Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
94
95
[96]
97
98
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რეინკარნაცია
, რას ფიქრობთ?!
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54242331
· 18 Feb 2019, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ყველა ინდივიდი განსხვავდება ერთმანეთისგან... რადგან სხვადასხვანაირად ფიქრობენ...
და რატომ ფიქრობენ სხვადასხვანაირად? არ გიფიქრია ამაზე….
QUOTE
ელია რომ "ღვთის კაცი" იყო და გამორჩეული და ჯერ თავისთან წაიყვანა და შემდეგ იოანედ დაბადა გავიგეთ...იყოს მასე... არ ვარ წინააღდეგი... მაგრამ დალშე არაფერია სათქმელი...
მათ შორის ის ბრმადშობაც...
კაია ეს რომ ამას მაინც აღიარებ…
QUOTE
კატასტროფების დროს მილიონობით ადამიანი რომ მოკვდა ისინი იდეაში ეგრევე უნდა დაბბულიყვნენ 9 თვის შემდეგ ხო?
არაა მასე, ადამიანი იბადება ისევ… 1500 წლის შემდეგ, რომ ძირეულად შეიცვალოს ცხოვრების სტილი, მაგრამ ცოდვები იგივე რჩება,
ამ ცოდვების მონანიება კი ხდება სწორედ რეინკარნაციის მეშვეობით..
This post has been edited by
Artist
on 18 Feb 2019, 17:39
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54243154
· 18 Feb 2019, 20:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
და რატომ ფიქრობენ სხვადასხვანაირად? არ გიფიქრია ამაზე….
ძაღლებიც კი სხვადასხვანაირად ფიქრობენ...
საკუთარი ხასიათი აქვთ... და სხვა ყველა ცხოველიც მასეა...
და ადამიანები მითუმეტეს მასე ვიქნებით...
QUOTE
კაია ეს რომ ამას მაინც აღიარებ…
დასაშვებად მივიჩნიე...
QUOTE
არაა მასე, ადამიანი იბადება ისევ… 1500 წლის შემდეგ
რატომ? სად წერია?
--------------------
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"Don’t Wish For It… Work For It!"
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეშჭამაო!
https://kkpoker.club/Wizards = 20% RB
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54243684
· 18 Feb 2019, 22:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ძაღლებიც კი სხვადასხვანაირად ფიქრობენ...
საკუთარი ხასიათი აქვთ... და სხვა ყველა ცხოველიც მასეა…
და ადამიანები მითუმეტეს მასე ვიქნებით...
ესაა შენი მტკიცება? ასეა და მორჩა? რატოა ასე ამას გეკითხები…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54244472
· 19 Feb 2019, 00:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
ყველა ქმნილება განსხვავდება... ორი ერთნაირი არ არსებობს...
მიკროორგანიზმების დონეზე შეუძლებელია ეგ...
როგორც ფიფქის ორნამენტის გამეორება და ა.შ...
ელემენტალური ბიოლოგია თუ იცი მასეა...
რომ დავუშვათ რომ კონკრეტულ მომენტში ორი ერთნაირი ადამიანი ვნახოთ...
ერთს რომ ჰამბურგერი ვაჭამოთ და მეორეს პიცა მანდ მორჩება ყველაფერი...
1500 წელი საიდან მოვიდა? ან მანამდე სადაა ის ადამიანი?
სული რომ არარსებობს გავიარეთ...
This post has been edited by
თორნიკეე
on 19 Feb 2019, 00:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54244791
· 19 Feb 2019, 01:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ყველა ქმნილება განსხვავდება... ორი ერთნაირი არ არსებობს...
ხოდა მაგას გეკითხები რატომ განსხვავდებიან? რატომ არ შეიქმნა ერთნაირი ადამიანები?
QUOTE
1500 წელი საიდან მოვიდა? ან მანამდე სადაა ის ადამიანი?
იქედან მოვიდა. რიმ დედამიწაზე უნდა შეიცვალოს ყველაფერი და ამ დროში ეს შესაძლებელია..
მანამდე ადამიანის სული იმყოფება ჯერ განსაწმენდელში სადაც ის დაახლოებით იმდენხანს
იქნება... 1/3 თავისი ცხოვრების დროის განმავლობაში… შემდეგ ის იწყებს შემდეგი ცხოვრების
დაგეგმვას ბედის პროგრამის… ეს კავშირები საკმაოდ რთულია, რომ ადამიანი დაიბადოს იქ
სადაც ის განაგრძობს თავის განვითარებას ანუ მაგ. თუ სული ვერ ახერხებს მოსვლას გარკვეული
მიზეზების გამო და მოდის ისეთ მშობლებთან რომლებიც არ არიან ის ოჯახი რომელიც მას სჭირდება,
მაშინ ისე იგეგმება ბედი, რომ ან გააშვილებენ ან სხვა ასეთი რამ ხდება, შეხვედრებიც მნიშვნელოვანია
ამიტომაც მარტო ადამიანის სული ვერ ახერხებს ამის ყველაფრის გათვალისწინებით დაგეგმვას…
QUOTE
სული რომ არარსებობს გავიარეთ...
რეინკარნაციის ანუ სულის გარდასხეულების შესახებ მისვამ შეკითხვებს და თუ არ არსებობს შენთვის
სული, მაშინ აზრი ეკარგება ამას, არადა მეგონა რომ სულის არსებობა გაიგე, რომ ღმერთის ნაწილია
წვეთის სახით ადამიანში ეს სული, რომელიც აქტიურად ქმედითობს მე-ობიდან გამომდინარე,
ცხოველს ეს მეობა არ გააჩნია და ღვთაებრივ წვეთს ვერ ანვითარებს თავის თავში აი მიზეზი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54244931
· 19 Feb 2019, 02:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
ხოდა მაგას გეკითხები რატომ განსხვავდებიან? რატომ არ შეიქმნა ერთნაირი ადამიანები?
ყველაფერი უინტერესო იქნებოდა და ამიტომ...
შენ გაქვს მაგაზე პასუხი?
QUOTE
იქედან მოვიდა. რიმ დედამიწაზე უნდა შეიცვალოს ყველაფერი და ამ დროში ეს შესაძლებელია..
მანამდე ადამიანის სული იმყოფება ჯერ განსაწმენდელში სადაც ის დაახლოებით იმდენხანს
იქნება... 1/3 თავისი ცხოვრების დროის განმავლობაში… შემდეგ ის იწყებს შემდეგი ცხოვრების
დაგეგმვას ბედის პროგრამის… ეს კავშირები საკმაოდ რთულია, რომ ადამიანი დაიბადოს იქ
სადაც ის განაგრძობს თავის განვითარებას ანუ მაგ. თუ სული ვერ ახერხებს მოსვლას გარკვეული
მიზეზების გამო და მოდის ისეთ მშობლებთან რომლებიც არ არიან ის ოჯახი რომელიც მას სჭირდება,
მაშინ ისე იგეგმება ბედი, რომ ან გააშვილებენ ან სხვა ასეთი რამ ხდება, შეხვედრებიც მნიშვნელოვანია
ამიტომაც მარტო ადამიანის სული ვერ ახერხებს ამის ყველაფრის გათვალისწინებით დაგეგმვას…
ეს თეორია საიდან მოდის?
ბიბლიიდან მინდა ამონარიდები...
QUOTE
რეინკარნაციის ანუ სულის გარდასხეულების შესახებ მისვამ შეკითხვებს და თუ არ არსებობს შენთვის
სული, მაშინ აზრი ეკარგება ამას
ელია ამაღლდა ზედაც და შემდეგ ახლიდან დაიბადაო...
არ მომკვდარა და არც მის სულზეა სადმე რამე ნათქვამი...
რეინკარნაცია იმიტომ დავუშვი, რომ ეგ მაგალითები მოიყვანე ელიაზე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54245054
· 19 Feb 2019, 04:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ელია ამაღლდა ზედაც და შემდეგ ახლიდან დაიბადაო...
არ მომკვდარა და არც მის სულზეა სადმე რამე ნათქვამი...
ეგ ვინ გითხრა მამაომ? იქ გარკვევით წერია რომ ქრისტე ამბობს ეს იოანე არის ელიაოო…
მაგათ რომ უჯერო, ისეთ რამეებს ამბობენ რომ გადაგრევენ, ელია სხეულით ავიდა ცაშიო..
მააშ… იმის გამო რომ ეს შემორჩენილი ციტატები უარყონ, ქრისტეზეც ისეთი მოსაზრებები აქვთ
რომ ის სხეულით ავიდა ცაშიო და ამ მიწიერ ცას გულისხმობენ, ხოდა იქ არის ეხლაცო, -40° სცივა და თვითმფრინავები აწუხებენ ჰო?…
აი ესაა ის რომ არ სწამთ არც სულის არსებობის და არც სულიერი სამყაროს არსებობა, ეს სულ სხვა განზომილებაა სხვა სუფსტანციაა,
რომელშიც სხეულით ვერ შევა კაცი, ისინი კი მიწიერ ცას გულისხმობენ… აბაა?
QUOTE
რეინკარნაცია იმიტომ დავუშვი, რომ ეგ მაგალითები მოიყვანე ელიაზე...
ხოდა რეინკარნაცია თუ დაუშვი მაშინ სულის გარდასხეულებაა ეს რეინკარნაცია
და მაშინ სულიც უნდა აღიარო ხო?
შენ ერთ მომენტში სულის არსებობაც დაუშვი, ღმერთის წვეთია მეთქი ადამიანში,
მაგრამ მერე გადაიფიქრე?
ერთად ერტი ადამ და ევას სიმბოლური ახსნა მოგეწონა მგონი და ეგეც მთლად არა ჰო?
მაგ საკითზე უფრო საინტერესო რამეები ვიცი, რომ არ იციან მათ ის რომ.. ორი ვაჟი ჰომ ჰყავდათ
და მერე რომ წავიდნენ ქალები ნახეს და ცოლად შეირთეს, მანდ საერთოდ პირდაპირი გაგებით
იგებენ და ზოგი ამბობს რომ დედამისთან ჰქონდათ სექსიო, ზოგი კი დებთანო. არადა
დების ამბავი მერე იყო ეს ორნი აბელი და კაენი რომ დაქორწილდენ... ხოდა საიდან ის ქალები?
* * *
პს.
სიმბოლოებითაა სავსე ბიბლია და ამ სიმბოლოებს სწორი გაგება სჭირდება…
* * *
QUOTE
ყველაფერი უინტერესო იქნებოდა და ამიტომ...
შენ გაქვს მაგაზე პასუხი?
აბა ეგ რა პასუხია ?
QUOTE
ეს თეორია საიდან მოდის?
ბიბლიიდან მინდა ამონარიდები...
არ დატოვეს ბიბლიაში იმათმა ვისაც არ აწყობს რეინკარნაციის გაგება, ვინაიდან ეს ბევრ რამეს ხსნის,
მათ კი ბრმად მორწმუნეები აწყობთ, რასაც ჩასძახებენ იმას რომ ამსძახებს ისეთები, ის განსაწმენდელის
ამბავი არის ბიბლიაში, მაგრამ მაგის მონახვის თავი არ მაქვს…ეგ დატოვეს იმიტომ რომ სულის ერთხელ
მოსვლას აღიარებენ და შემდეგ განსაწმენდელსაც, მაგრამ ადამიანებს აშინებენ ჯოჯოხეთში მოხვედრით
და ზოგს კი სამოთხით ხიბლავენ.. თვითონ კი ლიმუზინებით დაჰქრიან…
This post has been edited by
Artist
on 19 Feb 2019, 05:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54245372
· 19 Feb 2019, 10:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
ეგ ვინ გითხრა მამაომ?
არა... ღმერთმა დამიფაროს მამაოებთან ახლო ურთიერთობისგან...
QUOTE
ხოდა რეინკარნაცია თუ დაუშვი მაშინ სულის გარდასხეულებაა ეს რეინკარნაცია
და მაშინ სულიც უნდა აღიარო ხო?
შენ ერთ მომენტში სულის არსებობაც დაუშვი, ღმერთის წვეთია მეთქი ადამიანში,
მაგრამ მერე გადაიფიქრე?
მე გეუბნები სულის არსებობა დამიმტკიცე მეთქი და შენ რეინკარნაციით მიმტკიცებ სულის არსებობას, რაც პირდაპირ ეწინააღდეგება ლოგიკას...
მარტივი უნარების მაგალითია...
ყველა ყვავი შავია გაქვს დასამტკიცებელი და შენ მეუბნები რომ აგე ის ყვავი შავი იყო და ე.ი ყველა ყვავი შავიაო...
ესეც არაა დაჟე ზუსტი შედარება...
ელიას მაგალითის მერე გამაგებინე, რომ ერთი ადამიანი მეორედ დაიბადა, რადგან ღმერთმა თავისთან წაიყვანა... როგორ და რანაირად არ წერია...
თანამედროვეობაში იგივე შესაძლებელი გახდება მალე... შენს ტვინს თავიდან ბოლომდე დააკოპირებენ და სხვაგან ჩააფეისთებენ... და რეალურად შენ კი არ იქნები ის ფეისთი... მაგრამ ის ფეისთი იქნება შენ და შენი იდენტობა ექნება... შენ ყველა ვარიანტში მაინც მოკვდები...
ღმერთის წვეთი დავუშვი, რადგან ყველაში და ყველაფერშია ღმერთი... და თუ გინდა ამას სული ვუწოდოთ მეთქი...
მაგრამ კლასიკურად რასაც სულს უწოდებენ უბრალდო არ არსებობს...
რადგან არც ბიბლიაშია რაიმე ნახსენები და მეცნიერულად კიდე რაც არ არსებობს ვერ დაამტკიცებ...
2X2=4 ძალიან მარტივადაა ყველაფერი...
შენ გინდა რომ სული არსებობდეს და თითიდან გამოწოვილ რაღაცეებს ეძებ, რასაც შეიძლება სული მიაწერო და დაარქვა..
შინაგანად გეშინია ალბათ, რომ სიკვდილის მერე არაფერია და თავს იმშვიდებ რომ 1500 წლის მერე კიდე დაიბადები... ან ამ ცხოვრების ბოლოს მორჩები ტანჯვას და გასხივოსნდები...
QUOTE
ერთად ერტი ადამ და ევას სიმბოლური ახსნა მოგეწონა მგონი და ეგეც მთლად არა ჰო?
საინტერესოა ნამდვილად... მსგავსი აზრი მეც მქონია.. უბრალოდ ისევ ბიბლიასთან ვერ მოდის ურთიერთკავშირში...
QUOTE
მაგ საკითზე უფრო საინტერესო რამეები ვიცი, რომ არ იციან მათ ის რომ.. ორი ვაჟი ჰომ ჰყავდათ
და მერე რომ წავიდნენ ქალები ნახეს და ცოლად შეირთეს, მანდ საერთოდ პირდაპირი გაგებით
იგებენ და ზოგი ამბობს რომ დედამისთან ჰქონდათ სექსიო, ზოგი კი დებთანო. არადა
დების ამბავი მერე იყო ეს ორნი აბელი და კაენი რომ დაქორწილდენ... ხოდა საიდან ის ქალები?
ან ადამის და ევას სხვა გოგო შვილები იყვნენ ან დედაშვილს ქონდათ სექსი...
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა და როგორ იყო...
QUOTE
პს.
სიმბოლოებითაა სავსე ბიბლია და ამ სიმბოლოებს სწორი გაგება სჭირდება…
მართალი ხარ... უბრალოდ შენ ბიბლიის მხოლოდ ერთ ვარიანტს კითხულობ ძველქართუალდ დაწერილს... და არ მიკვირს რაღაცეები სწორად რომ არ გესმის...
QUOTE
არ დატოვეს ბიბლიაში იმათმა ვისაც არ აწყობს რეინკარნაციის გაგება
ეს როგორი არგუმენტია იცი?
იცი რომ ვიცი რომ არსებობს ე.წ არაკანონიკური წერილები და იქ ბევრი რაღაც ეწინააღდეგება ბიბლიას და ოდესღაც ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ ეს წერილები ღვთის ნებით არ იყო დაწერილი და ვიღაც თვითმარქვიებმა საკუთარი ფანტაზიები და გაგებები ჩადეს...
ჰოდა ეხლა მაგით აპრავებ რომ ეგეც მაგაში მოყვაო...
ის ტიპები სიმართლეს წერდნენ თუ არა ვერ გავიგებთ...
ასე რომ ამ არგუმენტს ძალა არ აქვს... რადგან ბევრი რამის დაწერა შემიძლია, რაზეც ვიტყვი რომ იმ არაკანონიკურებს გაყვა და ესეა მეთქი...
ფაქტია რომ ვერც ბიბლიით და ვერც მეცნიერულად ვერ მიმტკიცებ სულის არსებობას...
ჩემთვის ქეისი დახურულია...
საინტერესო საუბრები იყო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7430
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06
#54246370
· 19 Feb 2019, 13:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
სულის არსებობა დამიმტკიცე
ალბათ უთვალავჯერ წარმოთქმულა ეს ფრაზა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე და არცერთხელ/ვერცერთხელ დამტკიცებულა. არც არის საჭირო ამის დამტკიცება. სიტყვა "დამტკიცება" ნიშნავს არგუმენტების, თეორიების ან ნივთმტკიცებულებების წარმოდგენას, რომელიც შემდეგ ტვინის მეშვეობით ლოგიკური და ანალიტიკური უნარებით ხდება მისი ჭეშმარიტებად მიღება. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ დამტკიცება წმინდა ტვინის ფუნქციაა. რადგან ტვინი ორიენტირებს მატერიალურ სამყაროში, აქედან გამომდინარე რაიმეს დამტკიცება მხოლოდ მატერიალური სამყაროს მასშტაბით შემოიფარგლება. მაგრამ თუ ადამიანში არის აზროვნების ტიპი, რომელიც ცდილობს მატერიალურის მიღმა დაინახოს სხვა რაღაცეებიც, ის დაიწყებს დაკვირვებას. დაკვირვებას კანონზომიერებებზე, მოვლენებზე. თუ ადამიანს უნდა რომ კოგნიტურის მიღმა დაინახოს სხვა სამყაროც, ამისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი არის ბუნებაში გასვლა და დაკვირვება ხეების, მიწის, ბალახის, მათი ფორმების და ამ ფორმების კანონზომიერებების. თუ ის არ შეწყვეტს ბუნებაში გასვლას, მედიტირებას და დაკვირვებებს, ნელ-ნელა მიხვდება რომ ეს სამყარო არ არის მკაცრად მატერიალური. რომ მის მიღმა იმალება უდიდესი საიდუმლოება, რომელიც ლოგიკის და შემეცნების მიღმა დგას. გავა რაღაც ეტაპი და ის მიხვდება იმასაც, რომ ამ ყველაფრის მტკიცებას სხვებისთვის, რომელთაც მკაცრად არ სჯერათ სულიერის არსებობის, უბრალოდ აზრი არ აქვს. ის ნახავს იმ ადამიანებს, რომელთაც ასევე აქვთ სულიერის აღქმის უნარი და მათთან გაიზიარებს აზრებს. არაფრის არავისთვის დამტკიცებას აზრი არ აქვს.
ხოლო რაც შეეხება მკაცრ მატერიალისტებს, მათაც აქვთ ამ ყველაფრის დანახვის უნარი, უბრალოდ ეს უნარი თავიანთი ნებით ჰყავთ მიძინებული, რადგან სხვანაირად აზროვნებენ. აზროვნება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ტვინის ფუნქციაა. ტვინი კი ხიდია მატერიალურიდან სულიერისკენ.
This post has been edited by
brevalo
on 19 Feb 2019, 13:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54246733
· 19 Feb 2019, 15:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brevаlo
შენ ყველაფერი რაც ახსენი ძალაინ კარგად ვიცი რაცაა....
სულიერი სიმშვიდეც ვიცი რაცაა და ა.შ...
მაგრამ სულში რასაც გულისხმობს ხალხის უმრავლესობა უბრალდო არ არსებობს...
არამატერიალურები არიან ღმერთი და მისი ანგელოზები...
მე ღმერთს ყველგან ვხედავ... ბუნებაში და სხვა იმ ყველაფერშიც რაც დაწერე და ა.შ...
პ.ს ერთ რამეში ცდები.. ყველაფრის დამტკიცებაა შესაძლებელი... თუ რაიმეა დასამტკიცებელი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54247203
· 19 Feb 2019, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
შინაგანად გეშინია ალბათ, რომ სიკვდილის მერე არაფერია და თავს იმშვიდებ
მე მგონია რომ პირიქით შენ გეშინია იმის, რომ ვაი თუ იყოს ცხოვრებაო და რაღა მეშველებაო,
ამიტომაც ყველანაირად იცავ შენს არაფრის თეორიას და არანაირად არ უშვებ თავში სხვა აზრს…
პს.
მე ყველაფერი საკმაოდ გასაგებად და ლოგიკურად თუ ბიბლიის მაგალითებითაც აგიხსენი,
მაგრამ შენ არ ღებულობ ამას… მთელი მინერალური სამყაროდან დაწყებული, მცენარეულის, ცხოველურის
და ბოლოს ადამიანამდე აგიხსენი რა სხვაობაა მათ შორის და რომ არსებობს ის უხილავი მათში რაც მეცნიერებმა
ვერც გაიგეს და ათეისტები კი არ იგებენ და ურჩევნიათ დიდი აფეთქების თეორია რომელიც არაფერზეა დამყარებული…
არაფერი უცბად აფეთქდაო… მაშ რა აზრი აქვს ამ ცხოვრების არსებობას? ღმერთი გაერთო უბრალოდ და მორჩა?
* * *
ეხლა არ მცალია და მოგვიანებით შემოვალ და სულ სხვა ლოგიკური მსვლელობით
შევეცდები დაგიმტკიცო სულის არსებობა, თუ ამანაც არ გამოიღო შედეგი მაშინ ბედს
მივანდოთ და მორჩება ამით... (ისე ბედის არსებობაც არ გჯერა შენ...
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7430
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06
#54247553
· 19 Feb 2019, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
პ.ს ერთ რამეში ცდები.. ყველაფრის დამტკიცებაა შესაძლებელი... თუ რაიმეა დასამტკიცებელი...
არსებობს ამის მტკიცებულება. არსებობს სპეციალური ლიტერატურა, სადაც ძალიან თანმიმდევრულად და გასაგებად წერია ყველაფერი, უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი მიიღებს ამ ყველაფერს, ზოგიერთი კი ბოდვად ჩათვლის. ამიტომ მიღმური სამყაროსა და სულების მტკიცებებს აზრი არ აქვს. შენ როგორ მტკიცებულებასაც ელოდები, ეგ არასოდეს მოხდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54247618
· 19 Feb 2019, 17:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
რომ ვაი თუ იყოს ცხოვრებაო და რაღა მეშველებაო,
რა უნდა მეშველოს კაცო...
თU არსებობს მაგას რა ჯობია... მეტი გართობა ყოველთვის კაია...
პ.ს სულის არსებობა არ აგიხსნია... და ვერც ახსნი... გარკვეული მიზეზების გამო...
QUOTE
მაშ რა აზრი აქვს ამ ცხოვრების არსებობას?
რატომ ფიქრობ რომ აზრი უნდა ქონდეს შენს არსებობას?
რახან ყველა ცხოველზე განვითარებული და ზემდგომი ხარ შენს ცხოვრებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აზრი?
QUOTE
ღმერთი გაერთო უბრალოდ და მორჩა?
ამას რატომ გამორიცხავ?
რახან ღმერთია აუცილებლად დიდი მიზნები უნდა ამოძრავებდეს? ღმერთი ვერ გაერთობა?
რაში სჭირდება უსუსური ადამიანები არსებას რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მომენტში ?
QUOTE
ეხლა არ მცალია და მოგვიანებით შემოვალ
ნუ დახარჯავ დროს... არარსებულს ვერ დაამტკიცებ...
Waste Time = Waste Life
brevаlo
QUOTE
არსებობს ამის მტკიცებულება. არსებობს სპეციალური ლიტერატურა, სადაც ძალიან თანმიმდევრულად და გასაგებად წერია ყველაფერი, უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი მიიღებს ამ ყველაფერს, ზოგიერთი კი ბოდვად ჩათვლის.
კონკრეტულად რის მტკიცებულებაზეა საუბარი? რომ ადამიანს სული აქვს და რომ მოკვდება ეს სული აგრძელებს ცხოვრებას სადმე (სულ ერთია სად) იმავე ფიქრებით და გონებით?
მიდი დადე და წავიკითხავ თუ ამაზეა საუბარი...
QUOTE
მიღმური სამყაროსა
მიღმური ძაან ცუდად ჟღერს... მე არ ვამბობ რომ არ არსებობს იმის გარდა, რასაც ვხედავთ და შევიგრძნობთ და ა.შ...
მე კონკრეტულად ვითხოვ დამიმტკიცოთ სულის არსებობა...
და ვაბშეტა ჩემსა და არტისტის დიალოგში იყო მომენტები, როცა ბიბლიის ქართული თარგმანი დავიწუნე... თუმცა არც უცხოურებია კარგი და მათ თარგმანებში და ზოგადად ენაში არ არის ხოლმე სიტყვები, რომლებიც ზუსტად აღწერს სათქმელს...
მაგალითისთვის ინგლისურში ცისფერიც ბლუა და ლურჯიც...
ჰოდა სიტყვა სამყაროს დააკვირდით...
სა-მყარო ანუ მყარი სხეულების სივრცე... როგორც სა-ქართველო ანუ ქართველების სივრცე...
თვითონ სიტყვა ამბობს რომ ჩვენ ვართ მყარი სხეულების სივრცეში და მყარი სხეულები ვართ...
თან ბიბლიაში პირდაპირ არის დაწერილი, რომ სიკვდილი დასასრულია და მკვდრებს არ ესმით, ვერ ხედავენ და ა.შ...
და მეცნიერულად ხო დასასრულია და დასასრული...
მოკლედ მეგობრებო ნუღა დამთაგავთ... რადგან როგორც აღნიშნეთ...
QUOTE
შენ როგორ მტკიცებულებასაც ელოდები, ეგ არასოდეს მოხდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54249825
· 20 Feb 2019, 00:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
საკუთარ თავს დააკვირდი და მიხვდები სულის არსებობას, მაგრამ როგორ უნდა დააკვირდე ეხლა მოგახსენებ….
ჯერ დააკვირდი შენს სხეულს, ეს სხეული თავის ტვინიანად შენ გაქვს ხო? იმას ხომ არ იძახი რომ მე ვარ სხეულიო ან ტვინიო?
შენ ეს ყველაფერი გაქვს, ეს ყველა ენაში ასე მოიხსენიება და საკმაოდ ლოგიკურიცაა…
შემდეგ დააკვირდი შენს გრძნობებს, აქაც ამბობ რომ შენ გაქვს გრძნობები ჰო? არ ითქმის რომ შენ ხარ გრძნობები…
შემდეგ უფრო ახლოს შენ თავთან არის აზრები, აქაც ითქმის რომ შენ გაქვს აზრები და არა რომ აზრები ხარ შენ ჰო?
ხოდა მიუახლოვდი ეხლა შენს თავს და მითხარი ვინაა ის ვისაც ეს ყველაფერი აქვს და თვითონ არაა…?
ეს "მე" ადამიანის ყველაზე ფაქიზი და ახლად დაბადებული რამაა, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება…" მე ვარ მე".. ასეთი გამონათქვამი
გაგებული გექნება… ხოდა სწორედ ამ მეშია ადამიანის სული.. ის არაა არც აზრები არც გრძნობები და მითუმეტეს არც სხეული თუ ტვინი…
უბრალოდ დააკვრიდი შენს თავს და განიცადე ჯერ სხეული რომელიც გაქვს, შემდეგ გრძნობები და შემდეგ აზრები, აი აზრებზე დაკვირვებისას
ერთი გალვებით უნდა გაიფიქრო რომ ვინაა ის ვინც ამ აზრებს აკვირდება'? აი მაშინ ჩაიხედავ შენს შინაგანში და მიხვდები რომ ტვინი არ ხარ…
პს.
თუ მაინც ვერ / არ გაიგებ მე დავამთავრე ამის მტკიცება, უბრალოდ როდესაც გარდაიცვლები(როდესმე.. უკვდავი ხომ არავინაა)
მაშინ გაიხსენებ ალბათ ჩემს სიტყვებს ანდა ღმერთმა ქნას და გაგეხსნას იქნებ სიცოცხლეშივე ხილვის უნარი და მაშინაც გაიხსენებ
ჩვენს ამ დისკუსიას..
* * *
QUOTE
რა უნდა მეშველოს კაცო... თU არსებობს მაგას რა ჯობია... მეტი გართობა ყოველთვის კაია...
გართობა არაა იქ ბრმად ყოფნა, ჯობია სიცოცხლეშივე მიაღწიო განვითარების იმ დონეს რომ იქ დაინახო
და ორიენტირება შესძლო... ისე ღრმა ძილივითაა უაზროდ, განსაწმენდელის შემდეგ, მერე გამოგაღვიძებენ
და ახალ ცხოვრებაში შეგაგდებენ, აი მაშინ ხვდები რომ უნდა განივითარო თავი სიცოცხლეშივე რომ იქ შესძლო...
QUOTE
რატომ ფიქრობ რომ აზრი უნდა ქონდეს შენს არსებობას?
აზრი ყველაფერს აქვს ამ ცხოვრებაში თუ შენ ამის დანახვის საშუალებას იპოვი, ისე უაზროდ ყოფნით კი ცოცხალი ლეში გამოდიხარ..
QUOTE
სულის არსებობა არ აგიხსნია... და ვერც ახსნი... გარკვეული მიზეზების გამო...
ბევრნაირად აგიხსენი, ჯერ ღმერთის ის წვეთი რომაა ადამიანში რომელსაც ცხოველთან განსხვავებით აქვს ცნობიერება ანუ ადამ და ევას ვარიანტი....
მეორე ის რომ სახარებიდან დაგიდე ამონარიდები სადაც სულის გარდასხეულებაზეა საუბარი ესეიგი არსებობს...
და ბოლოს ლოგიკური ახნაც დაგიდე, ისიცი ხომ აგიხსენი თუ რა სხვაობაა ცხოველსა და ადამიანს შორის? ის სუფსტანციები რომელიც მცენარისგან
განასხვავებს ცხოველს და რამდენი რამ აგიხსენი, მაგრამ შენ არ უშვებ შენში და მერე ისევ გაიძახი ვერ ამტკიცებო ვინაიდან არ არსებობსო... მოკლედ რაა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54250731
· 20 Feb 2019, 08:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
ამ თეორიების ავტორი ვინაა? გამაცანით რა...
ვაახ ჩემი... ესეთი არაფერი მინახავს...
მოვრჩეთ...
ყველას დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ დს სიცოცხლის აზრიანად გატარებას...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
94
95
[96]
97
98
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0423 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.