Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რეინკარნაცია
, რას ფიქრობთ?!
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54255337
· 21 Feb 2019, 00:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
სწორედ ისეთ კითხვას გისვამ სადაც სული არ ვახსენე...
უბრალოდ რატომ აბობს ადამიანი მე-ს. მე მაქვს სხეული, მაგალითად... და არა მე ვარ სხეული...
სენ ხომ მარტო სხეულს აღიარებ? ნუ გრძნობებზეც და აზრებზეც იგივეს ამბობენ რომ მე მაქვს და არა მე ვარო..
მსოფლიოს ყველა ენაზე... რატომაა ასე?
იმიტომ რომ ცალკეული ნაწილი არ ვარ მე...
მე ვარ ადამიანი და შევდგები სხვა და სხვა "ნაწილებისგან"...
QUOTE
როგორ არა აქვს მოშვნელობა? მაშ სხეულით მოხვდა ღმერთთან? ამ შეკითხვაზე პასუხი მაინც ვერ გაეცი...
გიპასუხე ამაზე, როგორც შეიძლება მომხდარიყო...
შენი ვერსია ისევეა თეორია, როგორც ჩემი...
QUOTE
როგორ წარმოგიდგენია ერთ ადამიანზე რომ ამბობს მეორეაო? ღმერთი ამბოს ამას თანაც..
ამას პასუხი თავისით ეცემა... არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხვდა ელია ღმერთთან... მერე იოანედ დაიბადა... როგორც იესო დაიბადა ადამიანად...
QUOTE
კი მასეა ადამიანი არაა ცხოველის ევოლუცია, მაშინ შეჯვარებაც შესაძლებელი იქნებოდა და ადამიან ცხოველს მივიღებდით, არ ჯვარდება მაიმუნთან ადამიანი...
საქმე იმაშია, რომ დარვინის თეორია მთლად მაიმუნიდან ადამიანი წარმოიშვაო არ ამბობს... სჯობს კარგად გაეცნო მის თეორიას... მიუხედავად იმისა რომ მცდარია ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენ...
მოკლედ კი პასუხს დარვინის თეორისტები ესე სცემენ...
ადამიანი თავიდან ცხოველისგან დიდად არ განსხვავდებოდა.. ანუ ის არ იყო მაიმუნი.. უბრალოდ ცხოვრობდა მაიმუნივით ქვის ხანის დროს... ცოტა წელში მოხრილი და ა.შ... მერე განვითარდა ის ადამიანი ფიზიკურადაც და გონებრივადაც და დღევანდელობამდე მოვიდა... ჩვენი მიზანიც ხო განვითარებაა...
პროსტა თემა ისაა რომ დარვინის თეორისტები არ აღიარებენ ცალ-ცალკე ცხოველების შექმნას... მათთვის ყველაფერი ერთი ცოცხალი უჯრედიდან დაიწყო და იმ უჯრედის შედეგი ვართ ჩვენ...
QUOTE
დავაკვირდი სულიერი რომ ახსენე, იმ სამყაროშიც იგივენაირად იქნება? იმ სამყაროს აღიარებ?
კი, იმ სამყაროშიც (არასწორი სიტყვაა) ყველაფერს ღმერთის ხელწერა ექნება და მისი შექმნილი იქნება...
მჯერა, ოღონდ ადამიანების სულები იქ არ არიან... (რადგან არ გვაქ სული და არც ისე ვიქნებოდით) ღმერთი და მისი ანგელოზები არიან იქ...
შეიძლება არც არსებობს ის "სამყარო" და ისინიც აქ არიან... ჩვენს გარშემო... უბრალოდ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მათ... თან ღმერთი ხომ ყველგანაა და თან ანგელოზებსაც ხომ აეკრძალად გაადამიანება...
QUOTE
ანუ ადამიანის განვითარებას აღიარებ? როგორც მიზანი..
როგორც მიზანი? არ ვიცი...
ადამიანს როგორც ყველა ორგანიზმს აქვს ორი ძირითადი ინსტინქტი...
1. გამრავლდეს;
2. ყველაფერი გააკეთოს გასამრავლებლად... ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტი...
ფაქტია რომ ადამიანები ვითარდებიან... ზოგადად და ფართო მაშტაბით ვგულისხმობ...
მაგრამ ცალკეული ინდივიდისთვის არამგონია იყოს განვითარება მიზანი...
პირადად ჩემი მიზანი არ ვიცი რამდენად არის განვითარება... მაგრამ ყოველდღიურად წინ მივდივარ პიროვნულად და რაღაც-რაღაც საკითხებში...
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა მე დღეს ვის რა ვარგეო...
ეს გამოთქმა 99% ესმის ესე... ვიღაცეებს სიკეთეები უნდა ვუკეთოთ და ტრალი-ვალი... სინამდვილეში მთავარი აქცენტი საკუთარ თავზეა გაკეთებული... რადგან ხშირად სხვისი კარგიც...
პირადად ჩემთვის განვითარება და წინ სვლა მნიშვნელოვანია... რადგან ერთ ადგილას გაჩერება დაღუპვის ტოლფასია...
--------------------
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"Don’t Wish For It… Work For It!"
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეშჭამაო!
https://kkpoker.club/Wizards = 20% RB
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54255504
· 21 Feb 2019, 01:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ს
თორნიკეე
QUOTE
პირადად ჩემი მიზანი არ ვიცი რამდენად არის განვითარება...
მაგრამ ყოველდღიურად წინ მივდივარ პიროვნულად და რაღაც-რაღაც საკითხებში...
ეგ არის მერე მიზანი, მეტი კი არაფერი, ყველას თავისი მიზანი გააჩნია, კაცობრიობას კი განვითარება, რომ
ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი სრულყოფილი გახდეს, ის ჯერ არაა დასრულებული და ამიტომ…
QUOTE
არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხვდა ელია ღმერთთან...
მერე იოანედ დაიბადა... როგორც იესო დაიბადა ადამიანად...QUOTE
დიახ… იოანედ დაიბადა, ქრისტე კი იესოდ დაიბადა… მათ სხეული არ ჰქონდათ სანამ დაიბადებოდნენ ჰო?
მაშ რას წარმოადგენდენ? აი საკითხავი ესაა.. ქრისტეზე იტყვი ღმერთსო და ელიაზე კიდევ ის ცათამაღლებულიო'? ..
QUOTE
იმიტომ რომ ცალკეული ნაწილი არ ვარ მე... მე ვარ ადამიანი და შევდგები სხვა და სხვა "ნაწილებისგან"...
ხოო მეც მანდა ვარ… რომ ადამიანი ბევრი ნაწილებისგან შესდგება და ეს ნაწილები ჩამოგითვალე კიდეც, მცენარიდან
რომ დავიწყე და ცხოველის გავლით ადამიანსაც მივადექი, მაგრამ იმ პოსტს მანდამაინც არ ჩაუღრმავდი შენ…
სახელს არა აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევ, ის სუფსტანციები არსებობს ადამიანში და ხილულადაც ჩანს ეს სხვაობა..
მინერალურს, მცენარეთა თუ ცხოველთა სამყაროსგან… თუ რა აქვს ადამიანს მსგავსი და რა განასხვავებს მას..
პს. დარვინთან დაკავშირებით გეთანხმები რაც დაპოსტე..
This post has been edited by
Artist
on 21 Feb 2019, 01:20
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54255616
· 21 Feb 2019, 01:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
ელიაზე კიდევ ის ცათამაღლებულიო'? ..
ანგელოზი იყო მეთქი რამოდენიმე პოსტის უკან გიპასუხე...
ანგელოზი არ უდრის სულს...
QUOTE
მაგრამ იმ პოსტს მანდამაინც არ ჩაუღრმავდი შენ…
არაფერია ჩასაღრმავებელი... უამრავი ადამიანი შეუსწავლიათ და there is no სული...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54255689
· 21 Feb 2019, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ანგელოზი იყო მეთქი რამოდენიმე პოსტის უკან გიპასუხე... ანგელოზი არ უდრის სულს...
ანგელოზი? რას წარმოაგენს ანგელოზი რომელიც სხეულში მოდის? ანდა თუნდაც ღმერთი?
რა სუფსტანციაა ასეთი? რისგან შესდება.. თავიდან ხომ არ აქვს ფიზიკური სხეული და მერე მოდის
სხეულში ჰო? ხოდა რა არის ის რაც მოდის…
ალბათ არ იცი ეს… სულზე აღარ გეკითხები…
This post has been edited by
Artist
on 21 Feb 2019, 01:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54255802
· 21 Feb 2019, 02:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
ანგელოზი? რას წარმოაგენს ანგელოზი რომელიც სხეულში მოდის? ანდა თუნდაც ღმერთი?
რა სუფსტანციაა ასეთი? რისგან შესდება.. თავიდან ხომ არ აქვს ფიზიკური სხეული და მერე მოდის
სხეულში ჰო? ხოდა რა არის ის რაც მოდის…
სუფსტანცია?
არ ვიცი რა სუფსტანციაა? ან საიდან იცი რომ ეგ სუფსტანციაა?
ღმერთს მიაგნეს და შეისწავლეს თუ ანგელოზს?
მივხვდი საითაც მიგყავს საუბარი...
პროსტა რაშუაშია ამ ყველაფერთან მაგას ვერ ვხვდები..
ღმერთი ყველაფერია ერთ დროულად... შეიძლება ითქვას რომ მასში ვვარსებობთ და ამიტომაცაა ის ყველგან...
ანუ ღმერთი გამოდის მთელი სივრცე....
ანგელოზები სივრცის ნაწილები, რომლებთაც ჩვენთვის აღსაქმელი სხეულები არ გააჩნიათ...
ლოგიკურად აქამდე მივედი... რავი...
ნუ ახალი არაფერია აქ ჩემთვის...
This post has been edited by
თორნიკეე
on 21 Feb 2019, 02:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54255935
· 21 Feb 2019, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
სუფსტანცია? არ ვიცი რა სუფსტანციაა? ან საიდან იცი რომ ეგ სუფსტანციაა?
კაცო აღარ ვიცი რა დავარქვა, რაღაცას ხომ წარმოადგენენ რომ ამბობ სხეულში მოვიდნენო
რა არიან ისინი სახელების გარდა, თუ მხოლოდ ანგელოზი და ღმერთი მხოლოდ დასახელებაა?
QUOTE
ღმერთი ყველაფერია ერთ დროულად... შეიძლება ითქვას რომ მასში ვვარსებობთ და ამიტომაცაა ის ყველგან...
ანუ ღმერთი გამოდის მთელი სივრცე....ანგელოზები სივრცის ნაწილები, რომლებთაც ჩვენთვის აღსაქმელი სხეულები არ გააჩნიათ...
ლოგიკურად აქამდე მივედი... რავი...
ხო ეს კარგია აქამდე რომ მიხვედი..
ანუ სივრცეა? თუ სივრცე და დროც შექმნა ღმერთმა? თვითონ კი ზენა სამყაროშია…მარადიულში და უსასრულოში..
* * *
თანაც ყველგანაა ამ სივრცეშიც და დროშიც...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54256795
· 21 Feb 2019, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევ...
რისი აღქმაც არ შეგვიძლია იმას ვერ წარმოვიდგენთ სწორად...
ყველაფერი ღმერთის შექმნილია...
დრო როგორც ასეთი არ არსებობს... დრო ჩვენ გამოვიგონეთ რაღაცეების აღსაღრიცხად...
დრო დამოკიდებულია გრავიტაციაზე... რაც მეტია გრავიტქცია მით სწრაფად მიედინება დრო და მით სწრაფად დაბერდება და მოკვდება ნებისმიერი ცოცხალი არასება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54258591
· 21 Feb 2019, 16:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
სწრაფად მიედინება დრო და მით სწრაფად დაბერდება და მოკვდება ნებისმიერი ცოცხალი არასება...
დროის დაჩქარება არ იწვევს სწრაფ სიბერეს, უბრალოდ ადამინი უფრო მეტ წლებს ცხოვრობს, ვინაიდან დრო უფრო სწრაფად გადის…
სივრცეზე რას გვეტყოდი? არსებობს შემოსაზღვრული სივრცე რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ თუ ესეც უსასრულობაა და
ადამიანმა გამოიგონა? ეს შემოსაზღვრულობა...
* * *
QUOTE
არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევ…
რისი აღქმაც არ შეგვიძლია იმას ვერ წარმოვიდგენთ სწორად...
მე იმაზე გელაპარაკები რასაც აღვიქვამთ და რეალურად ვხედავთ ამ სხვაობას,
ხოდა რას დავარქმევთ არა აქვს მნიშვნელობა დიახ… მაგრამ ჩანს ეს სხვაობა…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54260148
· 21 Feb 2019, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
დროის სწრაფი დინება იწვევს მალე დაბერებას... უფრო სწორად ძლიერი გრავიტაცია.. ნაკლებ გრავიტაციაზე მაგ კოსმოსში შედარებით გვიან დაბერდები...
ამაზე ინფორმაცია მოიძიე და დარწმუნდები...
სივრცე უსასრულოა თუ არა?
არ ვიცი...
ზოგი იძახის რომ უსასრულოა... ზოგი იძახის რომ მუდმივი გაფართოების ეტაპზეა...
ორივე ჩემთვის უსასრულობასთამ ძალიან ახლოა... თან სიტყვაზე და მიხვედი კიდესთან... იმის იქით არაფერია?
ვერ გამოვა ეს ესე... რადგან არაფერი არ არსებობს... იმედია ამას არ ამახსნევინებ რატომ...
რას ვხედავთ და არვიქვამთ...
ღმერთს ვერ... თუ მის ქმინელებში არ ხედავ და ამას არ გულისხმობ.. და ანგელოზებს კიდე საერთოდ...
უბრალოდ ბიბლია გვეუბნება ეომ არსებობენ და ადრე მათ ადამიანებთან კონტაქტი შეეძლოთ...
სხვა მტკიცებულებები არ არსებობს...
This post has been edited by
თორნიკეე
on 21 Feb 2019, 22:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54261449
· 22 Feb 2019, 03:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
უფრო სწორად ძლიერი გრავიტაცია.. ნაკლებ გრავიტაციაზე მაგ კოსმოსში შედარებით გვიან დაბერდები...
გრავიტაციაზე გეთანხმები, მაგრამ დროის აჩქარება არ იწვევს სწრაფად სიბერეს… შენ თვლი რომ ძლიერი გრავიტაცია
აჩქარებს დროს? მე რატომღაც პირიქით მგონია… გრავიტაცია მიზიდულობაა და უფრო გამყარებას ნიშნავს ეს და ამ
გამყარებით დრო როგორ გადის უფრო სწრაფად? პირიქითაა მგონი… ნელა როცა გადიოდა დრო მაშინ უფრო ნაკლებ
წლებში ბერდება ადამიანი…
აი დააკვრიდი დრო როცა სრაფად გადის ვერც კი ასწრებ დაბერებას ადამიანი ანუ უფრო მეტი წლები ჩაირბენს…
ადრე როცა დრო უფრო ნელა გადიოდა მაშინ დღე იყო უფრო დიდხანს ადამიანი ბევრ რამეს ასწრებდა ერთ დღეში
ხო'? ხოდა დაბრებაც უფრო ნაკლებ წლებში ხდებოდა ეხლა კი დრო რომ სწრაფად გადის ადამიანი უფრო მეტი
წლები სჭირდება ანუ გადის რომ ადამიანი დაბერდეს… ანუ გაფართოვების პროცესი რა არის.. ამ დროს გაუხშოვება
ხდება მატერიის ანუ დროც სწრაფდება… და თუ გინდა გრავიტაციაც უფრო ნაკლებია…
პს.
რაღაცნაირად ვხვდები რომ ყველაფერში წინააღმდეგობა გამოდის ჩვენ საუბრებში,
გინდა სულზე ვილაპარაკოთ და გინდაც დროის აჩქარებაზე…
* * *
კაი ერთ შეკითხვასაც დაგისვამ და დავამთავრებ ამით...
მაგალითად ავიღოთ ჰომეოპათიური მედიკამენტი, რომელიც
მიიღება განზავებების მეშვეობით ჰო? ჰოდა იმ სითხეში უფრო
მაღალი განზავებისას აღარ რჩება არაფერი იმ ტინქტურისგან
რაც თავიდან იყო მაგრამ ის ძალა აქვს იმ სითხეს რომელიც
გარკვეულად იმუხტება და რა არის ის რაც გამოიყოფა იმ
განზავებებისას? თუ გაგიგია ჰომეოპათიის პრეპარატის
შესახებ'? ეს უკვე მედიცინაში მიღებულია და მეცნირებიც
აღიარებენ ამას, უბრალოდ არ იციან ის უფრო მაღალი
პოტენციის დროს რატომ არის უფრო ძლიერი წამალი...
შეკითხვა ისაა რომ არსებობს რაღაც მატერიაზე უფრო
მაღლა მდგომი უხილავი რამ თუ არა? ამ მიმათებაში..
იქნებ ღმერთის მადლი შემოდის უფრო... თუ როგორაა
საქმე?
This post has been edited by
Artist
on 22 Feb 2019, 03:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54262282
· 22 Feb 2019, 12:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
შენ თვლი რომ ძლიერი გრავიტაცია
აჩქარებს დროს? მე რატომღაც პირიქით მგონია…
მე არ ვთვლი... დადასტურებული ფაქტია...
ძლიეერი გრავიტაცია ყველა მოვლენას ასწრაფებს...
დღეს ვხმარობთ ციფრულ საათს... და ყველგან ერთი ტემპით ვზომავთ დროს...
მაგრამ სტანდარტულ საათებს თუ ვიხმართ "ბარში" მცხოვრები ხალხისთვის ოდნავ უფრო სწრაფად იდინებს დრო ამ საათზე და ოდნავ უფრო ადრე დაბერდებიან, ვიდრე მთაში ცხოვრები ხალხი...
ეს შედარებითი მაგალითია და მთლად პირდაპირ ნუ გაიგებ, რადგან არის მთაში ისეთი ადგილებიც, სადაც გრავიტაცია ბარზე მეტია...
QUOTE
ნელა როცა გადიოდა დრო მაშინ უფრო ნაკლებ
წლებში ბერდება ადამიანი…
დედამიწის გრავიტაცია მნიშვნელოვნად არასდროს შეცვლილა... შესაბამისად დროც მეტნაკლებად სულ ერთნაირად მიედინებოდა...
დრო როგორც განზომილება არ არსებობს...
QUOTE
მაგალითად ავიღოთ ჰომეოპათიური მედიკამენტი, რომელიც
მიიღება განზავებების მეშვეობით ჰო?
წარმოდგენა არ მაქვს ეს რა არის...
დავგუგლავ, გავეცნობი და შემდეგ ვისაუბროთ...
* * *
Artist
მოკლედ ყველგან რაღაც "სასწაულს" ეძებ...
და ნუ ეძებ, რადგან ვერ იპოვი...
"ნჯღრევის დროს ნივთიერების ეს მოლეკულა ახალ-ახალ კონფიგურაციებს ქმნის გამხსნელის გვერდით მყოფ მოლეკულებთან ერთად. პოტენცირებისას კი, მართალია ნივთიერების მოლეკულა გამხსნელში აღარ რჩება, მაგრამ გამხსნელის მოლეკულები ინარჩუნებენ შექმნილ კონფიგურაციას და ესე იგი ინახავენ ინფორმაციას ამ ნივთიერებაზე. ეს ინფორმაცია კი ორგანიზმს გადაეცემა სპეციალური მოლეკულური რეცეპტორებით. აქედან გამომდინარეობს, რომ ჰომეოპათიური წამალი მოქმედებს არა მატერიალური სუბსტრატით, არამედ ინფორმაციის სახით — გასცემს რა ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმზე. ეს ინფორმაცია კი ადამიანში იწვევს იმუნური-ენდოკრინულ-ბიოქიმიურ პასუხს და სწორედ ეს პასუხი განაპირობებს ჰომეოპათიური განკურნების მექანიზმს. აქედან გამომდინარეობს, რომ ჰომეოპათიური წამალი ტოქსიკური თვალსაზრისით უვნებელია, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მიიღოს იგი პაციენტმა."
პ.ს ეს ნაწყვეტი არის ჩემი ერთერთი საყვარელი მოთხრობიდან...
ძალიან საბავშვოდ წასაკითხი წიგნია და ერთი შეხედვით 12-13 წლის ბავშვებმა უდნა წაიკითხონო იფიქრებ... მაგრამ ბლომად სიბრძნე დევს...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
- არა მგონია, დამთხვევა დაარქვა იმას, რომ მე დავიბადე, - ვთქვი მე.
-სიგარეტის გაჩერება! - გამოაცხადა მამამ. როგორც ჩანს რაღაც ისეთი ვთქვი, რამაც კვირტი გაუშალა მის მორიგ მინილექციას.
მანქანა ისე გაჩერდა, საიდანაც ადრიატიკის ზღვის საუცხოო ხედი იშლებოდა.
- დაჯექი! - მითხრა მამამ, მანქანიდან რომ გადმოვედით და დიდ ქვაზე მინიშნა.
- 1349 წელი: აი, რით დაიწყო ამჯერად.
- შავი სიკვდილი, - ვუპასუხე მე. ისტორია საკმაოდ კარგად ვიცოდი, ოღონდ ის ვერ გამერკვია, რა საერთო ჰქონდა შავ სიკვდილს დამთხვევებთან.
- კეთილი, - მითხრა მამამ და განაგრძო, - ალბათ, მოგეხსენება, რომ დიდმა ჭირმა ნორვეგიის მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. მაგრამ აქ არის კავშირი, რომელზეც შენთვის ჯერ არაფერი მითქვამს.
ასეთ დაწყებას, ჩვეულებრივ, გრძელი ლექცია მოჰყვებოდა ხოლმე.
- იცი თუ არა, რომ იმ დროში შენ ათასობით წინაპარი გყავდა?
თავი უიმედოდ გავაქნიე. როგორ შეიძლებოდა "ათასობით წინაპრის" ყოლა?
- შენ გყავს ორი მშობელი, ოთხი პაპა-ბებია, რვა დიდი პაპა-ბებო და ა.შ. თუ ასე მიჰყვები, მაშინ 1349 წლისთვის საკმაოდ ბევრი გამოვა.
მე კვერი დავუკარი.
- შემდეგ მოვიდა შავი ჭირი. სიკვდილი ადგილიდან ადგილზე ინაცვლებდა და, უწინარეს ყოვლისა, ბავშვებს ხოცავდა. მთელი ოჯახები ამოწყდა. დიდი ოჯახებიდან ხანდახან სულ ერთი-ორი წევრი თუ გადარჩენილა. მრავალი შენი წინაპარი იმ დროს ბავშვი იყო, ჰანს თომას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მომკვდარა.
- საიდან იცი ასეთი უეჭველობით? - ვკითხე გაოცებულმა.
მამამ ნაფაზი დაარტყა და თქვა:
- იქიდან, რომ ახლა აქ ზიხარ და ადრიატიკის ზღვას გასცქერი.
აი, კიდევ ერთხელ გააკეთა ისეთი გამაოგნებელი დასკვნა, რომელზეც არ ვიცოდი რა მეპასუხა. თუმცა ვიცოდი, რომ მართალი იყო: რომელიმე ჩემი წინაპარი ბავშვობაში რომ მომკვდარიყო, მაშინ ის ჩემი წინაპარი ვეღარ იქნებოდა.
- ერთი წინაპრის შანსი იმისა, რომ ზრდის პერიოდში არ მოკვდეს, არის ერთი რამდენიმე მილიარდზე, - ამკერად მამას სიტყვება ჩანჩქერივით იხუვლა, - აქ ხომ მხოლოდ შავი სიკვდილი არ იგულისხმება. არსებითად, ყველა შენმა წინაპარმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს და ბავშვებიც გააჩინა თვით ყველაზე უარესი ბუნებრივი კატასტროფების პირობებშიც კი, როცა ბავშვთა სიკვდილიანობის დონე არნახულად მაღალი იყო. რასაკვირველია, ბევრი მათგანი დაავადდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადარჩა. გარკვეული აზრით, ჰანს თომას, მილიარდჯერ ყოფილხარ სიკვდილიდან სულ ერთი მილიმიტრით დაშორებული. შენს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე ემუქრებოდნენ მწერები, გარეული მხეცები, მეტეორები, ელვა, სნეულება, ომი, წყალდიდობა, ხანძარი, მოწამვლა, განზრახ მკვლელობა... მხოლოდ სტიკლესტადირის ბრძოლაში შენ ასობით დაზიანება მიიღე. ეს იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში შენი წინაპრები ორივე მხარეს იბრძოდნენ, ანუ შენ საკუთარ თავს და ათასწლეულების შემდეგ შენივე დაბადების შანსს ებრძოდი. იგივე ითქმის მეორე მსოფლიო ომზეც. ოკუპაციის პერიოდში კეთილ ნორვეგიელებს პაპაშენი რომ მოეკლათ, ვერც მე გავჩნდებოდი და ვერც შენ. არადა, მსგავსი რამ ისტორიაში მილიარდჯერ მომხდარა. ყოველ ჯერზე, როცა ჰაერში ისარი გაიწუილებდა, შენი დაბადების შანსი მინიმუმამდე ეცემოდა. მაგრამ, აი, ახლა აქ ზიხარ და მემასლაათები! გაიგე, ჰანს თომას?
- მგონი, - ვთქვი მე, - ყოველ შემთხვევაში, მგონი, ის მაინც გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომ ბებიას ფროლანდში ველოსიპედის სალტე დაეშვა.
- მე ვლაპარაკობ დამთხვევათა ერთ გრძელ ჯაჭვზე, - განაგრძო მამამ, - ფაქტობრივად, ამ ჯაჭვების საწყისი რგოლი ის პირველი ცოცხალი უჯრედია, რომელიც ორად გაიყო და ამით დასაბამი დაუდო ყოველივეს ზრდა-აღმოცენებას ამ პლანეტაზე. თვით ჩემი ჯაჭვის შანსი, რომ ერთხელაც არ გამწყდარიყო სამი თუ ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში, არაგაგონილად მცირეა. მაგრამ, როგორც ხედავ გამოვაღწიე. გადავრჩი, ჯანდაბას წავუღივარ! ჩემი მხრივ, ვგრძნობ, რაოდენ ფანტასტიკურად ოღბლიანი ვარ, რომ დედამიწას შენთან ერთად ვუყურებ; ვგრძნობ, რაოდენ იღბლიანია ამწამს ამ მიწაზე მცოცავი თითოეული მწერი.
- უიღბლო არსებებზე რას იტყოდი? - ვკითხე ამ მომენტში.
- ისინი არ არსებობენ! - თითქმის იღრიალა მამამ, - არც არასოდეს დაბადებულან. სიცოცხლე ერთი დიდი ლატარიაა, სადაც მხოლოდ მომგებიანი ბილეთები ჩანს.
ერთხანს ხმის ამოუღებლიბლად იჯდა და ზღვას გასცქეროდა.
- არ წავიდეთ? - ვკითხე ორიოდე წუთის შემდეგ.
- არასდიდებით! ჩუმად იჯექი, ჰანს თომას! კიდევ დარჩა რაღაც.
...
- ყველა დამთხვევის დროს ერთი და იგივე კანონი მოქმედებს, - განაგრძო მამამ.
...
- ავიღოთ უბრალო მაგალითი. ვთქვათ, ვფიქრობ მეგობარზე, რომელიც ერთი წუთის შემდეგ მირეკავს ან კარზე მიკაკუნებს. ბევრი ფიქრობს, რომ ამდაგვარი დამთხვევა რაღაც ზებუნებრივის ჩარევით ხდება. მაგრამ ჩემი კარის ზარზე რომც არ დარეკოს, მე ჩემს მეგობარზე მაინც ვფიქრობ. მეტიც: საკმაოდ ხშირად დაურეკავს იმ პერიოდშიც, როცა ერთხელაც არ გამხსენებია.
მე თავი დავუქნიე.
- საქმე იმაშია, რომ ადამიანები აგროვებენ იმ შემთხვევებს, როცა ორი მოვლენა ერთდროულად ხდება. როცა, ვთქვათ, უკიდურესად საჭირო მომენტში ფულს პოულობენ, სჯერათ, რომ ეს რაღაც "ზებუნებრივის" წყალობით ხდება. მათ ეს მაშინაც კი სწამთ, როცა გამუდმებით უფოლოდ არიან. ამგვარად, უამრავი ჭორი ვრცელდება ათასი ჯურის "ზებუნებრივ" ხდომილობაზე, მთელი მსოფლიოთ დეიდებსა და ბიძიებს რომ შეემთხვათ. ადამიანებს იმდენად იტაცებთ ასეთი "დამთხვევები". რომ, საბოლოოდ, უამრავი ამბავი გროვდება მათ "საილუსტრაციოდ".
...
- როცა ადამიანებს "ზებუნებრივი" იტაცებთ, ეს დიდი სიბრმავით დაავადების სიმპტომია. ისინი ხომ ვერ ხედავენ ყველაზე დიდ საიდუმლოს: იმას, რომ ქვეყნიერება არსებობს. უფრო მეტად აინტერესებთ მარსელები და მფრინავი თეფშები, ვიდრე ჩვენ თვალწინ გადაჭლილი მთელი ეს საოცარი და საგონებელში ჩამგდები ქვეყნიერება. არა მგონია, ჰანს თომას, სამყარო და ქვეყნიერება დამთხვევით შექმნილიყოს.
მონაკვეთი იუსტაინ გორდერის "ბანქოს საიდუმლო"-დან...
წიგნს ფორთოხლის გოგონა ქვია და ორი მოთხრობაა... ფორთოხლის გოგონა და ბანქოს საიდუმლო... ორივე ძალიან ლამაზად და უცბად იკითხება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54263716
· 22 Feb 2019, 15:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
ძლიეერი გრავიტაცია ყველა მოვლენას ასწრაფებს...
დროს მე მგონია რომ არ აჩქარებს, პირიქით…
მოვლენებს და სიბერეს რომ იწვევს ამაში გეთანხმები…
QUOTE
დრო როგორც განზომილება არ არსებობს...
როგორც განზომილება კი, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ სამი განზომილება ვიცით და ვცხოვრობთ მასში,
მაგრამ დრო როგორც ასეთი მიწიერ სამყაროში არსებობს…
QUOTE
რომ ჰომეოპათიური წამალი ტოქსიკური თვალსაზრისით უვნებელია, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მიიღოს იგი პაციენტმა."
პირიქით ქიმიური პრეპარატი ნაკლებად გავნებს ვიდრე ჰომეოპატიური თუ არ გაითვალისწინებ დოზირებას… ის რომ უვნებელია ადრე ეგონათ მასე…
მეც და ვდებ ერთ პატარა და სიბრძნით სავსე მოთხრობას აქ თუ სურვილი გექნა წაიკითხე…
http://birdsgroup.blogspot.com/2010/01/blog-post_16.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54264034
· 22 Feb 2019, 16:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
პირიქით ქიმიური პრეპარატი ნაკლებად გავნებს ვიდრე ჰომეოპატიური თუ არ გაითვალისწინებ დოზირებას… ის რომ უვნებელია ადრე ეგონათ მასე…
რავი შეიძლება...
ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის...
ვიკიპედიაში ეწერა ის რაც დავაკოპირე...
QUOTE
მეც და ვდებ ერთ პატარა და სიბრძნით სავსე მოთხრობას აქ თუ სურვილი გექნა წაიკითხე…
http://birdsgroup.blogspot.com/2010/01/blog-post_16.html
მაქსიმუმ ხვალ წავიკითხავ...
ჩავსქროლე და პატარაა...
QUOTE
დროს მე მგონია რომ არ აჩქარებს, პირიქით…
დაგუგლე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54264104
· 22 Feb 2019, 17:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თორნიკეე
QUOTE
დაგუგლე...
ჩემს ლოგიკას უფრო ვენდობი და დაკვირვებას ვიდრე გუგლის და მეცნიერების სხვადასხვა ვარიანტების ანუ ვარაუდების
კითხვა… ზოგი ისე ამბობს ზოგი ასე და ამიტომ ვამბობ ამას…
QUOTE
ვიკიპედიაში ეწერა ის რაც დავაკოპირე...
ხო ვიკიპედიაშიც ბევრი შეცდომებია, ჰომეოპატიაში პირადად ვერკვევი და მიკეთებია კიდეც წამლები, ასე რომ…
... ვიკიპედია
* * *
პს.
როცა ღმერთმა შექმნა სამყარო, დაიწყო შეკუმშვის პროცესი ანუ ჯერ გაზობრივი იყო შემდეგ თხევადი და ბოლოს მყარი წარმოიქმნა…
ხოდა ეხლა ისევ განშლის პროცესია დაწყებული… დროსთან დაკავშირებით კი თავიდან სანამ ნაკლებად შეკუმშული იყო დრო უფრო
სწრაფად გადიოდა ხოლო როცა უფრო და უფრო შეიკუმშა დროც შენელდა… გრავიტაცია მატერიის მასაზეც არის დამოკიდებული ანუ
შეკუმშულ ანუ უფრო მეტი მასის მქონეს უფრო მეტი გრავიტაცია გააჩნია ანუ დროც ნელდება…
ისე ადრინდელ ცხოვრების სტილს თუ დავაკვირდებით თუნდაც ახლო წარსულში ანუ უფრო შეკუმშულ მატერიაში, შედარებით ეხლანდელთან,
დრო უფრო ნელა გადიოდა ეხლა კი დაჩქარებულია რაც უფრო განშლა ხდება მატერიის… ამიტომაა ის რომ იძახიან ადრე ადამიანი 300 წელს
ცოცლობდაო ეს ის პერიოდია როცა ჯერ ნაკლებად შეკუმშვა იყო, მიუხედავად იმისა რომ შეკუმშვისკენ მიდიოდა საქმე, ბოლოს ყველაზე ძლიერ
შეკუმშვას ბევრძნულ-რომაულ განვითარების ეპოქის დროს მიაღწია, ამ დროს მოდის ქრისტეღმერთი დედამიწაზე და იწყება უკუპროცესი…
წელთაღრიცხვაც კი შეიცვალა მაგ მომენტიდან… ხოდა ნუ გაგვიკვირდება რომ დრო ისე დაჩქარდეს რომ ადამიანმა 300 წელიც იცოცხლოს
ვინაიდან წლები ისე სწრაფად გაირბენენ რომ დაბერებასაც კი ვერ მოასწრებს ადამიანი… ეხლა ეს პროცესია განშლა და დროის აჩქარების..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#54264373
· 22 Feb 2019, 18:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
ჩემს ლოგიკას უფრო ვენდობი და დაკვირვებას ვიდრე გუგლის და მეცნიერების სხვადასხვა ვარიანტების ანუ ვარაუდების
კარგია რომ საკუთარი აზრი გაგაჩნია, მაგრამ როდესაც კომპეტენტური არ ხარ კონკრეტულ საკითხში მაშინ უბრალოდ უნდა დაიკიდო ეგ საკითხი ან ბოლომდე მიაწვე და მიიღო სწორი პასუხი...
პრაქტიკული ექსპერიმენტებია მაგ მხრივ ჩატარებული ისე რომ იცოდე...
QUOTE
ხო ვიკიპედიაშიც ბევრი შეცდომებია, ჰომეოპატიაში პირადად ვერკვევი და მიკეთებია კიდეც წამლები, ასე რომ…
... ვიკიპედია
კი.. ვიკიპედიაში ბევრი შეცდომებია და თუ ერკვევი მაგ სფეროში და წამლებსაც აკეთებ მირჩევნია შენ დაგიჯერო...
უბრალოდ ვერ მივხვდი რა შუაშია ეს ყველაფერი თემის დასაწყისთან...
QUOTE
პს.
როცა ღმერთმა შექმნა სამყარო, დაიწყო შეკუმშვის პროცესი ანუ ჯერ გაზობრივი იყო შემდეგ თხევადი და ბოლოს მყარი წარმოიქმნა…
ხოდა ეხლა ისევ განშლის პროცესია დაწყებული… დროსთან დაკავშირებით კი თავიდან სანამ ნაკლებად შეკუმშული იყო დრო უფრო
სწრაფად გადიოდა ხოლო როცა უფრო და უფრო შეიკუმშა დროც შენელდა… გრავიტაცია მატერიის მასაზეც არის დამოკიდებული ანუ
შეკუმშულ ანუ უფრო მეტი მასის მქონეს უფრო მეტი გრავიტაცია გააჩნია ანუ დროც ნელდება…
ისე ადრინდელ ცხოვრების სტილს თუ დავაკვირდებით თუნდაც ახლო წარსულში ანუ უფრო შეკუმშულ მატერიაში, შედარებით ეხლანდელთან,
დრო უფრო ნელა გადიოდა ეხლა კი დაჩქარებულია რაც უფრო განშლა ხდება მატერიის… ამიტომაა ის რომ იძახიან ადრე ადამიანი 300 წელს
ცოცლობდაო ეს ის პერიოდია როცა ჯერ ნაკლებად შეკუმშვა იყო, მიუხედავად იმისა რომ შეკუმშვისკენ მიდიოდა საქმე, ბოლოს ყველაზე ძლიერ
შეკუმშვას ბევრძნულ-რომაულ განვითარების ეპოქის დროს მიაღწია, ამ დროს მოდის ქრისტეღმერთი დედამიწაზე და იწყება უკუპროცესი…
წელთაღრიცხვაც კი შეიცვალა მაგ მომენტიდან… ხოდა ნუ გაგვიკვირდება რომ დრო ისე დაჩქარდეს რომ ადამიანმა 300 წელიც იცოცხლოს
ვინაიდან წლები ისე სწრაფად გაირბენენ რომ დაბერებასაც კი ვერ მოასწრებს ადამიანი… ეხლა ეს პროცესია განშლა და დროის აჩქარების..
საინტერესო თეორიაა ნამდვილად...
ყველაზე დიდი გრავიტაცია აქვს შავ ხვრელს... ის იმდენად ძლიერია, რომ ყველაზე სწრაფად მოძრავ სხივსაც კი მიმართულებას უცვლის და გარდატეხს და ხშირ შემთხვევებშიც საერთოდ შთანთქავს ხოლმე...
ანუ გრავიტაციას შეუძლია ყველაზე სწრაფადმავალი რაღაც უბრალოდ გააქროს, რადგან თვითონ უფრო მძლავრია და სწრაფი... შეიძლება იმდენად სწრაფიც რომ დროს გაჩერებაც გამოიწვიოს მის შუაგულში...
დიდ ხანს ცხოვრებას რაც შეეხება გარემო პირობების ამბავია... ნელ-ნელა იკლებდა და იკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობა... მაგრამ არ გამიკვირდება ახლო მომავალში დიდ ხანს სიცოცხლე შეეძლოთ ადამიანებს...
რადგან პრობლემა თვითონ ადამიანშია...
ადამიანს დაკარგული აქვს თვითაღდგენის ფუნქცია 100% კოპირების თვალსაზრისით... და რაც უფრო დიდი ხდება უფრო კარგავს ამ ფუნქციას...
მეცნიერის სახელი არ მახსოვს, მაგრამ თეორის დონეზე ფიქრობდა ამ ყველაფერს... შემდეგ ცდა ჩაატარა სამი წლის გოგონაზე, რომელმაც თითი დაკარგა და მშობლები დაარწმუნა, რომ მისთვის ჭრილობა არ შეეხვიათ და ნაადრევი შეხორცება არ გამოეწვიათ...
მოკლედ ეს ბავშვი დასვა ძლიერ გამაყუჩებლებზე და ჭრილობა ღია დაუტოვა და უსუფთავებდა და ა.შ... 3-4 თვეში თითი თავიდან გაეზარდა... იმენნა ჩვეულებრივი თითი...
ზრდასრულობის შემდეგ მიდის უკუპროცესი... ჩვენი ორგანიზმი ვეღარ ქმნის ისეთივე უჯრედს, როგორიც ქონდა და ოდნავ ცუდს ქმნის...
აი შედარებისთვის რაიმე ნახატი რომ ავიღოთ და დავაქსეროქსოთ... მერე ეს ქსეროქსი და ა.შ...
დაბერებას დღევანდელ პირობებში შეგვიძლია ვებრძოლოთ ჯანსაღი საკვებით, ჰაერით, წყლით და სწორი რეჟიმით...
თანამედროვე მედიცინა მუშაობს იმაზე, რომ ახალი უჯრედის შექმნის პროცესი ოდნავ მაინც გამოასწოროს და ცოტათი ბევრი გვაცოცხლოს...
დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ მეცნიერებს რომ სრულყოფილი სისტემა არ არსებობდა არცერთ ორგანიზმში, მაგრამ მერე მედუზა იპოვეს, რომელმაც 1000 წელზე მეტი იცოცხლა და სწორედ ამ სისტემის წყალობით...
სრულყოფილი სისტემის შექმნა ადამიანისთვის გამორიცხულია ჩემი აზრით, რადგან დასჭირდება აბსოლიტურად ჯანსაღი გარემო საერთოდ ყველაფრისთვის, რომ არ დაირღვეს ეს სისტემა....
QUOTE
როცა ღმერთმა შექმნა სამყარო, დაიწყო შეკუმშვის პროცესი ანუ ჯერ გაზობრივი იყო შემდეგ თხევადი და ბოლოს მყარი წარმოიქმნა…
ეს საიდან ვიცით?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1032 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.