რაც ბიჭს ეწყინა...
დადგა შეხვედრის დრო, ბიჭმა უთხრა გოგონას-შევხვდეთო.... ვერ აირჩიეს საათი და ადგილი... ბოლოს ბიჭი გაბრაზდა და უთხრა, ამა და ამ ადგილას ამა და ამ საათზე მოვალ და იქ გადავწყვიტოთო...
ისევ იჩხუბეს....
ბიჭი მივიდა, ელოდა გოგოს.... გოგოც მოვიდა, ვარდისფერ ლამაზ კაბაში გამოწყობილი.... გოგონამ იცნო და მივიდა ბიჭთან, ბიჭმაც მოიკითხა იგი, ოდნავ ცივად, ალბათ ლოდინის გამო გაბრაზებული იყო... ლაპარაკს შეყვნენ, ორივე თავისუფლად და ლაღად საუბრობდნენ.... მაინც ვერ გადაწყვიტეს ადგილი სად წასულიყვნენ.... სეირნობა დაიწყეს, წინ და უკან, წინ და უკან... ბოლოს ბიჭს მობეზრდა და კატეგორიულად მოსთხოვა სადმე წასვლა... ახლა მანქანით დაიწყეს სეირნობა, წინ და უკან, წინ და უკან.... ესეც მობეზრდათ, გოგონას მოშივდა ამასობაში და წავიდნენ საჭმელად... ბევრი ხალხი იყო დაწესებულებაში, ბიჭს არ უყვარდა ბევრ ხალხში ჰყოფნა... სთხოვა გოგონას წასულიყვნენ.... წამოვიდნენ... ისევ ფეხით სეირნობა დაიწყეს... გზაში ხან გოგონა წაუთაქებდა ბიჭს თავში, მერე ეს ბიჭიც გაბრაზდებოდა და უკან კარგ ალიყურს უბრუნებდა

ბევრი იხალისეს, კარგად გაერთნენ

ცოცხლად და მხირულად იხალისეს

ბოლოს, უკვე დაშლის დრო რომ მოახლოვდა, ბიჭმა გოგონას საჩუქარი გადასცა... ასევე გოგონამაც, სამახსოვროდ ნაყიდი მის სახელზე... ბიჭის საჩუქარი სიმბოლური იყო.... გოგონამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა რომ ეძებდა ზღაპარს, რომელსაც ბავშვობაში მისი აწ გარდაცვლილი ბებია უკითხავდა და რომლის მცირე შინაარსი იცოდა, თუმცა არა სახელი... ბიჭმა ნახა ეს... გოგონამ არ იცოდა ამის შესახებ... ბიჭმა მოძებნა ეს ზღაპარი, იყიდა და გოგონას აჩუქა.... გოგონა წავიდა სახლისკენ, ბიჭიც დაემშვიდობა.... გზაში კითხულობდა გოგონა და სიხარულის ცრემლები მოსდიოდა...
პ.ს
აბა ვინ არიან ზოდიაქოთი?
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!