diaz_niasamidze
რა ძალიან არ გიყვარვარ..
დაგამტვრევდი მაგ კუბოს თავზე

______
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან. საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ. თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.
იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.
თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.
ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას.
იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.
ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.
ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.
მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.