Aquarius_A888ცისფერ'ყანწელები
ვალერიან გაფინდაშვილი (მარცხენა), ტიციან ტაბიძე (მარჯვენა)
decembreვალერა - თხის რქა (პოეზიაზე ეტყობა)
ტიციანი - ვერძი (ამასაც)
სენტიმენტალური ტრიოლეტი ვალერიანის ლექსი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
„ღვდელი და მალარია” კუბოში ტიციანის ლექსი
იწვის ქალდეა... გვეფარება
ცხელ ანაფორად,
ყველა ცეცხლების ატრიალდა
ჩემში გრიგალი.
როგორც ყოველთვის, თვით სიკვდილსაც
შევებით ორი
და ჩემთან იბრძვის შენი ლანდი,
სხვისთვის მიმქრალი.
დაატრიალებს ამ ქვეყანას.
ჩემი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდვლი
და მალარია.
ძვირფასო მამა, იყავ იქაც
ყოველთვის მშვიდი,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ დატოვე
შვილი პოეტი.
და მეასეჯერ გადიხადე
იქ პანაშვიდი,
რომ დამიწყნარდეს
მე ცხოვრება მიეთმოეთი.
მე მხოლოდ შენთვის ავატირე
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.
This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 24 Aug 2021, 16:28