შენი ჰოროსკოპი ასე გამოიყურება სინამდვილეში:

როგორც ვხედავთ ასცენდენტი მორიელში გყავს+ პლუტონი 1 სახლში, რაც მორიელურ გარეგნობას გაძლევს, მძიმე გამოხედვას, გარეგნულ მაგნეტიზმს და ჰიპნოტიკური გავლენის უნარს..აქვეა შავი მთვარე, რომელიც მიგანიშნებს რომ ეს უნარი ბოროტად არ უნდა გამოიყენო, რომ უნდა მოთოკო შენი სექსუალური პოტენციალი და სწრაფვა ნგრევისკენ...
ყველა პლანეტა იმართება სატურნით საბოლოო ჯამში, რაც გულისხმობს შენს დამოკიდებულებას კარმულ კანონებზე, ანუ უბრალოდ არაფერი მოგეცემა, უშრომველად და თანმიმდევრულობის გარეშე არ უნდა ელოდო ბედის საჩუქრებს.. მით უმეტეს ეს ეხება კონტაქტების და ინფორმაციის სფეროს(3 სახლი)...
მზე 7 სახლშია, რაც ართულებს შენს უნარს უცებ მიიღო გადაწყვეტილებები, ანუ თავს იჩენს ერთგვარი დამოკიდებულება გვერდით მდგომზე, პარტნიორზე, რომლისგანაც რაციონალურ გაგებას და მჭიდრო ენობრივ კავშირს მოითხოვ(მერკური 7 სახლში), ანუ გინდა რომ ინფორმაციის შემომტანი იყოს...
მზე პლუტონის ოპოზიცია აპირისპირებს 1 და 7 სახლებს, რაც იწვევს თვითგანადგურებისკენ სწრაფვას, ეჭვიანობას პარტნიორობის სფეროში, პარტნიორის სრული ფლობის მოთხოვნილებას(რაც შეუძლებელია), რომელიც ფიზიკური ან სულიერი დაცემით შეიძლება დამთავრდეს...