მოკლედ ორი ბიჭი წავიდა კლუბში, ნასვამები იყვნენ, სანამ მივიდოდნენ გზაშიც დალიეს და კლუბშიც "შეუბერეს" რედბულიანი არყები.....
ხოდა ერთ-ერთი ბიჭი სვავს ამ არაყს და თან ერთ ამბავშია, ცეკვავს თავისთვის... მეორე იქვე ჩამოჯდა...
უცებ, ბრახ და ფეხზე რომელი ბიჭიც დგას, იმას ხვდება სილა... ვიღაც გოგომ გაარტყა...
გაოგნდა ეს ბიჭი... აიჭრა, გაურკვევლობაშია... ხოდა დაინახა ეს გოგომ და გვერდით ვიღაც ბიჭი ახლდა და იმას რაღაც გადაუჩურჩულა...
ეს რომ დაინახა მჯდომარემ, წამოდგა და მივიდა იმ ბიჭთან და რაღაცეებს ელაპარაკება...
რომელიც იდგა ის გოგოსთან მივიდა და ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა, სილა რატომ გაარტყა... ეს გოგო კიდევ ლანძღავს: დეგენერატო, იდიოტო და ა.შ...
თურმე რა მომხდარა.... მჯდომარე ბიჭმა უჩქმიტა გოგოს უკანალზე... იმ გოგომ ჩათვალა რომ მდგომარე ბიჭმა უჩქმიტა და სილა მაგიტომ გაარტყა

ეს მჯდომარე ბიჭი, გაბურძგნილი, წვერიანი და მოჭიდავის ტანზეა და რომ ადგა, ბიჭთან რომ მივიდა უთხრა, მე ვიყავი, ეს არაფერ შუაშიაო და რამე პრობლემა გაქვსო?
იმ ბიჭმა, არაო კლუბიაო, ხან ხელი მოგიხვდებაო, ხან უჩქმეტო რა პრობლემააო, მოკიდა ხელი გოგოს და წავიდა

აბა რა ნიშნები არიან ეს მჯდომარე და მოცეკვავე ბიჭები?