მერე მოვყვები რომ დაგავიწყდება

პ.ს
MasterJCარ არის კურო
* * *
მოკლედ X-მა იყიდა მანქანა და ელოდება ჩამოსვლას...
შევიდა საიტზე ნახა ჩამოსულია მანქანაო... გადარეკა ფოთში, მოდი და წაიყვანეო, 24 საათი მუშაობსო პორტიო

დაურეკა L-ს, იმან კარგი წამოგყვებიო... ეცოტავა, დაურეკა K-ს, იმანაც კარგიო

ნუ მატარებელი გადიოდა 10-ზე... ხოდა ესენი გავიდნენ K-ს გამო გავიდნენ ათს რომ 10 წუთი უკლდა, მივასწრებთო...
რა თქმა უნდა დააგვიანეს... ავტობუსით წან-წალი არ უნდოდათ და ნახეს იქვე მარშუტკა...
ჩავიდნენ ფოთში... გამთენიის 4 საათზე, მივიდნენ და მანქანა მოგვეცითო... მთელი საბუთებით

ხოდა, არაო იქ, უნდა გამწვანდესო, ფული არ აქვს გადმორიცხულიო გადამზიდავს...
ნუ რა ექნათ, იჩხუბეს, ატეხეს ერთი ამბავი, მაგრამ არაო...
ნუ ღამე იქვე გაათენეს პორტში შიგნით, რკინის ძალიან არაკომფორტულ სკამებზე ეძინათ 1-2 საათი ალბათ

გათენდა დილა, მოშივდათ, შიგნით არაფერი იყო დაკეტილი, შაბათი იყო... ხოდა წავიდნენ ქალაქში....
გზაში, მთელი გზა ატყდა L, გინდა თუ არა ქალი მინდა, ქალი მომიყვანეთო... ჩინელიო თან
ჩინელი კი არა მდედრობითი წარმომადგენელი საერთოდ არ დადიოდა ფოთში.... მაღაზიაშიც კი კაცი იყო...
შევიდა X რედ ბულები უნდა ეყიდა, ცოტა გამოფხიზლებულიყვნენ... ერთი რედ ბული იყო მაღაზიაში მხოლოდ...
გამყიდველმა გადაუწურა თან იმედი, ვერ იყიდი სხვაგანო.... ნუ იყიდა ეს ვადა გასული რედ ბული და სამმა დალია

საჭმელი ვერ იყიდეს....
წამოვიდნენ უკან...
გზაში, L კიდევ ატყდა, ჩინელი ქალი მინდაო, ყვირის უკვე, თვალები ჩაუწითლდა მგონი....
K-ს ტუალეტში მოუნდა.... ვერ მოითმინა პორტში მისვლა და იქვე რაღაც ნანგრევ სახლში შევიდა....
ყვირის იქედან... მივიდა X და L რა გინდაო... იმან ქაღალდიო .....
ქაღალდი არ ჰქონდათ... ხოდა გახადეს L-ს საროჩკა... შეიწირა საროჩკა....
გზაში ერთი 3-4 ჯერ მოწვიმა და გადაიღო... მივიდნენ გალუმპულები პორტში, მშივრები და უძინარები...
რეკავენ ახლა გადამზიდთან... მანქანა გაამწვანეო... თურმე ფული არ ჰქონია გადარიცხული...
X და L ტელეფონით არკვევენ... ამასობაში K მიუცუცქდა მოლარე გოგოს და ესაუბრება...
მოკლედ, იქეთ K ეკურკურება გოგოს, აქეთ L გაჰკივის ჩინელი ქალი მინდაო...
X არკვევს მანქნაის საკითხს...
პ.ს
რა ნიშნები იქნებიან L და K?
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!