ammeliეს არის რაც შევძელი

ნუ აქ მოვაგროვე ცოტა ინფო მეტი არ ვიცი
mze mSvildosani
mTvare morieli
merkuri mSvildosani
venera saswori
marsi saswori
iupiteri mSvildosani
saturni morieli
urani mSvildosani
neptuni mSvildosani
plutoni morieli
ascedenti lomi
მთვარე მორიელში
მთვარის ნათელი მხარე მორიელის ნიშანში: ადამიანი ხდება უფრო გამტანი, ემოციური, უძლიერდება იდეალისტური თვისებები.
მთვარის ბნელი მხარე მორიელის ნიშანში: ადამიანი ხდება ჯიუტი, ეჭვიანი, მოუთმენელი, ძალაუფლების მოყვარული.
მორიელი - ასტროლოგიურად განასახიერებს სიკვდილს, კვლავწარმოებას და ემოციურობას. მორიელი ხაზს უსვამს მთვარის მგრძნობელობას და ამავდროულად წარმოაჩენს მის ძალას. თუ თქვენს პირად ჰოროსკოპში აღმოაჩენთ რომ მთვარე მდებარეობს მორიელის ნიშანში, მაშინ თქვენ გაგაჩნიათ დიდი სულიერება გრძნობებში, რომლებიც თქვენს მოქმედებებს აძლევენ ბიძგს...
ადამიანები რომლებსაც მთვარე მორიელის ნიშანში ყავთ, გამოირჩევიან უნარით სათანადოდ დამალონ საკუთარი გრძნობები. პლანეტისა და ზოდიაქოს ნიშნის ასეთი მდებარეობა ხალხს ურთიერთწინააღმდეგობრივ თვისებებსაც სძენს. მათ მართავთ ძლიერი ემოციები, მაგრამ ამავდროულად ისინი უარყოფენ გრძნობათა მამოტივირებელ როლს. (???) ისინი ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი განცდების (მაგ. სიბრაზით და ეჭვიანობით) და ამიტომაც ყოველივე ამას მალავენ სიმშვიდისა თუ კეთილგანწყობის ნიღბის ქვეშ.
ასეთი ხალხი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფითა და დაკვირვების განსაკუთრებული უნარით. მათი ნააზრევი ღრმა და ზუსტია. ფენომენალური მახსოვრობა მათი ნიჭიც არის და წყევლაც. როგორც წესი ის მათ ეხმარება სხვადასხვაგვარი სამუშაოების შესრულების პროცესში, თუმცა აიძულებს მათ დიდი ხანი განიცადონ ემოციონალური ტრავმა. ზოგიერთი მათგანი არასოდეს ივიწყებს წყენას და წლობით ელოდება შურისძიებისთვის შესაფერის მომენტს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბოროტები და ჩასაფრებულები არიან, თუმცა ყოველთვის მზად არიან იმ ჭრილობების გასახსენებლად, რომლებიც წლების წინ მიაყენეს მათ თავმოყვარეობას.
"მიმწოლი" და "გამტანი" თვისებები საშუალებას იძლევა წარმატებით იქნეს გადალახული წინააღმდეგობები, თუმცა სამწუხაროდ სწორედ "მთვარით მორიელები" ეჩეხებიან სირთულეებს სხვებზე ხშირად. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში როგორც წესი არის რაღაც საიდუმლო პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან ან ჯანმრთელობასთან.
თუმცა ვნებას ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მთვარით მორიელების ცხოვრებაში, მათი სექსუალურობა შეიძლება გარდაიქმნას სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად შემოქმედებით საქმიანობაში ან კარიერულ წინსვლაში, ისეთ საქმეში, რომელშიც საკუთარი თავის ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამსახური მათთვის მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მათი მეშვეობით ისინი უკეთ გამოხატავენ საკუთარ თავს. საკუთარი თავის მიმართ აქვთ მაღალი მოთხოვნები. არიან პატივმოყვარეები და შეუძლიათ საქმის კარგად ადმინისტრირება.
მთვარით მორიელები მგრძნობიარეები არიან, რაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს იზიდავს, თუმცა ამას თვითონვე ვერ ხვდებიან. მათი პირადი ცხოვრება ამ თვისებას სირთულეებისკენ მიჰყავს, რაც შეიძლება გამოიხატოს მრავალჯერ ქორწინებაში... სხვის დაქვემდებარებაში მოხვედრის შიში ასევე ახდენს ზეგავლენას მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე. უჭირთ მინდობა. სინამდვილეში კი ისინი ემოციურად დაცულობის საჭიროებას გამიცდიან. საფრთხის მუდმივი გრძნობა არ აძლევს მათ საშუალებას ძლიერ უყვარდეს.
რა ნიშანშიც არ უნდა მდებარეობდეს მზე, მთვარით მორიელებს ახასიათებთ პრინციპულობა და დიდ ნებისყოფა. მთვარე მორიელში ფორმირებას უკეთებს ძლიერ შინაგან სამყაროს, აჯილდოებს უხვი გრძნობებით და სხვებზე გავლენის მოხდენის ჰიპოთეტური უნარით.
მერკური მშვილდოსანში
შენ თავისუფლების მოყვარული იქნები, მიდრეკილი ფილოსოფიური და რელოგიური თემებისადმი, ოღონდ შეზღუდულად მოაზროვნე რელიგიური ტიპი კი არ ხარ, ჭვრეტა გაქვს ფაქტებით გამყარებული. გექნება იუმორის ნიჭი და საღ კომუნიკაციას დამყარებ მიყვარს მერკური ამ ნიშანში რადგან, ამ ხალხს განსაკუთრებული ხედვა აქვს, შეუძლიათ უმნიშვნელო სხვისთვის გახადონ მნიშვნელოვანი თავიანთთვის უამრავი არგუმენტების დასტით, იაზროვნონ საღად და ქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება სხვათა მიმართაც . აზროვნებენ ისე რომ ყოველ უარყოფით მოვლენას მოყვება დადებითი და პოზიტიურადაც ანახებენ სხვებსაც. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, გაქვს იმედი. გაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ოღონდ შეიძლება რაიმე საქმე ენთუზიაზმზე დაიწყო. ყოველთვის მაღალი იდეალები და შეიძლება ბევრმა ნიშანმა ვერ გაუძლოს როგორ იმსჯელებ მათთვის არასაინტერესო თემებზე, რაც შენთვის ზე თემებია. აქ იუმორის ნიჭი დაგეხმარება და ასე რომ მაინც სასიამოვნო/საინტერესო მოსაუბრედ ითვლები. ოღონდ უარყოფითი ის შეიძლება გქონდეს რომ კარგი მსმენელი ვერ ხარ, როცა ვინმე რამეს გიყვება და ეს არ არის შენი ზე იდეალი ან რამე სხვაზე ჩაფიქრდები იმ მომენტში და ზოგ შემთხვევაში მათდამი სიუხეშესაც გამოიჩენ. ატაკებ პირში რომ სულ არ უხდება ეს ვარცხნილობა და ტყუილად ლაპარაკობს ამაზე ბევრს. ვიღაც რომ ცუდად ვარო ეტყვის, შენ კარგი გართობა გჭირდებაო და მოუყვება ანეგდოტებს. და კიდევ ამბობენ უკიდებენ მშვილდოსანში მერკურის მქონეები ენებსო და არ ვიცი მართალი თუა, მე მარტო ერთზე შევამჩნიე ეს.
ვენერა სასწორში
თუ შეყვარებული ხარ, ხარ სასიამოვნო მოსაუბრე, სულ გინდა ელაპარაკო და თან კარგი მანერებიც არ დაივიწყო, ისე, როგორც გზრდნიდნენ ხარ გრაციოზული, შარმიანი, პაემანზე ყოველთვის სასიამოვნოდ გაცვია. მთლიანი არსებით რომანტიკული ხარ და თავად სიყვარულზე შეყვარებული. გჭირდება შეყვარებული, ის შენ გაგხდის მეტად კეთილს, სათნოს, ატყობ რომ როცა გიყვარს, უკეთესი ხარ. მასთან შეხვედრა გსურს საახლობლო გარემოში, მაგალითად, სახლში ან სადმე მდიდრულ და "სკუჩნ" რესტორანში. თუ ვინმეს გინდათ მოხიბლოთ ვენერით სასწორი, რჩევა: მოიხიბლება წყნარი ხმით წაკითხული ლექსით, აბაზანაში ჩამქრალი შუქით და მხოლოდ აქა–იქ განათებული სანთლებით და მომიფანტული ვარდის სურნელით.. მისი მოხიბვლა ადვილია, მაგრამ არც ქარაფშუტაა. ისე მოეწყობა შენ ხასიათს, რომ წასვლის მერეც დაგწყდება გული, რადგაც სითბო დაგაკლდება ვენერით სასწორები პირველ რიგში გარეგნობას და მანერებს აქცევენ ყურადღებას. ტოვებენ სნობის შთაბეჭდილებასაც. ზოგი მათგანი არის მსუბუქი ყოფაქცევის და ჰომოსექსუალიც.
მარსი სასწორში
რბილი გაბრაზება ვიცით ანუ, ლამაზი და ესთეტიური გაბრაზება... ასევე ეს ნიშნავს რომ უსამართლობა შეიძლება გახდეს ჩვენი გაბრაზების და მდგომარეობიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი... მარსი სასწორში ასევე შემრიგებლის როლშია ხშირად, იმიტომ რომ მას ესმის ორივე მოჩხუბარი მხარის, ესმის რომ ორივე მხარე მართალია გარკვეულწილად, და ამიტომ ცდილობს ორივე მხარეს შეაგნებინოს ერთმანეთის აზრი...
მარსს სასწორში ასევე უყვარს მსუბუქი კამათი, ვინაიდან იცის ერთმანეთთან დაპირისპირებული აზრები, შეუძლია ხან ერთის მხარე დაიჭიროს და ხან მეორის, ოღონდ შეინარჩუნოს კამათი და ნებისმიერ აზრს დაეთანხმება ან უარყოფს... ასე ერთობა მარსი სასწორში...
იუპიტერი მშვილდოსანში:
პედაგოგიკა, იურისპრუდენცია, უცხო ენები, ხელმძრვანელობა, ორგანიზებულობა, უშიშარი ხასიათი, აქტიურობა, უცხოელებთან თანამშრომლობა ან უცხოეთში ცხოვრება.
სატურნი – მორიელში: ამ ადამიანს არ უყვარს საკუთარი გეგმების შეცვლა და ეს აღიზიანებს. შინაგანად სექსუალური და ვნებიანია, თუმცა გარეგნულად ეს არ ჩანს. მან უნდა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები და ვნებები, წინააღმდეგ შემთხვევში უსიამოვნებებში აღმოჩნდება. მან უნდა ისწავლოს წყენის დავიწყება და ყოველდღიურ ურთიერთობებში ნაკლებად მოღუშული უნდა იყოს.
ურანი მშვილდოსანში
ეს ხალხი შეიძლება გამოირჩეოდნენ რელიგიაზე, ფილოსოფიასა და აღზრდაზე ახალი შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით.
თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. უყვართ თავგადასავლები. არ ხიბლავთ ზედმეტი წესრიგი და ზეორგანიზებულობა. დამახასიათებელია სიამაყე და სიმამაცე. როგორც წესი გააჩნიათ უშეცდომო შეხედულებები, ფინანსური კეთილდღეობა ურანს ამ მდებარეობაში ხშირად ინვესტიციების სახით მოაქვს. მოგზაურობის დროს შემთხვევითი სიტუაციები და ახალი ნაცნობები კარგ შანსებს იძლევა. დიდ გამოცდილებას იღებენ უცხო ქვეყნებში.
ნეპტუნი მშვილდოსანში..............