უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ , მაგარი ძმაა მიუხედავად იმისა რომ ყოველკვირა ვერ ვნახულობთ ერთმანეთს.
ჰოდა ეს მასტი არის ძალიან ძალიან სტრანნი
ოღონდ გარეკილი იდეინები რომ არიან ეგეთი არა, აი სხვანაირად უცნაური , კრისტალურად ბუნებრივი,
იმდენად ბუნებრივი რომ გეუცხოვება მისი ქცევა ))
პიქეი რომ არის ფილმი, უცხოპლანეტელ ტიპზე. დაახლოებით ეგეთი

აი რაღაც სტანდარტულ/შაბლონური მოქმედებები ხომ ყველას გვახასიათებს არა?: ის ჩვენი საქმე არაა, ეს არ უნდა გვაინტერესებდეს, ამას უნდა მოერიდო, იმაში დროის დაკარგვა სისულელეა და ა.შ დაჟე ამას დაუფიქრებლად ვაკეთებთ ისე გვაქვს გამჯდარი. ჰოდა ამისთვის ესენი ესე არაა

მაგალითად ვიღაც ლოთი ბრადიაგა თუ მოგადგება ხურდის სათხოვნელად უმრავლესობა ან მოვიცილებთ სიტყვით ან ფულს მივცემთ და გავეცლებით.. ორჯერ ორი ბაზარია რა. ინსტიქტურად ვაკეთებთ ამას.
ეს არა : | ბოლომდე მოისმენს იმის მოყოლილს , გაითავისებს, დაეხმარება, ისაუბრებენ და ა.შ
ერთხელ სპორტის სასახლესთან ამოვიარეთ თითქმის შუაღამეა, სრულად ფხიზლები ხაზს ვუსვამ : დ .. გაიჩითა მასა ერთი ათკაციანი რაზბორკა, აი წკიპზე არიან მოსულები დანებს აფრიალებენ...
შევარდა შუაშია , დანები რა პონტიაო , ახალგაზრდა ბიჭები ხართ ერთმანეთი ხომ არ უნდა დახოცოთო
ჩვენხელები იყვნენ ზუსტად. ტიპები გამოყლევდნენ რასაც ქვია , ვერ მიხვდნენ ვინ იყო რა უნდა , ან ვაბშე როგორ მოქცეოდნენ

მაღლივში მისაღებ გამოცდებზე სამივე საგანში 6იანი მიიღო, (ადრე ეგეთი სისტემა იყო 6 იყო მინიმუმი 10 მაქსიმუმი, 5ზე იჭრებოდი)
ბედის ირონიით აღმოჩნდა რომ უფასოზე გამსვლელი ქულა იყო 19, ეს ფასიანზე მოხვდა : |
პრინციპში გასაკვირიც არ იყო, მოემზადა თავისი ძმაკაცის შეყვარებულის დასთან... თუ მაგას მომზადება ქვია
ოჯახს ფინანსურად ცოტა უჭირდა, ამიტომ სწავლის ფული თვითონ უნდა ეშოვა . შეყვა საშუალო და მცირე ზომის კრიმინალს ...
რაღაც ფულს გაწევდა და მერე სწავლაზე შექონდა.. მეორე კურსამდე გაქაჩა , მერე გარიცხეს. წავიდა ჯარში კონტრაქტით. სხვათაშორის საკმაო წარმატებით.
რაც არ უნდა შარში ყოფილიყო და შარები იცოცხლე ბლომად იყო, შანსი არაა ნერვი ატოკებოდა.
დაჟე ვიტყვი რომ ყველაზე მშვიდი ნერვების მქონეა ჩემს მთელ საახლობლოში. ცივი გონება მუდამ. ერთადერთი რაც ხელოვნურად გამოსდიოდა ეს იყო ემოცია :დ
ტოტალიზატორით დაინტერესდა.. დაწერდა ხოლმე ისეთ გუნდებს რომ მერე ვეღარ პოულობდა ანგარიშებს.. მაგალითად ტანზანიის ქალების მესამე ლიგის 17 წლამდელთა ამხანაგური შეხვედრა

ერთხელ ტოტოში ვზივართ რაღაც სირობა სტატისტიკის გაზეთი უჭირავს.. გააძრო რაღაც გუნდი და უეჭVელი მოიგებს ამაზე უნდა დავდო 500 ლარიო.. თან მანახებს. ჩავხედე ბოლო 6 თამაში წაგებული აქვს ამ გუნდს. მეთქი მეღადავები ამან რა თამაში უნდა მოიგოს ყველა წაგება აქვს თქო..
"ხომ ცდილობსო " სრული სერიოზულობით შემომხედა : D
ერთხელ მოვდივართ მანქანით თბილისის ზღვის ტრასაზე, მეორე მხარეს. ღამეა.. ვხედავთ მანქანა გაჩერებულია და დანკრატზეა შეყენებული. ტვინი წაიღო გავაჩეროთ იქნებ რა უჭირსო. მეთქი დახმარება რომ უნდოდეს ტრასასთან იდგებოდა და ხელს დაგვიქნევდა თქო. ნუ გავცდით..გზაში განაგრძო შფოთვა..ქვეშ რომ იყო რა იცი ეგება დანკრატი მოუცურდა , მანქანა ზედ დააწვაო და ეხლა თავს ვერ იძვრენსო : ( საღოლ მეთქი ფანტაზიებში.. სადღაც 5 კილომეტრში მაინც მოაბრუნა და მივედით უკან იმ მანქანასთან...
ჰოდა რა ჰოროსკოპია ეს ტიპი
არ არის ადვილი გამოსაცნობი.. მე პირადად ვერ გამოვიცნობდი : |
მთელი 15 წუთი ვწერე, თან რამხელა ტექსტი მაგრამ ეკუთვნის
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..