ერთი აზრი-შეგრძნების გამუდმებითი შთანერგვა - "სიცოცხლე ტანჯვაა" და ბევრი ამას იმეორებს...
მისრწრაფებების გარეშე მართლაც ტანჯვაა სიცოცხლე...
ყოველი სწრაფვა ბრმაა ცოდნის გარეშე (მინიშნება: არცოდნა არცოდვა უკვე აღარ არის!!! ვინაიდან ცნობიერი სამშვინველის ეპოქაა, აზროვნებითი სამშვინველის პერიოდია), ყოველგვარი ცოდნა კი არაფერია თვითმუშაობისა და თვითგარჯის გარეშე, ყოველი ასეთი თვითგარჯა კი ფუჭია მორალის გარეშე...
რა არის მორალით თვითშრომა? - "სამოსელი პირველის" ქსოვაა საკუთარი გულიდან ამოხლართული ძაფით... თითქოს ყველაფერი შენი სატრფო ყოფილიყოს - მთლიანი ყოფიერება.
ესაა თავისუფლება და თან ისეთი, რომ თვით თავისუფლების სურვილია ის, რაც აღვირს ამოსდებს ადამიანს... როცა ადამიანი შეწყვეტს საუბარს თავისუფლებაზე, როგორც მისაღწევსა ანდაც მიღწეულზე...
სად იწყება ეს მორალი? - სინანულში...და აქ იმალება მისტერიუმი სიტყვებისა "სიცოცხლე ტანჯვაა" და ეს მისტერიუმი სამწუხაროდ დაუმალეს ადამიანებს და ნახევარი სიმართლე მისცეს... შთაუნერგეს, რომ მხოლოდ ტანჯვაა...ტკივილია...
... მაგრამ ადამიანს არ უთხრეს, რომ ტკივილი საჭიროა იმისათვის, რომ სინანული არსებობდეს და იმისათვის, რომ სინანული სიყვარულად გარდაიქმნას... მათი დამაკავშირებელი კი მორალია...
ადამიანს დაუმალეს ის, რომ ეს კარმის კანონზმომიერებაა, რომელშიც იმალება თავისუფლების თესლი...
ტკივილი, რომელიც იბადება და იბადებოდა სამყაროში რაიმე არაკორექტული ქმედების შედეგად, წარსულში ამას ადამიანი აღიქვამდა როგორც
ბედს, გარდაუვალს.
ეს არანაირ სინანულს მასში არ იწვევდა...
რა მოხდა ქრისტეს მიერ და იმიერიდან: სამშვინველის მორალური ტრანსფორმაცია, ანუ ადამიანი საკუთარ საქციელს უკვე აღიქვამს როგორც რაღაც ისეთს, რაც ბედის გარდაუვალობით კი არაა, არამედ ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო! ანუ არა როგორც გარდაუვალობას, არამედ როგორც თავისუფლების... შესაძლებლობის მომენტსაც, რომელიც ადამიანმა გამოიყენა ცუდისთვის.
აი, ამას განიცდის ადამიანი ვიდრე დაიბადება და ამ კონკრეტულ კარმას აიღებს.
ამას ჯერ კიდევ დაბადებამდე განიცდის ადამიანი, უკან დაბრუნებისას.
შესაბამისად მას უკვე იქ, ზემოთ უჩნდება გრძნობა, რასაც აქ სინანულს ვუწოდებთ, მაგრამ ეს გრძნობა, რომელიც ადრე არ არსებობდა, რომელიც ქრისტეს წყალობით გაჩნდა, დაახლოებით ასეთია:
მე ეს შემეძლო არ ჩამედინა და რომ არ ჩამედინა, ეს არ გამოიწვევდა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მასთან დაკავშირებული მთელი ჯგუფის უბედურებასა და უსიამოვნებას.
თანაც ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხომ არ უზიანებს? ის ასტრალურ სხეულებს, სამშვინველებს უზიანებს ადამიანების მთელ ჯგუფებს.
ამას ადამიანი ზემოთ რომ განიცდის (კამალოკაში, ანუ განსაწმენდელში), ეს თეორიული განცდა ხომ არაა?
ის განიცდის მთელ ტკივილს იმ ადამიანებისას, ვისაც მიაყენა ტკივილი და ამავე დროს განიცდის იმას, რომ ეს მას შეეძლო არ გაეკეთებინა.
ანუ სინანული იქ ზემოთ განიცდება როგორც
პირადი პასუხისმგებლობა!
როდესაც ადამიანი (იქ ზემოთ) ამას განიცდის როგორც ზოგადად ტკივილს, როგორც ტკივილის განცდისეულ არსს, მას პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა უერთდება და ამ სინთეზის შედეგად წარმოიშობა ის განცდა, რომელიც დედამიწაზე მას თან ჩამოჰყვება როგორც არამარტო სინანულის, არამედ რაც უმთავრესია - სხვისი ტკივილის თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარი.
შესაბამისად ადამიანი თან იღებს კარმულ შედეგს, მაგრამ ამავე დროს, განსახვავებით ძველი დროისაგან, მასში კარმა აღარ აირეკლება როგორც მხოლოდ განჩინება, როგორც სასჯელი, არამედ როგორც ისეთი რამ, რაც მისი წყალობით მოხდა და შეიძლებოდა კია რომ არ მომხდარიყო, თუკი ის მეტად თანა-მგრძნობელი იქნებოდა.
ამიტომ ადამიანი უკვე ა პრიორი განიცდის რა სხვის ტკივილს, ის აღარ სჩადის დედამიწაზე (ყოველ შერმთხვევაში ცდილობს, ან ცნობიერად ან არაცნობიერად) ისეთ ქმედებებს, რაც გამოიწვევს მომავალში კვლავ ტკივილებს და გარემოს დაზიანებას...
ასე იქცევა განვითარებაში მყოფი ქრისტიანი ადამიანი ბუნებითად ქრისტიანი. მას სინანული და თანა-გრძნობა ეხმარება, რომ სიყვარულში ავიდეს.
სიყვარული კი საერთოდ სხვა კატეგორიაა.
კატეგორიაც არაა - ზეა...
მისტერიუმია...
ახლა მეორე: იმას, ვისაც ზიანი მიაყენა ადამიანმა, ვთქვათ პეტრეს - პეტრეს ამით რა?
ის ყბადაღებული ე.წ ეზოთერიკოსები და მათი "გასხივოსნებული" მიმდევრები რას ოინბაზობენ და რას მიიჩნევენ ერთადერთ რეალურ ქმედებად? - "კბილი კბილის წილ-ო, ანუ ვისაც უთავაზე, ის გითავაზებსო...

ჯერ ერთი - პეტრე კი არ გითავაზებს, არამედ პავლე! ეს მნიშვნელოვანია!
დაზარალებული არ იძიებს შურს, რასაც ერთმნიშვნელოვნად ქადაგებენ ე.წ ეზოთერიკოსები!
პეტრეს, რასაკვირველია, შეუძლია კარმით გადაუხადოს მის შეურაცხმყოფელს, მაგრამ მან იქ, ზემოთ განიცდა შეურაცხმყოფელის ტკივილის მიმართ თანაგრძნობა!! და აწ უკვე პავლე (ყოფილი პეტრე) უარს ამბობს სამაგიეროს გადახდაზე. აქ იმალება მორალის მისტერიუმი ტკივილსა და სინანულს შორის ხიდისა და მაკავშირებელის სახით!!! ეს არის ქრისტიანული, ქრისტესმიერი!!!
თუმცა კარმა კანონზომიერება უნდა შესრულდეს და ამიტომ პავლეს მაგივრად (რაზეც პავლემ უარი თქვა) ადამიანი ფეხს წამოკრავს დირეს, დაეცემა და ხელს მოიტეხს.
ყველანაირი ტკივილი, რაც გადაგხდათ თავს და არ იყო გამოწვეული ადამიანის მიერ, გახლავთ კარმის კანონზომიერებითი ქმედება და ამ ქმედებაზე ვიღაცამ უარი განაცხადა, ანუ ის, ვისაც თქვენ წინა ცხოვრებაში ატკინეთ, დაინახა რა მან თქვენი სინანული და იგრძნო ამ სინანულის ტკივილი თქვენში - მისი ყოვლისმომცველობა, მან უარი განაცხადა შურისძიებაზე, ანუ "კბილი კბილის წილ"!!! მან თქვენ გაპატიათ

თქვენ მათ აუცილებლად იპოვით სიყვარულში და ასე სიცოცხლის ძალებს შესძენთ ყოფიერებას!

ასე რომ დოგმატიზმი მართალია სინანულის კუთხით, მაგრამ უცოდინრობაში რომ ამყოფებს ადამიანს, აქ ის ტყუის ადამიანთან!!! ვინაიდან არცოდნა აღარ არის არცოდვა!
ე.წ ეზოთერიკოსებიც ტყუიან, თუკი კარმას მხოლოდ "კბილი კბილის წილ"-ით მოისაზრებენ.
კარმა მხოლოდ უარყოფითი კონტექსტით არ უნდა იყოს გაგებული. კარმის საკითხები ძალიან რთული საკითხებია და ღრმად ინდივიდუალური.
ერთი მაგალითი:
არის ვიღაც ბიჭი, რომელიც მამის კისერზე ცხოვრობს და ეწევა უზრუნველ ცხოვრებას. მას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ იცხოვროს მარტომ და გასაჭირით. ვთქვათ სადღაც 20 წლის ასაკში ის კარგავს მამამისს და ამავდროულად ყველანაირ ცხოვრებისეულ სიამტკბილობას.
... მაგრამ ზუსტად ეს დანაკლისი ხდება იმის მიზეზი, რომ ის იწყებს როგორც დამოუკიდებელი პიროვნება ჩამოყალიბებას და სწავლოს დამოუკიდებლად ცხოვრებას.
იმ შემთხვევაში, თუკი მამამისი იცოცხლებდა, ეს ბიჭი შუა ხნის ასაკშიც და შემდეგაც დარჩებოდა მთლიანად არაშემდგარი პიროვნება.
შესაბამისად ამ დიდმა ტრაგედიამ ის აქცია პიროვნებად.
რა გამოდის? - კარმას ვერ განვიხილავთ ჩვენ ასე მარტივად, ვერც მხოლოდ უარყოფითი კონტექსტით და ვერც დადებითით. ძალიან რთული რამეა.
უფრო კარგად რომ იყოს გასაგები თქვენთვის კარმის საკითხის სერიოზულობა, ერთი მაგალითი:
ქრისტეფორე კოლუმბი. მან აღმოაჩინა ამერიკის კონტინენტი და ამ აღმოჩენამ დღეს მოგვიტანა აშშ, მხოლოდ ამ ქვეყნით რომ შემოვიფარგლოთ. ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერში იძლევა დირექტივას.
წარმოიდგინეთ თქვენ, თუ რაოდენ დიდი რაღაც არის ის, რომ ადამიანის კარმაშია ახალი კონტინენტის აღმოჩენა!
ანუ კარმა არამარტო პირადულია, არამედ ის კავშირშია ასევე სხვა სუბიექტთან, ასევე ან საკუთარ, ან სხვა ერთან, ის კავშირშია ასევე პლანეტასთან. არსებობს კულტურათა უერთიერთკავშირების კარმული კვლევებიც და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ ეპოქალური, კოსმიური და სამყაროულიც კი!!!
ასე რომ ინტერნეტი გადატენილია კარმის ათასნაირი ახსნა-განმარტებებით, მაგრამ ის, რაც არის როგორც ახსნები მოცემული, მხოლოდ აიწონა-დაიწონას სფეროა.
კარმული საკითხების შესწავლა-კვლევა, საკმაოდ დიდი ცოდნას მოითხოვს და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ის "ვიშვან კარმანია"

ან თუნდაც ოდნავ მაინც ესმის "ვიშვან კარმანის"

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
ვესპერიანელიმადლობა, ჩემო კარგო, ვრცელი პასუხისთვის

იგი მარადგამოუთქმელია იმათგან, ვისაც უყვარს, ხოლო არ უყვარს ვისაც, მისთვის იგი თავის შექცევაა ოდენ...