საშუალოზე ოდნავ უფრო სტრან საზღვაო კურორტზე ვართ დასასვენებლად სამი მეგობარი
ჩვეულებრივი საღამოსეული ღამეა, გაშლილები ვართ ყველა ჩვენ ჩვენს დვიჟენიაში
ღამის 1 საათზე პატიოსნად მივდივარ ნომერში:  სიფხიზლე 7/10ზე, კარგი ხასიათი, 8/10ზე , დაღლილობის კოეფიციენტი 6/10 
მხვდება იმ წამის მისული მეორე მეგობარი, თითქმის იგივე კონდიციაში. მესამე და ერთადერთი ტელეფონი არ ჩანდნენ : |
ნერვიულობა არა მაგრამ ცოტა ნიტო აშუშენია მაინც გეჩითება ასეთ დროს, მოსაწევმა ეგ შეგრძნება სრულად გააქრო და ბონუსად 2 პუქნტი წაუმატა კარგ ხასიათს  
 სადღაც პიკში ვართ , მესამე კარს აღებს ,  შემოდის და დგება ზუსტად საწოლების წინ . აი სკოლაში დაფასთან რომ გამოიძახებენ  ოროსანი მოსწავლეს და პახოდუ გვარი ც,ძ,წ,ჭ.ხ,ჯ.ჰ  დან რომელიმეზე  რომ ეწყებოდა, ზუსტად ეგრე დადგა და სიგარეტს გაუკიდა. ჩვენ წამოწოლილები ვართ , ოთახი ჩანელებულია 
მაგარი დაბომბილი რომ ხარ გონება  ძაბრის პრინციპით მუშაობს  

 ბევრს ფიქრობ და ცოტას ბაზრობ
-  რა გჭირს შეჩემა? იჩხუბე ? ..  მე და მეორემ ერთობლივი ძალებით შევაკოწიწეთ პირველი კითხვა
- " ნეტა მეჩხუბა.. "
-   გაგლახეს ??
-  "ნეტა გაველახე.."
-   ტელეფონი მოგპარეს  ???
-  "ნეტა მოეპარათ"
-   ფული დაკარგე ????
-  "ნეტა ფული დამეკარგა.. "
-  პასპორტი დაკარგე ?????
- "ნეტა დამეკარგა ... "
- .....................................
კარგ ცუდ ბოროტში რომ ის ლეგენდარული გადახედვა ჩითავს ისე გადავხედეთ სამივემ ერთმანეთს 
 კითხვები აშკარად ამოგვეწურა !
ყოველშემთხვევაში ის კითხვები  რომლებიც ეთიკის ელემენტარულ ნორმებს იცავდა : |
რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელი იქნებოდა მისტერ მესამე ?   
    
        
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა  : ))
Bla Bla Bla..