soixante-neuf
ასე იწყება ყველაფერი - soixante-neuf,
თუმცა ცხოვრებას, რა ხანია, როგორც სახადი,
სჭირს უძლურება - სქესობრივი, რეპლიკა - \"ეუფ\" -
ოთხი მხრიდან და მე ამ ნაწერს ტანზე გავხადე.
დღეს მოდაშია (ეფექტი აქვს) დელეგირება
სურვილების და დელეგატი ვისაც სჭირდება -
მან იყოლიოს, მარტო ვარ და ერეგირებულ
ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.
არეულია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის,
ანუ - პირიქით (დალაგებულს ჩემთან რა უნდა) -
ეს ნაწერი და თუ დამერქვა ერთ დროს პოეტი,
ალბათ იმიტომ, რომ გავბედე - უკან დავბრუნდი -
და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი,
ასე დაიწყო ყველაფერი - neuf-soixante,
მერე ისრებმა შუაღამის ოთხი მოხაზეს,
მერე - ვინც იყო მოსასვლელი - ყველა მოვიდა -
ფონ შტერნბერგი და საოცარი მარლენ დიტრიხი,
აქ უკვე სექსი მანიაა და არა ფაქტი,
აქ მხოლოდ ჩემი არჩეული გზებით მივდივარ
მიზნისკენ - ჩემი უფლებაა პირველი აქტი.
აქ შემიძლია ვითავხედო, რაც მსურს დავწერო,
აუცილებლად დაეყრება საფლავს ნაგავი
მაინც და რატომ უნდა გავხდე ხალხის ნაწილი -
ხალხის - ვინც მოკლა - რიუნოსკე აკუტაგავა?!
ის არ მოუკლავთ! - მეტყვით ვინმე - თავი მოიკლა,
მე გეუბნებით, რომ თქვენ ყველამ ერთად მოკალით!
ერთი ჯანსაღი აზრი არ გაქვთ ათას მოფიქრალს,
თქვენ - ყველა ერთად, მკვლელობებმა ოთხად მოგრკალეს.
არაეულია, არეული, არეულია -
ეს ნაწერი და დრო არ მოდის, წლები მიდიან,
ყველა თქვენგანი საქმეშია, გარეულია
ამ ყველაფერში, დედააზრი, თავი - იდეა -
ცხოვრებისათვის დღეს ეს არის - neuf-soixante,
საინტერესო თუ რამეა - ქამრისქვეშ ხდება,
თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან
და გზად (არ მოცდეთ) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
ვის კლავთ დღეს?
რომელი ზოდიაქოს წარმომადგენლის შეიძლება იყოს ეს ლექსი?

არის რაღაც ორიღინალური
მე ხაერი მგონია ^^